21 წლის დავით ჯანელიძემ "ოლიმპსთან" კონტრაქტი გაწყვიტა, თუმცა "ტორპედოში" მისი ჩარიცხვა ჯერ არ გადაწყვეტილა
ქუთაისის "ტორპედოსა" და ხარაგაულის "ჩხერიმელას" ამხანაგური მატჩის პირველ ტაიმში ქუთათურთა შემადგენლობაში ლატვიის "ოლიმპსის" 21 წლის ფორვარდი დავით ჯანელიძე გამოჩნდა, რომელიც აქტიური თამაშით გამოირჩეოდა.

როგორც შევიტყვეთ, ჯანელიძემ ლატვიურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა, თუმცა "ტორპედოში" მისი ჩარიცხვა ჯერ არ გადაწყვეტილა.

არც ისე შორეულ წარსულში დათოს პერსპექტიული თავდამსხმელის სახელი ჰქონდა და ხმაურიანი სკანდალის მონაწილეც გახდა: 2006 წელს "თბილისის" რამდენიმე ფეხბურთელი კობა ჟორჟიკაშვილმა "ზესტაფონში" გადაიყვანა, რამაც ეს ორი კლუბი ერთმანეთს დააპირისპირა -"საბითუმო" გადაბირების შემდეგ ხომ "ზესტაფონში" მისი დღევანდელი ლიდერები აღმოჩნდნენ - როინ კვასხვაძე, გიორგი ხიდეშელი, ბუბა დაუშვილი, ალექსი ბენაშვილი, ირაკლი ძარია. მათ შორის იყო დავით ჯანელიძეც, იმჟამად ასაკობრივი ნაკრებების ფორვარდი.

ის "ზესტაფონში" სკანდალით მივიდა და კლუბი სკანდალითვე დატოვა. მერე ნახევარი წელი უმაღლეს ლიგაში, ცხინვალის "სპარტაკში" იჯარით ითამაშა, შემდეგ კი საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალეკო რეხვიაშვილმა უცხოეთის გზას გაუყენა - ჯერ ვენტსპილსის "ტრანზიტში" გადაიყვანა, მერე რიგის "სკონტოს" ფარმკლუბ "ოლიმპსში", სადაც "სკონტოს" მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე სტარკოვსმა შენიშნა და მიიწვია.

"სკონტოში" თავიდან ძირითადში თამაშობდი, თუმცა ლატვიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში დიდხანს არ გაჩერებულა, რადგან კოჭი გადაუტრიალდა, იძულებით დაისვენა და შემადგენლობიდან ამოვარდა. მერე კლუბთან კონტრაქტიც დაუსრულდა და 2011 წლის დასაწყისში ისევ "ოლიმპსში" დაბრუნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა