ზლატან იბრაჰიმოვიჩის განცხადებებთან დაკავშირებით "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტი სიმშვიდეს ინარჩუნებს
ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ იმის შესახებ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ერთობ სევდიანი კომენტარი გააკეთა პრესასთან და აღნიშნა, რომ ფეხბურთს ისე ვეღარ თამაშობს, როგორც წინა წლებში.

შვედმა დასძინა, რომ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას მას შემდეგ დაიწყებს, რაც კარიერას დაასრულებს და შესაბამისად, ამ დღეს აქედანვე მოუთმენლად ელოდება. გავიდა რამდენიმე დღე და დაახლოებით ანალოგიური შინაარსის განცხადება ანტონიო კასანომაც გააკეთა - იტალიელს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეუტანია, მაგრამ ერთი კი თქვა, თამაშისგან უწინდელ სიამოვნებას ვეღარ ვიღებ და კარიერის დასრულებაზე დავფიქრდიო.

ამის გამგონე ჟურნალისტებმა ადრიანო გალიანისთან გადაწყვიტეს დაკავშირება, რომელიც წესით შეშფოთებული უნდა იყოს მისი გუნდის ფორვარდთა ასეთი განცხადებებით - თუმცა, როგორც აღმოჩნდა, "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტი სიმშვიდეს ინარჩუნებს:

"იბრაჰიმოვიჩი და კასანო შესანიშნავ ფორმაში არიან, რაც იმედს მაძლევს, რომ ორივე მათგანი ფსიქოლოგიურ კრიზისს უმოკლეს დროში დაძლევენ. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ხდება, როდესაც გარკვეულ ეტაპზე შენი საქმე სიამოვნებას აღარ განიჭებს, თუმცა ეს განცდა წარმავალია. დარწმუნებული ვარ, იბრაც და კასანოც კიდე დიდ ხანს ითამაშებენ ფეხბურთს და თანაც, აუცილებლად "მილანში", იქ, სადაც მათ ბოლომდე ენდობიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა