ბერნდ ბენტემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ბრძოლა ვიტალი კლიჩკოსა და ბრიტანელ დევიდ ჰეის შორის მომავალ წელს გაიმართება
უკრაინელი ძმების - ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოების მენეჯერმა ბერნდ ბენტემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მომავალ წელს გაიმართება ბრძოლა ვიტალი კლიჩკოსა და ბრიტანელ დევიდ ჰეის შორის.

ბენტეს თქმით, ასეთი რამ იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუ 13 ოქტომბერს, საკუთარ დაბადების დღეზე ჰეი კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს. მენეჯერმა განაცხადა, რომ ბრძოლის ორგანიზებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

ბენტეს თქმით, თუ უფროსი კლიჩკო და ჰეი მოილაპარაკებენ ფინანსურ საკითხზე, შეხვედრა "100 პროცენტით" გაიმართება. ძმების მენეჯერი გუშინ ელაპარაკა ჰეის პრომოუტერს ადამ ბუტს.

შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს გაზეთმა "სანმა" შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: დევიდ ჰეიმ ბრიტანეთის საკრივო საბჭოს შეუთვალა, რომ აღარ აპირებს თავისი საკრივო ლიცენზიის გაგრძელებას, რითაც დაადასტურა ძველი განცხადება იმის შესახებ, რომ 2011 წლის 13 ოქტომბერს, თავის 31-ე დაბადების დღეზე დაასრულებდა კარიერას.

თუ ბრიტანელი დანაპირებს აასრულებს, გამოდის, რომ ის პროფესიულ რინგზე გამოსვლას წაგებით ამთავრებს. წელს, ივლისში დევიდი ქულებით დამარცხა ვლადიმერ კლიჩკოსთან და დაკარგა WBA-ის ვერსიით ჩემპიონის ტიტული.

თუ ჰეი და უფროსი კლიჩკო შეძლებენ მოლაპარაკებას, მათი შეხვედრა მომავალი წლის თებერვალში ან მარტში გერმანიის რომელიმე ქალაქში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა