საქართველო-საბერძნეთის მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენი ნაკრების თავკაცმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა
საქართველო-საბერძნეთის მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

თემურ ქეცბაია: სამწუხაროა, რომ წავაგეთ მატჩი, რომელიც უნდა მოგვეგო. 10 კაცით 25 წუთის ჩატარება ძნელი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, დღეს იღბალიც არ იყო ჩვენს მხარეს.

დამთავრდა შესარჩევი ეტაპი და შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო წარმატებული ციკლი. მადლობას ვუხდი იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც მთელი მატჩი იბრძოლეს, მაგრამ სამწუხაროა, რომ წავაგეთ.

- ბოლოდან მეორე ადგილი წარმატებად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. იქნებ თქვათ, რას გულისხმობთ წარმატებულ ციკლში?!

- ბოლოდან მეორე ადგილს წარმატებად როგორ ჩავთვლი. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ არა ადგილს, არამედ, გუნდის ჩამოყალიბების პროცესს, წინა ციკლში არსებულ მდგომარეობას. ჩამოყალიბდა გუნდი, რომელსაც შეუძლია ყველასთან ბრძოლა, მასში ნამდვილად იყო რაღაც პოზიტიური. თუმცა ეს წარმატებისთვის საკმარისი არაა.

იმედია, ახალი ციკლიდან ახალი ფეხბურთელებიც გამოჩნდებიან, გუნდი გაძლიერდება და შემდეგ ციკლში ჩამოყალიბდება გუნდი, რომელიც გულშემატკივრის იმედებს გაამართლებს. მეც ამბიციური მწვრთნელი ვარ და მინდა, რომ რაღაცას მივაღწიო.

- სამი ცვლილება ნაადრევად ხომ არ გააკეთეთ?

- ორი ცვლილება იძულებითი იყო და ცვლილებათა ლიმიტის ნაადრევად გამოყენება ამან გამოიწვია.

- როგორ არის თარგამაძე?

- ჯერ რაიმეს თქმა მიჭირს, იმედია, სერიოზული არაფერი სჭირს.

- შემდეგ შესარჩევ ციკლამდე საკონტროლო მატჩები თუ გაიმართება?

- მოლაპარაკება გვაქვს აშშ-ს ნაკრებთან, ლაპარაკია ორი მატჩის გამართვაზე, მათგან ერთი თბილისში, მეორე კი ამერიკაში რომ ჩატარდეს. თვის ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა. თამაში მართლაც კარგი იქნება, განსაკუთრებით თბილისში.

- გაგიჭირდათ საკლუბო და სანაკრებო სპეციფიკაში არსებული განსხვავების დაძლევა?

- შედარებაც არ შეიძლება, ნაკრები უფრო პრესტიჟული და ძნელი სამუშაოა, ნახევარი წელი ჰაერში ვარ, ნაცვლად იმისა, რომ გუნდში ვიმუშავო. დამოკიდებული ხარ არა იმაზე, როგორ ავარჯიშებ ფეხბურთელებს, არამედ როგორ ივარჯიშებენ თავად ფეხბურთელები კლუბებში.

- თუ გრძნობთ, რომ გუნდი მოგყვებათ?

- ეს მოედანზე უნდა გამოჩნდეს. მაგრამ მეტი ხარისხი და უკეთესი კლასის მოთამაშე გვჭირდება.

- ახალგაზრდებში ჯერ არ ჩანან ფეხბურთელები, დღევანდელი მოთამაშეები რომ შეცვალონ და ვის მოყვანას აპირებთ?

- თუ ესპანეთთან წაგებით იმსჯელებთ, ცხადია, იქ ფეხბურთელის შერჩევა შეუძლებელი იყო, მაგრამ იმედია, გაიზრდებიან და შევსებას მივიღებთ.

- კარგია, რომ ორ გოლზე მეტი არ გაგვიშვია, მაგრამ ორი გოლიც მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში გავიტანეთ და ხომ არ თვლით, რომ შეტევაში რაღაც შესაცვლელია?

- რა თქმა უნდა, რაღაცეები შესაცვლელია. ამიტომაც გვსურს ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებებში შეთანხმებული მუშაობა, რომ ბავშვები გავზარდოთ და ნაკრების მოთხოვნებს წინასწარ შევაჩვიოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

parunoze
კი კაცო, იმის თქმაც შეიძლება, რომ საქართველოს ნაკრები ყველაზე მაგარი ნაკრებია მსოფლიოში.
goga abesadze
ეეჰ რაა სამწუხაროა რომ ქართულ ფეხბურთს ასეთი გულშემატკივრები ჰყავს,ქეცბაიაა აზრზე არ არისო ხალხი იძახის რომელიც დარცმუნებული ვარ 4 ტურის წინ ამ კაცის სასწაუკლ შედეგებზე ლაპარაკობდა ნაკრებში და ახლა თურმე ქეცბაია არის მოღალატე და ხალხი რომელიც აქამდე ქეცბაიას კმაყოფილი იყო და ახლა როცა ყველაზე მეტად სწორედ ქეცბაიას და საქარტველოს ნაკრებს უჭირს ესენი არიან მართლები?არა მგონია რომელიმე ფეხბურთელზე მეტად გინდოდეთ ნებისმიერ გულშემატკივარს გამარჯვება მაგრამ რაც შეგვიძლია ესაა,ვერავინ იტყვის რო ბიჭებმა ბოლომდე არ იბრძოლეს და თავი არ შეაკლესო,უბრალოდ ერთს ვიტყვი რა ჩემთვის რა თქმა უნდა კარგიაა როცა ძლიერი ნაკრები გვეყოლება და ბევრად მაგარ ფეხბურთს ვითამაშებთ,მაგრამ სანამ საქართველოში კიდევიქნებიან ისეთი გულშემატკივრები რომლებიც,კარგად თამაშისას ტაშს დაუკრავენ და სჰეცდომებისას გინებას არ დააკლებენ ადამიენბს გვერდში ამოდგომის ნაცვლად ვინც გინდა იყოს მწვრთნელი ქართულ ფეხბურთს მაინც არაფერი ეშველება და ამ შემთხევაში ჩემთვის მკვდრები სწორედ ესეთი გულშემატკივრები არიან და არა ის ფეხბურთი რასაც საქართველოს ნაკრები თამაშობს,მე მჯერა ქეცბაიასი და მჯერა იმ ბიჭების რომლებიც საქართველოს სახელს იცავენ!ხალხს ღალატი ის გონია რო გამაჯვებულს მიხვალ და მიულოცავ გულიით და გამყიდველობა ჩემი ზრით ის არის ცჰვენ ბიჭებს და მწვრთნელს ასე რომ ლანძღავთ და აგინებთ!!!
GIA
მწვრთნელის შეცვლა საქმეს ვერ უშველის. თუ საშველი იყო აქამდე უნდა ეშველა იმდენი მწვრთნელი შევცვალეთ მე მგონი ამ მხრივ პირველზე ვართ მსოფლიოში. მისახედია საფეხბურთო პოლიტიკა რომ სწორი გზით ვიაროთ, მისახედია ყველაფერი რაც ფეხბურთს უკავშირდება. ფეხბურთელების მწვავე დეფიციტს განვიცდით. თუ ფეხბურთელი დავალებას ვერ ასრულებს მწვრთნელი რა შუაშია. მწვრთნელმა სწორი ტაქტიკა უნდა შეიმუშავოს და გუნდი საბრძოლველად უნდა გამოიყვანოს. ფეხბურთელს ქეცბაია ვერ გაზრდის რადგან ის არ არის კლუბის მწვრთნელი, რომ ფეხბურთელი მუდმივი კონტროლის ქვეშ ყავდეს. ნაკრებში მომზადებული და ჩამოყალიბებული ფეხბურთელი უნდა მოვიდეს და არა ისეთი რომელმაც ფეხბურთის ანბანი არ იცის.გიჟი იყო კუპერი რომელიც სამშაბათობით ფეხბურთელებს ავარჯიშებდა და ანბანს ასწავლიდა. ეს არ იყო მისი საქმე, მაგრამ აბა რა ექნა სხვა გზა არ ქონდა.ამაშია საქმე, ჩვენთან ფეხბურთელი ვერ იზრდება. თუ სწორი გზით ვივლით
Burton
ნამუსიც კარგი ძროხააო რა... რას გვეკაიფება ეს კაცი? წარმატებული ციკლი ჰქონდა სომხეთს და ესტონეთს ბიჭო! ჩვენი შედეგი იყო უბრალოდ წინაზე ოდნავ უკეთესი, თამაშის ხარისხით კი იმ წინაზე უარესი!!! ეს არაა წარმატება. გუნდს სახე არ აქვს!!!
roma
ხალხო,გამაგებინეთ ერთი,რას ბჟუტურებს ეს საწყალი,საცოდავი და უბედური კაცი,რა წარმატებული,რის წარმატებული ციკლი,საერთოდ ნორმალური თუა ეს კაცი. ფეხბურთში,ხომ არაფერი იცის,არც შეცვლებშია აზრზზე,საერთოდ ფეხბურთი რა ხილია იცის.
zaza sigu
სერიოზული წარმატე შემდეგ იქნება ბოლოზე რომ გავალთ.(ლიხტენშტეინი,ანდორა და ფარერები რომ არ იყოს ბოლო ხომ ჩვენია)
kaxa
გია თქვენ თემურის ინტერვიუს ყურადღებით არ კითხულობთ, წაიკითხეთ რა სისულეებს წერს, ეს კაცი თუ დროზე არ წავა ქართული ფეხბურთის ძვრა არ იქნება, ამათ ჯიბეები გაისქელონ და ჩვენ ნერვები დაგვაწყვიტონ ასე არ იქნება, არ გვინდა ფეხბურთის სპეციალისტი იყოს მხატვარი და პატიოსანი ამას კი აჯობებს
nika
ეს იყო გარიგებული თამაში, რომელშიც მონაწილეობდა მწვრთნელი და ორი მოთამაშე,ეს სირცხვილი კი არა დანაშაულია.ამ დადგმას შევადარებდი ფეოლასა და ხვედელიძეების კომიკურ ფილმს, ერთის განსხვავებით აქ მაგარი მაყუთი მოხიეს
GIA
დასანანი მარცხი იყო, შეიძლებოდა მოგება. როცა ბურთი გავიტანეთ მთელი საბერძნეთის ნაკრები შეტევაში წამოვიდა და უკან ბევრი სივრცეები დატოვა, სწორედ ამ დროს იყო საჭირო სწრაფი კონტრშეტევა და მეორე გოლი, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ისევ და ისევ მაღალი კლასის შემსრულებლების მწვავე დეფიციტის გამო. გუნდი ფსიქოლოგიური მომზადების კუთხითაც მოიკოჭლებს, რაღაც დაკომპლექსებური გუნდის შთაბეჭდილებას სტოვებს. ქეცბაიამ, მომზადების კუთხით ბევრი რამე უნდა შეცვალოს. სამწუხაროა ის რომ ქეცბაია თავის შეცდომებზე სწავლობს, რადგან მას ნაკრებში მუშაობის გამოცდილება არა ჰქონია. მომავალი ციკლი უფრო მძიმე იქნება მაგრამ ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. არ შეიძლება უბრძოლველად დავთმოთ შეხვედრები. ვუსურვებ წარმატებას საქართველოს ნაკრებს.
GIA
ძნელია არ დაეთანხმო თემურს, მაგრამ ბიჭებს ბრძოლის სულისკვეთება და ფსიქოლოგიური განწყობა მაინც უნდა ჩაუნერგო. არ შეიძლება ბურთი გაუშვა და ჩამოყარო ფარ-ხმალი. ასე ვერც ერთ თამაშს ვერ მოიგებ. აგერ ესტონეთმა და სომხეთმა ჩაატარა ციკლი ისე რომ ბრძოლის და თავდადების მაგალითი გვიჩვენა. ვერავინ დამარწმუნებს იმაში რომ ეს გუნდები ჩვენზე ძლიერია.თემურს, ვეთანხმები იმაში რომ ციკლი წარუმატებელი გამოდგა. კარგია, რომ ანალიზი სწორად გააკეთა.
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ