ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ინფანტინოსა და ბონეკის ხელით

ინფანტინოსა და ბონეკის ხელით

ევრო 2012-ის პლეი ოფის წილისყრა: ირლანდიას ესტონეთი სურდა, ესტონელებსაც ირლანდია ჩაუთქვამთ
გუშინ პოლონეთის ქალაქ კრაკოვის სასტუმრო "შერატონში" ევრო 2012-ის პლეი ოფის წილისყრა გაიმართა. პლეი ოფის, რომელიც გაარკვევს პოლონეთ-უკრაინის ბოლო 4 საგზურის მფლობელთა ვინაობას. ცერემონიას უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო და პოლონური ფეხბურთის ლეგენდა, ევრო 2012-ის ელჩი ზბიგნევ ბონეკი უძღვებოდნენ. შეგახსენებთ, რომ 53 ქვეყნიდან ევროპის ჩემპიონატის საგზური 12-მა ნაკრებმა მოიპოვა (2 მასპინძელი, 9 ჯგუფის გამარჯვებული და 1 საუკეთესო მეორეადგილოსანი). ახლა ერთმანეთში, ორრაუნდიან დაპირისპირებაში სხვა მეორეადგილოსნები იბრძოლებენ.

წილისყრამდე 8 გუნდი ორ კალათში გაანაწილეს: ხორვატია, ირლანდია, ჩეხეთი და პორტუგალია - განთესილებში, თურქეთი, ჩერნოგორია, ბოსნია და ესტონეთი კი - განუთესელებში. ბუნებრივია, პირველი კალათის წარმომადგენელებს სურდათ, რომ მეტოქე ესტონეთი ყოფილიყო, რომელიც ობიექტურად ყველაზე სუსტი ნაკრებია პლეი ოფში. ირლანდიას გაუმართლა - საბჭოეთის ყოფილი კოლონიასთან რანდევუ დაიბევა, თუმცა, არა გვგონია, ესტონელებმა იოლად რამე დაუთმონ ჯოვანი ტრაპატონის გუნდს.

ეს გუნდები ერთმანეთს აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს 2002 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში და ირლანდიელებმა ორივეჯერ 2:0 მოიგეს.

ტარმო რუუტლი (ესტონეთის მწვრთნელი): "არ მიმაჩნია, რომ ირლანდია შესაძლო ოთხი ვარიანტიდან ყველაზე სუსტი მეტოქეა. ამ გუნდებმა ჯგუფურ ეტაპზე დაადასტურეს, რომ ძლიერები არიან. მაგრამ, არც იმას დავმალავ, რომ სწორედ ირლანდიელებთან თამაში მსურდა. შესაძლოა, ჩვენმა გამოცდილებამაც იქონია გავლენა ამ სურვილზე - ჩვენ ხომ ჩრდილოეთ ირლანდიელები დავამარცხეთ. ორივე ნაკრებს კი ერთი, ბრიტანული სტილი აქვს. პლეი ოფში შანსი ყველას აქვს და ყველაში ჩვენც შევდივართ".

ჯოვანი ტრაპატონი (ირლანდიის მწვრთნელი): "ძალიან პოზიტიურია, რომ მეორე თამაშს შინ ვთამაშობთ. მაგრამ მეტოქის შეუფასებლობა არ გვარგებს, თუნდაც ის ესტონეთი იყოს. რადგან ეს გუნდი პლეი ოფშია, ესე იგი ჯგუფური ეტაპი ძლიერად ჩაატარა. ახლა მთავარია, როგორ მოვემზადებით ნოემბერში ამ დაპირისპირებისთვის".

რევანშის წყურვილი

ამ წილისყრამ ერთმანეთს ხორვატია და თურქეთი დააპირისპირა, ეს კი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ეპიკური მეოთხედფინალის გამეორებაა, როცა თურქეთმა ხორვატია პენალტების სერიის წყალობით გააგდო. ის თემაში ვენაში გაიმართა, ივან კლასნიჩმა მატჩის 119-ე (!) წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ სემიჰ შენთურქმა ბოლო წამებზე გაათანაბრა, პენალტიც ხეირიანად დაარტყა და მისმა გუნდმა 3:1 მოიგო სერია. მაშინ შენთურქი 25 წლის იყო და ჰაქან შუქურის მიერ დატოვებული 9-ნომრიანი მაისურით იწონებდა თავს. შენთურქს წელიწადზე მეტია ეროვნულ ნაკრებში გოლი არ გაუტანია.

სლავენ ბილიჩი (ხორვატიის მწვრთნელი): "სამი წელიწადია, რაც ამ დროს ველოდით და აი, ისიც დადგა - ახლა რევანშის ჯერია. არასოდეს დამავიწყდება ევრო 2008-ის მეოთხედფინალი. დიახ, თურქეთი ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ უკეთესები ვართ. განუთესავთაგან თურქეთი ყველაზე ძლიერი იყო, მაგრამ რევანშის წყურვილი ღირდა იმად, რომ წილისყრაში არ გაგვიმართლდა. უბრალოდ, ვალდებული ვართ პოლონეთ-უკრაინის საგზური მოიპოვოთ".

ოგიუზ ჩეთინი (თურქეთის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი): "ძალიან ძლიერი მეტოქე გვერგო. ჩვენც კარგად გვახსოვს 2008 წლის ხორვატია. სხვათა შორის, ჩვენი სათამაშო სტილი თითქმის ერთნაირია. ახლა უნდა კარგად მოვემზადოთ პლეი ოფისთვის, თუმცა თურქული სუპერლიგა ისეთი დატვირთულია 6 ნოემბრამდე ნაკრებს ვერ შევკრებთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაპირისპირება ორრაუნდიანია".

პორტუგალია-ბოსნია, დუბლი ორი

ასევე ნაცნობი წყვილია ბოსნია ჰერცეგოვინა თურქეთის წინააღმდეგ. ეს ნაკრებები 2010 წლის მუნდიალის პლეი ოფში შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ პორტუგალიელებმა ორი მატჩის ჯამში 2:0 მოიგეს და სამხრეთ აფრიკის საგზური ცხვირწინ ააცალეს ექს-იუგოსლავებს.

საფეტ სუშიჩი (ბოსნიის მწვრთნელი): "საფრანგეთთან თამაშში არ გაგვიმართლა. იქნებ, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი საგზური პორტუგალიასთან მატჩი იყოს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი გუნდი, რომელსაც შემადგენლობაში კრიშტიანო რონალდო ჰყავს, ფავორიტია, მაგრამ ყველას ვანახეთ, რომ ფავორიტთა თავისტკივილები ვართ".

პაულუ ბენტუ (პორტუგალიის მწვრთნელი): "გავისხენოთ წინა პლეი ოფის დაპირისპურება, ჩვენ კი მოვიგეთ, მაგრამ ორივე შეხვედრა მინიმალურად. აუცილებლად უნდა ვიფრთხილოთ. პირველი რასაც გავაკეთებ სახლში მისვლისთანავე, საფრანგეთი-ბოსნიის თამაშის ყურებაა".

მთავარია, პორტუგალია აგვცდა

ჩერნოგორიის ნაკრები პირველად თამაშობს პლეი ოფში, მისი მეტოქე კი ჩეხეთის ნაკრებია, რომელსაც საპატიო მიზეზი აქვს, რომ ჯგუფი ვერ მოიგო - ჩეხთა კონკურენტი ხომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანეთი იყო.

მიხალ ბილეკი (ჩეხეთის მწვრთნელი): "პლეი ოფში მონაწილე ნებისმიერ გუნდს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. ამიტომ, წინასწარ არ განმისაზღვრავს, ვისთან თამაში გვაწყობს და ვისთან - არა. ჩერნოგორია რომ კარგი გუნდია, ამას ინგლისელებთან ნათამაშები ორი ფრეც მეტყველებს. მათ ბევრი გოლი არ გააქვთ, არადა, გასაკვირია, რადგან ისეთი მაღალი დონის ფორვარდი ჰყავთ, როგორიც "იუვენტუსის" მირკო ვუჩინიჩია. აჯობებდა, მეორე თამაში შინ გვეთამაშა, რადგან გადამწყვეტ მომენტში ფანების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უფრო, თუ დამატებითი ტაიმები დაგვჭირდება. მაგრამ უნდა შევეგუოთ, რომ ეს უპირატესობა მეტოქეს ხვდა წილად, ამიტომ პირველ მატჩში რაც შეიძლება კარგი შედეგი უნდა დავიბევოთ".

ბრანკო ბრნოვიჩი (ჩერნოგორიის მწვრთნელი): "თამაშის წინ ჩავუთქვი, რომ თუკი პორტუგალიას ავცდებოდით, ვიტყოდი, რომ გაგვიმართლდა. ამიტომ წილისყრის შედეგით კმაყოფილი ვარ. ჩეხეთი დიდი საფეხბურთო ქვეყანაა, მათ იმდენი დიდი ფეხბურთელი ჰყავდათ და ჰყავთ, რომ მარტო ჩამოთვლას ნახევარ საათს მოვუნდები. მაგრამ შანსები ზუსტად 50X50-ზეა. მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ, მაგრამ ჩვენი ძალებისაც გვჯერა.

ჩერნოგორიის ნაკრები ბოლო დროს გაიზარდა და ახლა ჩვენი დამარცხება ყველას უჭირს. ინგლისთან ორი მატჩი დიდად წაგვეხმარა, ჩვენ მხოლოდ ქულები არ მოვიპოვეთ, არამედ - საკუთარი ძალების რწმენაც. მართალია, ჩეხებს ბევრი ვარსკლავი ჰყავდა, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია თავის მოწონება დეიან სავიჩევიჩით და პრედრაგ მიატოვიჩით. ახლაც ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს: მირკო ვუჩინიჩი და სტევან იოვეტიჩი. დღევანდელი ნაკრები გამოცდილი გუნდია, ამიტომაც ჩვენი დამარცხება ყველას გაუჭირდება".

პლატინი და მინისტრები VS ჩაწყობილი თამაშები

კრაკოვში ევროკავშირის ქვეყნების სპორტის მინისტრთა ორდღიანი შეხვედრაა, სადაც სიტყვით გამოვიდა უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი. როგორც ჩანს, ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ომს უცხადებს ჩაწყობილ თამაშებს, რადგან ძირითადი აქცენტი პლატინიმ სწორედ ამ პრობლემაზე გაამახვილა. პლატინი ევროკავშირის ქვეყნებს სთხოვს მიიღონ კანონი, რომელიც გაცილებით გამჭირვალეს გახდის ტოტალიზატორების ფუნქციონირებას, შესაძლებელს გახდის თანხების კონტროლს, რაც, მისი აზრით, ჩაწყობილ მატჩებთან ბრძოლაში ეფექტური იქნება. სხვათა შორის, ეს კანონი უკვე მიიღეს საფრანგეთში.

პლეი ოფი

თურქეთი-ხორვატია

ესტონეთი-ირლანდია

ჩეხეთი-ჩერნოგორია

ბოსნია-პორტუგალია

პირველი მატჩები - 11, 12 ნოემბერს

საპასუხო მატჩები - 15 ნოემბერს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!