"პარმას" პრეზიდენტი ტომაზო გირარდის თქმით, ჯოვინკოს ბედი ფეხბურთელის სურვილის გათვლაისწინებით უნდა გადაწყდეს
რამდენიმე დღის წინ, "იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ სებასტიან ჯოვინკოს ასპარეზობით აღფრთოვანება გამოხატა და მისი "იუვენტუსში" დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ სება "ბიანკონერის" აღზრდილია და მის სატრანსფერო უფლებებს "პარმასთან" ერთად, სანახევროდ სწორედ ტურინული გრანდი ფლობს. მაროტას კომენტარს "პარმას" პრეზიდენტი ტომაზო გირარდი გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:

"ძალიან მიხარია, რომ ჯოვინკო პროგრესირებს და მის მიმართ ინტერესი მატულობს. შესაბამისად, ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ მისი დაბრუნებით "იუვენტუსია" დაინტერესებული. ჯოვინკოს სატრანსფერო უფლებების ნახევარს ჩვენ ვფლობთ, ნახევარს კი "იუვე", ამიტომ, ჯოვინკოს ბედი სწორედ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ თავად ფეხბურთელის სურვილის გათვალისწინებით.

ჩემი ინფორმაციით, სება ემილიაში თავს ბრწყინვალედ გრძნობს და ტურინში დაბრუნების არავითარი სურვილი არ აქვს. ერთი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ჩვენი ინიციატივით ჯოვინკო "პარმას' არასდროს დატოვებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა