იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო-2012-ის შესარჩევი ეტაპი სრული ტრიუმფით დაასრულა
როგორც მოსალოდნელი იყო, იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის უკანასკნელი შეხვედრა მოიგო და ტურნირი სრული ტრიუმფით დაასრულა.

რთული გასახსენებელია, თუ როდის განვლო ასე დამაჯერებლად "სკუადრა აძურამ" შესარჩევი ეტაპი და როდის ითამაშა ასე პროდუქტიულად როგორც შეტევით, ისე დაცვით ფაზებში. იტალიამ მხოლოდ ორი (!!!) გოლი გაუშვა მთელ შესარჩევ ეტაპზე, რაც საუკეთესო მაჩვენებელია და რაც კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ აპენინებზე დაცვაში თამაში განსაკუთრებულად კარგად გამოსდით.

ვერ ვიტყვით, რომ "აძურა" სიკვდილის ჯგუფში გახლდათ, მაგრამ ვერც იმას დავიჩემებთ, რომ ძალიან სუსტ კონკურენტებთან უწევდა ურთიერთობის გარკვევა. მართალია, C ჯგუფის მეორე ადგილი ყველასათვის მოულოდნელად ესტონეთს ხვდა წილად, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აპენინელებმა ბალკანელებთან ერთად ტრადიციულად ძლიერი სერბეთი და ყოველთვის ანგარიშგასაწევი სლოვენია ჩამოიტოვეს.

მოკლედ, იტალიამ შესარჩევი წარმატებულად განვლო, რაც არაერთი ფაქტორით გახლდათ განპირობებული - ამ ყველაფერზე კი ქვემოთ ვისაუბროთ.

ჩეზარე პრანდელი - სწორი არჩევანი

მარჩელო ლიპის შესაძლო მემკვიდრეებიდან ჩეზარე პრანდელის კანდიდატურა თავიდანვე გამოიკვეთა და ფედერკალჩოს მესვეურებსაც დიდ ხანს არ უფიქრიათ ისე მიიღეს გადაწყვიტილება. ვერ გეტყვით რა იქნება მომავალში, მაგრამ ჯერჯერობით სენიორ ჩეზარე სრულად ამართლებს მასზე გაცემულ ავანსებს. ის რადიკალურად განსხვავდება მისი წინამორბედისგან, რომელმაც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი თავის პრინციპებს გადააყოლა და ნაკრები სირცხვილნაჭამმა დატოვა.

პრანდელიმ ბევრი რამ შეცვალა და ისეთ ფეხბურთელებს გაუხსნა სანაკრებო გზა, რომლებიც ლიპის საშვილიშვილოდ ჰყავდა ათვალწუნებული. უშუალო ურთიერთობა დაამყარა თითოეულ შეგირდთან, რამაც გუნდში ატმოსფერო საგრძნობლად გააუმჯობესა. სენიორ ჩეზარე არ არის თავისივე პრინციპების მძევალი და ნაკრებში იწვევს იმათ, ვინც ამას იმსახურებს, განურჩევლად რასისა, ეროვნებისა და რელიგიური მრწამსისა.

დიახ, ის რაც იტალიაში მილიონებისთვის პრობლემაა და ვგულისხმობთ ნატურალიზებული ფეხბურთელების "აძურაში" მიწვევას, პრანდელისთვის სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. რაც მთავარია, შედეგი არის და ამ ყველაფერს მარტივ დასკვნამდე მივყვავართ: ფედერკალჩომ პრანდელის დანიშვნით აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

სტრატეგია - ბურთის კონტროლი

მივიდა თუ არა ჩეზარე პრანდელი ნაკრების სათავეში, პირველი ის განაცხადა, რომ "აძურამ" ბურთი გაცილებით უკეთ უნდა აკონტროლოს, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა.

ყველამ კარგად ვიცით სად დაიბადა "კატენაჩო" და ის, რომ აპენინელებს მაშინაც კი შეუძლიათ კარის მშრალად შენახვა, როდესაც თამაში მთელი 90 წუთის განმავლობაში მათ ნახევარზე მიმდინარეობს. და მაშინ, როდესაც ბურთს ძირითადად აპენინელები ფლობენ, მეტოქეს კიდევ უფრო მცირე, ფაქტობრივად მიზერული შანსი რჩება. ერთია სურვილი, მაგრამ მეორე რეალობა - საინტერესო იყო, რამდენად კარგად აითვისებდნენ ახალ სტილს იტალიელები...

როგორც განვლილმა ბატალიებმა გვიჩვენეს, სტილი ათვისებულია და თანაც, იმაზე უფრო კარგად, ვიდრე ეს ბევრს წარმოედგინა. პრანდელიმ ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები მიიწვია, რომლებიც ბურთთან შენობით არიან და შესაბამისად, კონტროლის დაწესება მათთვის განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს - ლაპარაკია თუნდაც ანტონიო კასანოზე, ჯუზეპე როსიზე, სებასტიან ჯოვინკოზე...

შედეგად, იტალიამ ყველა შეხვედრა პირველ ნომრად ჩაატარა, რაზეც ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლები ნათლად მეტყველებს. სტატისტიკის მოყვანით ნამდვილად არ გადაგღლით, მხოლოდ ერთს დავძენთ, რომ "აძურამ" თვით ესპანეთს არ დაუთმო ამ მხრივ არაფერი, შედეგი კი სულაც სათავისო მიიღო. დიახ, წარმატებულად განვლილი შესარჩევი ეტაპის გარდა, პრანდელის აქტივში რამდენიმე ძალიან კარგად ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა უნდა შევიტანოთ: მათ შორის ესპანეთის შინ დამარცხება და თუნდაც გერმანიასთან საგარეო ფრე.

სტერეოტიპების მსხვრევა

გამომდინარე იქიდან, რომ ტრადიციულად იტალიის ნაკრები დაცვაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობდა, აპენინელთაგან ხშირი იყო თამაშის წესების ზღვარზე ასპარეზობა, სიხისტე და თუნდაც უხეშობა - დავუმატოთ ამას სპორტული აფერისტობა, ანუ სიმულაცია, რაც მთლიანობაში იტალიელთა შესახებ არც თუ კარგ აზრს აყალიბებდა. მართალია, "სკუადრა აძურას" მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, მაგრამ გაცილებით მეტნი არიან ისინი, ვინც უბრალოდ არ ცნობენ "კალჩოს" და მას ანტიფეხბურთს უწოდებს.

ჩეზარე პრანდელის გუნდი ამ მხრივაც გამორჩეულია და იმ სტერეტიპებს ამსხვრევს, რომლებიც წლების განმავლობაში იქმნებოდა. თავად განსაჯეთ, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯარიმების რაოდენობის თვალსაზრისით, იტალია ბოლოდან მესამეა ყველა გუნდს შორის. რაც შეეხება ყვითელი ბარათების რაოდენობას, ამ მხრივ "აძურა" სულაც პირველია კარგი გაგებით - ანუ, იტალიელებმა სხვებზე ნაკლებად დაიმსახურებს გაფრთხილება. არ დაფიქსირებულა არც ერთი მკაფიო სიმულაცია იტალიელ ფეხბურთელთა შესრულებით, რაც ასევე ერთობ მოულოდნელი და რაც მთავარია, პოზიტიური ამბავი გახლავთ.

მოკლედ, პრანდელიმ "სკუადრა აძურაში" მენტალური რევოლუცია მოახდინა, რაც ასევე მის აქტივში უნდა შევიტანოთ.

იუვენტუსი ბრუნდება

როდესაც იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა 1934 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, გუნდში "იუვენტუსის" ცხრა ფეხბურთელი ირიცხებოდა, 1982 წელს კი მათი რაოდენობა ექვსს შეადგენდა. რაც შეეხება 2006 წელს, "იუვენტინოთა" რიცხვი ხუთი იყო, რაც თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ერთი სიტყვით, იტალიის ნაკრებს საბაზო გუნდი დაუბრუნდა, ეს კი შედეგებზეც შესაბამისად აისახა. მაგალითად, სერბეთის წინააღმდეგ ჩეზარე პრანდელიმ "იუვენტუსის" ერთბაშად ექვს ფეხბურთელს ანდო ადგილი ძირითად შემადგენლობაში: ჯანლუიჯი ბუფონს, ჯორჯო კიელინის, ანდრეა ბარცალის, ლეონარდო ბონუჩის, ანდრეა პირლოს და კლაუდიო მარკიზიოს.

გარდა ჩამოთვლილი ფეხბურთელებისა, აქ თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო ალესანდრო მატრი და სიმონე პეპე, რომლებიც "სკუადრა აძურას" კანდიდატები და მეტიც, წევრები არიან. "იუვენტუსის" პროგრესი იტალიის ეროვნულ ნაკრებს ნამდვილად წაადგება - ეს ასე იყო ადრე და ასე იქნება მომავალშიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა