"ლივერპულის" 21 წლის მცველი, მარტინ კელი ამბობს, რომ კენი დალგლიშის შემდეგ გუნდის მწვრთნელი ჯეიმი კარაგერი უნდა გახდეს
"ლივერპულის" 21 წლის მცველი, მარტინ კელი ამბობს, რომ კენი დალგლიშის შემდეგ გუნდის მწვრთნელი ჯეიმი კარაგერი უნდა გახდეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში 33 წლის კარაგერმა განაცხადა ფეხბურთის თამაშს, სავარაუდოდ, თავს მომავალი სეზონის ბოლოს დავანებებო. კელის არ სჯერა, რომ "ენფილდზე" უკვე ლეგენდად შერაცხული ვეტერანი მოედნიდან წასვლის შემდეგ "ლივერპულს" სამარადჟამოდ გამოეთხოვება. ის ამბობს:

"მესმის, რომ მანამდე დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ, კარას ყველა მონაცემი აქვს საიმისოდ, რომ ჩვენი მომავალი მწვრთნელი გახდეს. ის ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს გამოწურავს და მეორე ადგილზე გასვლას არასდროს დაარქმევს წარმატებას. პირდაპირ გეტყვით, დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი დიდი ფეხბურთელი საქმეს ხელს მოჰკიდებს და მოუთმენლად ველი კიდეც იმ დღეს, როდესაც ეს მოხდება".

შეგახსენებთ, რომ კარაგერი ლივერპულელია და სხვა გუნდში ცხოვრებაში არ უთამაშია. 1996 წლის შემდეგ, "წითელი მაისურით" მას კარიერაში 470 თამაში აქვს ჩატარებული. როდესაც ჟურნალისტებმა მომავლის შესახებ ჰკითხეს, ვეტერანმა უპასუხა:

"ფეხბურთის თამაშს კიდევ ერთი წელიწადი ან წელიწადნახევარი შევძლებ. მაქსიუმ, ორი წელიწადი გავუძლო პრემიერლიგის დატვირთვებს. მინდა მომავალში მწვრთნელი გავხდე. ამ მიმართულებით ნაბიჯი უკვე გადავდგი და Bლიცენზია ავიღე. მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი და მინდა მთელი ცხოვრება ვემსახურო მას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა