თომას მიულერი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მიუნხენურ პუბლიკას სიგიჟემდე უყვარს
თომას მიულერი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მიუნხენურ პუბლიკას სიგიჟემდე უყვარს და გერმანიის ნაკრებშიც შეუცვლელი ფიგურაა - 22 წლის შემტევმა უკვე ბევრს მიაღწია და დღევანდელი გადასახედიდან ყველა დარწმუნებულია, რომ გაცილებით მეტსაც მიაღწევს.

აქედან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი ის, რომ მიულერს უკვე საკმაოდ ბევრი მსურველი ჰყავს. ორი წელია, რაც თომას ყურადღების ცენტრში მოექცა და ამ ხნის მანძილზე მისი გადაბირების სურვილი არაერთმა სუპერგრანდმა გამოთქვა.

"დასამალი არაფერია: მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩემს მრჩეველს ტელეფონი აუფეთქეს. მუნდიალზე კარგად თამაშის შემდეგ არაერთი გუნდის ხელმძღვანელი ურეკავდა და ჩემი ყიდვის სურვილს უფიქსირებდა. მთავაზობდნენ ზღაპრულ პირობებს და ძალიან მაღალ ხელფასს, მაგრამ მე ყველას უარი ვუთხარი - "ბაიერნიდან" წასვლაზე ერთი წამითაც არ მიფიქრია, - აცხადებს თომასი "შპორტ-ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძენს, - 2010 წლის ზაფხულში განსაკუთრებით ლონდონის "ჩელსის" ბოსები აქტიურობდნენ.

სხვა ქვეყანაში გადასვლა ოდესმე, შეიძლება, მართლაც მომინდეს, მაგრამ ამ ასაკში ტრანსფერს მაშინაც გამოვრიცხავდი და ახლაც გამოვრიცხავ, რადგან ჩემს ასაკში ფეხბურთელმა ასეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგას."

უფრო მეტიც: მიულერი ფიქრობს, რომ "ბაიერნიდან" წასვლა არც არასდროს მოუნდება: "ცხადია, გადაჭრით რამის თქმა არ შეიძლება და ამიტომაც ვთქვი, ოდესმე შეიძლება მომინდეს-მეთქი, მაგრამ დღეს თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ მიუნხენიდან წასვლა სავარაუდოდ არც არასდროს მომინდება, რადგან აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. დღეს მე ბაიერნით ვცხოვრობ!"

რეკორდმაისტერის პრეზიდენტი ული ჰიონესი, რა თქმა უნდა, კმაყოფილია და ამბობს, ასეთი ფეხბურთელები "ბაიერნის" იმიჯს უხდებიანო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა