ლევან კორღალიძე: "უგუნდოდ არ დავრჩები, მაგრამ ქართული კლუბებისგან იგნორირებამ გამაკვირვა"
კიშინიოვის "დაჩიადან" სამივე ქართველი ფეხბურთელი წამოვიდა - დავით გამეზარდაშვილი, ლევან კორღალიძე და ვასილ ღუჭაშვილი. სამივე მოლდოვის ჩემპიონის "ზესტაფონთან" წაგების მერე დაითხოვეს.

ერთადერთმა გამეზარაშვილმა უშველა თავს და ქუთაისის "ტორპედოში" ჩაირიცხა, ღუჭაშვილი და კორღალიძე კი დღემდე კლუბებს ეძებენ.

ფაქტობრივად, ორივე თავისუფალი აგენტია, მაგრამ კიშინიოვიდან გათავისუფლების ფურცელი დღემდე არ აუღიათ. ღუჭაშვილის თაობაზე "ლელო" ახლახან წერდა: 25 წლის თავდამსხმელი "დაჩიამ" კიშინიოვის "ზიმბრუში" გაანათხოვრა, მაგრამ "ზესტაფონთან" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე წაგების შემდეგ "დაჩიაში" აღარ მიიღეს. არადა, კლუბთან კონტრაქტი დეკემბერში უმთავრდება და ღუჭაშვილი კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვს.

ლევან კორღალიძეს კი გათავისუფლების ფურცელი არც დასჭირვებია და ამიტომაც არ გამოუთხოვია - უცნაური კია, გასული სეზონის მოლდოვის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელით საქართველოში არავინ დაინტერესებულა.

მან ტრავმის გამო ვერ ითამაშა "ზესტაფონთან" და ვარჯიში ერთი თვის წინ განაახლა. 30 წლის გამოცდილმა ნახევარმცველმა რუმინულ "გაზ მეთანში" გადასვლაზე უარი თავად თქვა, რადგან საქართველოს რომელიმე ლიდერ გუნდში გადასვლას იმედოვნებდა, მაგრამ დრო გავიდა და არავინ მიიწვია.

"საქართველოში თამაშს ვფიქრობდი, ცოტა ნაკლებზეც დავთანხმდები-მეთქი, მაგრამ ყველამ ტაქტიანი უარი მითხრა. უგუნდოდ არ დავრჩები, მაგრამ ქართული კლუბებისგან იგნორირებამ გამაკვირვა. ახლახან კი, ჩემთვის მოულოდნელად, "დაჩიას" ყოფილი მეპატრონე ასლან შიშხანოვი დამიკავშირდა. "დაჩიადან" გათავისუფლების ფურცელი დღემდე არ ამიღია და მკითხა, შენზე არანაირი სატრანსფერო მოთხოვნა არ ყოფილა და რა ხდებაო. ვუთხარი, რომ საქართველოში კლუბი ვერ მოვძებნე და ამ დროს მითხრა, "დაჩიას" ნაცვლად კიშინიოვის "ზიმბრუ" ავიყვანეო.

საბედნიეროდ, "ზესტაფონთან" მატჩის მერე ყველაფერი გაირკვა, მიხვდა, რომ თამაშის გაყიდვა-წაგებას გამეზარდაშვილს ტყუილად აბრალებდნენ და ეს მითხრა კიდეც, ბოლოს კი, ჩემდა გასაკვირად, "ზიმბრუში" გადასვლა შემომთავაზა, დაფიქრდი და პასუხი მითხარიო.

ჯერ არსად წავალ, თუ აქ ვერაფერი ვნახე, დავთანხმდები და იანვარში კონტრაქტს გავაფორმებ, რადგან ჩვენთან ყველამ დამივიწყა, არავინ დამკავშირებია და თუ ასე გაგრძელდა, ისევ მოლდოვაში თამაში მირჩევნია. სამწუხაროდ, ვამჩნევ, სხვა გზა არც დამრჩენია", - ამბობს კორღალიძე.

როგორი საქმეა, მოლდოვის საუკეთესო ფეხბურთელი თავად ითხოვს საქართველოს ჩემპიონატში თამაშს და რა ჩვენი გასარჩევია, ვინ მიიღებს და ვინ არა, მაგრამ, ღმერთმანი, ძალიან გაგვკვირვებია - ნუთუ ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატი გვაქვს?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

paris777
აბა ეგ არის საქმე ნაკრები ბოლოდან მეორე ადგილზეა და წარმატებული ციკლიაო /////ო მაინ გად .. სად არის სამართალი ვინმემ ხმა ამოიგეთ
paris777
რა გინდათ კარგი ფეხბურთელია ძალიან სულ სხვებს ეხმარება,და ახლა ჩვენ დაგვეხმაროს
paris777
რა გინდათ,კარგი ფეხბურთელია ძალიან სხვებს ეხმარება და უმჯობესია ჩვენ დაგვეხმაროს
qifsuta_7
ეგ ის კორღალიძე არაა ზესტაფონიდან წასვლის შემდეგ მიწაში რომ ჩასდო მთელი ქართული ფეხბურთი ,მოლდოვაში იმიტომ დავბრუნდი საქრთველოს ჩემპიონატი ს დონე არ მაკმაყოფილებდაო?
Burton
აიყვანეთ ბიჭო ვინმემ ეს კაცი, რა ხალხი ხართ თქვენ, დავიჯერო ამაზე უკეთესები ბევრი ყავთ ჩვენ გუნდებს? ფუუ რა ხალხი ვართ.
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის