სადღეისოდ ოლიმპიელთა გუნდში ხორვატი ლეგიონერი ნიკიჩა სლიუკა და ნაკრების გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე ჩაირიცხნენ
სუპერლიგას დებიუტანტი გუნდი ჰყავს - "ოლიმპი", რომელსაც საქართველოს კადეტთა ნაკრების თავკაცი გია კაზანჯიანი წვრთნის. მას თემურ აბულაძე ეხმარება, ხოლო გუნდის მენეჯერი გია სანაძეა.

"ოლიმპი" ცოტა დაგვიანებით შეიქმნა და ამიტომ დუდუ დადიანის მემორიალში მონაწილეობა არ მიუღია. მეტსაც გეტყვით, შემადგენლობის ფორმირება ჯერაც არ დასრულებულა. როგორც "ოლიმპის" თავკაცმა გვითხრა, გუნდი კიდევ გაძლიერდება უცოხოელი კალათბურთელით, ან კალათბურთელებით.

სადღეისოდ ოლიმპიელთა შემადგენლობაში ერთი ლეგიონერი უკვე ვარჯიშობს - ნიკიჩა სლიუკა. იგი ხორვატია და გასულ სეზონში ბოსნიის ჩემპიონატში ასპარეზობდა. სლიუკა 187 სმ სიმაღლისაა და შეუძლია როგორც გამთამაშებლის, ასევე მსროლელის პოზიციაზე თამაში. ჩვენი ვარაუდით, მას საქართველოში უფრო მეორე ნომრის ფუნქციების შესრულება მოუწევს, რადგან "ოლიმპში" ასევე ჩაირიცხა საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე.

ლაშა ევრობასკეტის დასრულების შემდეგ ელოდა უცხოურ ვარიანტს, მაგრამ საბოლოოდ მაინც "ოლიმპში" თამაში არჩია. გამყრელიძისა და ლეგიონერთა დამატება ნათელჰყოფს, რომ გუნდის ხელმძღვანელობას ჩემპიონატში სერიოზული მიზნები აქვს. სასიამოვნოა ისიც, რომ მეტად გაძლიერებულ ევროჩელენჯის მონაწილე "არმიას" საშინაო სარბიელზე კიდევ ერთი ღირსეული მოწინააღმდეგე ეყოლება.

უცხოეთიდან ვინ დაადგება "ოლიმპის" გზას, უახლოეს მომავალში გავიგებთ, მანამდე კი გეტყვით, რომ გუნდში გამყრელიძისა და სლიუკას გარდა ვარჯიშობენ: ტატო თავართქილაძე (შარშან "სამედიცინოში" იყო), ნოდარ სიგუა ("აგრარულიდან"), გიორგი გულისაბედაშვილი ("აგრარულიდან"), გიორგი ნანიტაშვილი ("აგრარულიდან"), კახა მუმლაძე ("აგრარულიდან"), ლევან სულაბერიძე ("სოხუმიდან").

როგორც გია კაზანჯიანმა გვითხრა, "ოლიმპის" დუბლშემადგენლობა 20-წლამდელთა ჩემპიონატში ითამაშებს.

ნიკიჩა სლიუკა

ხორვატია

დაიბადა: 28.06.1987

სიმაღლე: 187 სმ.

ამპლუა: გამთამაშებელი/მსროლელი

კარიერა

2007-08 დოლნი კუბინი (სლოვეკეთი)

2008-09 პლეტერი (ხორვატია)

2010-11 პოსუშიე (ბოსნია)

2011-12 ოლიმპი (თბილისი)

ლაშა გამყრელიძე

საქართველო

დაიბადა: 04.02.1986

სიმაღლე: 185 სმ.

ამპლუა: გამთამაშებელი

კარიერა

2002 თსუ (საქართველო)

2003 აკადემია (საქართველო)

2003-05 დინამო (საქართველო)

2005-06 პანტერსი (ავსტრია)

2006-09 ენერჯი (საქართველო)

2009-10 მიტელდოიჩერი (გერმანია)

2010-11 გისენი (გერმანია)

2011... ოლიმპი (საქართველო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა