"ჩელსიმ" გადაწყვიტა, ხელახლა მიადგეს "ატლეტიკო მადრიდს" 25 წლის ურუგვაელი მცველის, დიეგო გოდინის ყიდვის წინადადებით
"ჩელსიმ" გადაწყვიტა, რომ ახალი წლისთვის, როდესაც ინგლისში სატრანსფერო ბაზრის კარი კვლავ გაიღება, ხელახლა მიადგება "ატლეტიკო მადრიდს" 25 წლის ურუგვაელი მცველის, დიეგო გოდინის ყიდვის წინადადებით. ცნობილია, რომ გოდინიში გადასახდელ ფულს ლონდონელები - მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც, - ალექსის გაყიდვით იშოვნიან.

ხელახლა მიადგებაო, ვთქვით. საქმე ის გახლავთ, რომ "ლურჯებმა" მადრიდელებს, გასულ იანვარს, 15 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. მაშინ გოდინის შეძენა "ჩელსის" წინა მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის უნდოდა.

ახლა "სტემფორდ ბრიჯზე" ახალი თავკაცია, ანდრე ვილაშ-ბოაში, მაგრამ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე თავგამოჩენილი ურუგვაელისადმი გამოკიდებულაბა არ გამოცვლილა.

სხვათაშორის, წლის დასაწყისში, როდესაც "ატლეტიკომ" ანჩელოტის გოდინის მიყიდვაზე უარი უთხრა, იტალიელი ბენფიკას მიადგა და

ბრაზილიელი დავიდ ლუიზი შეიძინა.

ვილაშ-ბოაში მიიჩნევს, რომ პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული გამოსვლისთვის მის გუნდს სწორედ დაცვის ცენტრში სჭირდება გაძლიერდება. პორტუგალიელი ალექსით უკმაყოფილოა და მის თავიდან მოშორებას აპირებს. ვილაშ-ბოაშმა ბრაზილიელი, ბოლოს, "ქარლინგის თასზე" "ფულჰემის" წინააღმდეგ ათამაშა. იმ დღეს 29 წლის მცველი მოედნიდან გააძევეს. მას მერე ის გუნდის 20 კაციან განაცხადშიც კი ვერ ხვდება.

მიუხედავად იმისა, რომ "ჩელსიმ" დაიწუნა, ბრაზილიელს დაკარგვა არ ემუქრება. ამბობენ, რომ მისი შეძენა უნდათ "არსენალს", "ტოტენჰემს" და ჩრდილოკავკასიის გუნდებს: "ანჟისა" და გროზნოს "ტერეკს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა