ზესტაფონელთა ბაზაზე გამართულ შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი მარტვილის საფეხბურთო კლუბ "მერანს" დაუპირისპირდა
მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა. ზესტაფონელთა ბაზაზე გამართულ შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი მარტვილის საფეხბურთო კლუბ "მერანს" დაუპირისპირდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადრებმა სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და ერთმანეთის დაუპირისპირდნენ. გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:

ზესტაფონი: მამალაძე (მეშველიანი, 46), ბენაშვილი (ალადაშვილი, 46), რობაქიძე, საჯაია (ონიანი, 46), ღონღაძე (ელიავა, 46), გაჩეჩილაძე (ძარია, 46), ჭანკოტაძე, ფიფია (აფციაური, 46), გორგიაშვილი (სარდალიშვილი, 46), ლომია (წინამღძვრიშვილი, 46), გელაშვილი (დვალი, 46).

მერანი: შეროზია (შენგელია, 60), კაკუშაძე (ჭაფოძე, 46), ჟვანია (ჯოელი, 70), მემარნიშვილი (იობაშვილი, 60), ე. გრიგალაშვილი (მელიავა, 70), სუხიაშვილი (გეგეჭკორი, 70), ჩალაძე (შალიკაშვილი, 70), მანწკავა, დიდავა (ტორაძე, 70), ტაპე (სამადაშვილი, 46), ამბროლაძე (ქამუშაძე, 70).

ცხრამეტწლამდელთა ნაკრებთან სამი დღის წინ გამართული შეხვედრის მსგავსად, ზესტაფონელები მატჩის დებიუტშივე მდევრის როლში აღმოჩნდნენ -მესამე წუთზე მარტვილელთა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული იერიში ზუსტი თავურით მუნინი ტაპემ დააგვირგვინა.

მასპინძლებმა ანგარიში გოგი ფიფიას წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანით 25-ე წუთზე კი გაათანაბრეს (გოლი თავად დაზარალებულმა გაიტანა), თუმცა ტაიმი მაინც სტუმრებმა მოიგეს - 43-ე წუთზე უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად უკვე მარტვილელმა გიგა ჟვანიამ აქცია.

მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიშში სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა - 53-ე წუთზე მიზანს ელგუჯა გრიგალაშვილის ულამაზესმა დარტყმამ მიაღწია. 55-ე წუთზე კახა ალადაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან არანაკლებად ეფექტური დარტყმით სტუმართა კარის ბადე შეარხია. მატჩის დასკვნით ნაწილში მასპინძელთა მხრიდან ანგარიშის შეცვლის არაერთი მცდელობის მიუხედავად, გამარჯვება მარტვილელებს დარჩათ 2-3.

fczestafoni.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა