ლატვიის, ესტონეთისა და სომხეთის მსგავსი პატივით საქართველოს ნაკრები არასოდეს მოუხსენებიათ
90-იანი წლების ბოლოს იაპონელებმა შეადგინეს გეგმა, რომლის მიხედვითაც 50 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონები უნდა გამხდარიყვნენ. ამერიკელებმაც ამ დროისთვის განაცხადეს - 30 წლის შემდეგ მუნდიალის პრიზიორებში მოსახვედრად ვიბრძოლებთო. ფრანგებმა კი, 80-იანი წლების ბოლოს ამოქმედებული პროგრამით, უძლიერესი თაობები გაზარდეს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

რუსებმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის პოტენციური ახალგაზრდები შეარჩიეს და თითოეული მათგანის განვითარების ინდივიდუალურ გეგმას ადგენენ.

მაგრამ ესეც ლოკალური პროექტია, გონივრული მუშაობის მაგალითად კი ესტონეთი გამოდგება: ოდესღაც არასაფეხბურთო ქვეყანამ ევრო 2012-ის ჯგუფში მეორე საპლეიოფო ადგილი დაიკავა და უკრაინა-პოლონეთის მეოდნებზე მოხვედრას იმედოვნებს. ეს ის ქვეყანაა, რომლის კლუბებსაც საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში თითქმის არ უთამაშიათ. ამის მიუხედავად, რუსების, უკრაინელებისა და ლატვიის შემდეგ სწორედ მათ შეძლეს პოსტსაბჭოელებიდან ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება და მაყურებლის გახარება.

ბოლო ერთ წელიწადში თბილისს ესტონეთის სამი ნაკრები ესტუმრა - ეროვნული, ახალგაზრდული და 19-წლამდელების. სამივე იდენტურ ფეხბურთს თამაშობდა და, თუ გახსოვთ, ქეცბაიას სადებიუტო მატჩში, ბოლო წუთზე მოგების მიუხედავად, სტუმრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, გუნდი აზრიანად მოქმედებდა და ფეხბურთელებმა იცოდნენ თავისი ადგილი მოედანზე - წააგეს, მაგრამ პერსპექტივა გამოაჩინეს. ასეთივე აზრი დაგვრჩა მათ ასაკობრივ გუნდებზეც.

და ეს ყოველივე იმიტომ, რომ საფეხბურთო მეურნეობა არა მწვრთნელს, არამედ მენეჯერს ჩააბარებს, ჯერ ჰოლანდიელს, შემდეგ კი გერმანელს და მათაც ჩინებულად გამოიყენეს მწირი რესურსი, რაც მთავარია, ესტონური ფეხბურთი კარგად გააზრებული მიმართულებით წაიყვანეს და ეროვნული ჩემპიონატი გააძლიერეს.

შედეგად, აღიარება - არასაფეხბურთო ესტონეთი, ჩერნოგორიასთან ერთად, უეფამ შესარჩევი ციკლის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად დაასახელა.

ლატვიელები ყოველთვის მეზობლებზე ერთი თავით მაღლა იდგნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს უმაღლეს ლიგაში გადასვლა მათაც უჭირდათ. ახლა ისინი საშუალო ევროპულ დონეს უახლოვდებიან, რადგან ქვეყანაში ერთიანი საფეხბურთო მიდგომა არსებობდა და, ცხადია, ლატვიაშიც ეროვნულმა ჩემპიონატმა გარკვეულ დონეს მიაღწია.

სომხებმა ათიოდე წლის წინ კლუბებში ინვესტირება დაიწყეს. თავს ნუ მოვიტყუებთ, ჩვენს მეზობლებს უკეთესი ბიზნესგარემო არ ჰქონდათ, ფეხბურთის განვითარება სახელმწიფოს ნება იყო და არა ბიზნესის. შედეგად, მიიღეს საკმაოდ მოღონიერებული კლუბები, რომლებიც მოთამაშეებს უპრობლემოდ უხდიან მინიმუმ 2-3 ათას დოლარს. ამ ჩემპიონატში გაიზარდნენ ფეხბურთელები, რომლებიც დღეს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ბირთვს შეადგენენ. ეს ნაკრები ევრო 2012-ის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა.

ლატვიის, ესტონეთისა და სომხეთის მსგავსი პატივით საქართველოს ნაკრები არასოდეს მოუხსენებიათ, ჩვენ პრინციპულ მატჩებს სულ ვაგებდით და ხშირად ვახსენებდით სიტყვებს - "დასანანი მარცხი", წინ კი ვერ მივდიოდით.

ის, რომ ქეცბაია ცდებოდა, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს - შესარჩევ ციკლში ჩატარებული ათი მატჩიდან ნაკრებმა მეორე ტაიმი 5-ჯერ წააგო (საბერძნეთთან შინ და გარეთ, ხორვატიასთან და ისრაელთან გასვლაზე, ლატვიათან შინ) და მხოლოდ ორჯერ მოიგო (ხორვატიასთან და მალტასთან საშინაო მატჩებში).

ახლა თაობათა ცვლასა და მათ წარმოჩენაზეა ლაპარაკი და გვიჩნდება კითხვა, ვის დავეყრდნობით - ახლაც და შემდგომშიც, როდესაც თაობებს სისტემა ზრდის, რომელიც დიდი ხანია, ქართულ ფეხბურთში მოიშალა.

ბოლო წლებში ბევჯერ გამართულა ყრილობა და თითოეული მათგანის მიზანი სკამის დაკავებისთვის ბრძოლა იყო, მაგრამ ვერ გაიხსენებთ შემთხვევას, საფეხბურთო სამყარო მთავარ თემაზე სასაუბროდ შეკრებილიყო, ანუ, როგორ ვუშველოთ ქართულ ფეხბურთს, რა გვინდა და რა მიზანი გვამოძრავებს.

ცხადია, ძლიერ ფეხბურთს ძლიერი ეკონომიკა სჭირდება, ჩვენ ასეთი წინა პირობა არ გაგვაჩნია, მაგრამ სამოქმედო გეგმისა და ამ მიზნის მისაღწევად საჭირო სტრატეგიის შედგენას ხელს რა უშლის?

გადის დრო, რომელიც ცხადად მიგვანიშნებს, რომ მწვრთნელი ბევრს ვერაფერს შეცვლის, თუ არ გაიზრდებიან თაობები, ეს კი საძირკველის ჩაყრაზეა დამოკიდებული.

ამიტომაც დროა, საფეხბურთო სამყარო პოსტების, დაჯგუფებებისა და კუთხურობის გარეშე შეიკრიბოს და თქვას ერთხელ და სამუდამოდ - რა ვუშველოთ ფეხბურთს, რომელიც კლაუს ტოპმიოლერის, ექტორ რაულ კუპერისა და თემურ ქეცბაიას ხელშიც ვერაფერს აღწევს. მას ყოველთვის მართავდნენ ცალკე ჯგუფები, ერთიანი რესურსი კი მის სამსახურში არასოდეს ჩამდგარა. ამ რესურსის გამოყენებაზე, მიმართულებაზე, პრობლემების მოგვარებაზე "უჰალსტუხო" შეხვედრაა აუცილებელი.

ითქვას ისიც, რომ საუკეთესო მწვრთნელებში გადახდილი ფულიც ვერასოდეს გამოიღებს შედეგს თუ...

შემდგომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაც არ ჩანს იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც უახლოეს ათ წელიწადში თაობათა ზრდა-დაწინაურების სისტემის ჩამოყალიბება, ბავშვთა ფეხბურთის სახელმწიფოსგან დაფინანსება, დღევანდელივით ღარიბ ნიჭიერებს გზა რომ არ ჩაეკეტოთ; ეროვნული ჩემპიონატის, ბავშვთა ფეხბურთის, სამწვრთნელო, სამედიცინო და სხვა პრობლემების მოგვარება. მხოლოდ პირამიდის მწვერვალის, ნაკრების მოვლა საქმეს არ უშველის, ეს ძირმომპალი სახლის ფასადის გარემონტების ეფექტს თუ გამოიღებს, უფრო ღრმად ფესვგადგმულ სატკივარს კი ვერ უშველის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guja
ხალხო სანამ ეს ნაცნობობაა საქართველოში მანამდე არაფერი გვეშველება მარტო დინამოში არარი ესეტი სიტუაცია სულ ჩაწყობები და ერთმანეთის ნათესავები რო არიან იმიტოა რო ამდენი ტალანტი და მარტლა მაგარი ფეხბურტელები რო იკარგებიან
ROMA
წუხელ თუ უყურეთ 1-ელ არხზე არენას,გულის ამრევი იყო მინაშვილი,ჯერ რა ჯანდაბათ გვინდოდა დომენტის და უტვინო არველაძის მოწვევა,თანაც ტელეფონი გათიშული ქონდა,რომ არავის დაერეკა.ჩვენ შეკითხვები გვაქვს მწვრთნელთან და არა ტაკიმასხარებთან.შენც კარგი მაიმუნი ხარ მინაშვილო.
bondo
როგორ და1.. გამოაგდეთ დინამოდან გაბაშვილის შვილიშვილი,ყველა დინამოს ტრენერის შვილი ან ნათესავი,თვითონ ნემსაძის შვილი,ყველა ნაცმოძრაობის შვილები თუ ნათესავები.. და 2. ბავშვთა ფეხბურთსი გადასახადები მოსპეთ და ნახავთ 3 წელში რა შედეგი იქნებაა..
ZULU
ნაკრების ძირითადი ბირთვი ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით უნდა დაკომპლექტდეს. ისინი უკეთ იცნობენ ერთმანეთს და შეთამაშების პრობლემა არ ექნებათ, ვიდრე ათ სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა კლიმატურ სარტყელში მდებარე ქვეყნებში მოთამშე ფეხბურთელებს, რომლებსაც შეთამაშების პრობლემასთან ერთად აკლიმატიზაციის პრობლემებიც აქვთ. ამით აიწევა ეროვნული ჩემპიონატის დონეც და ფეხბურთელები მუდმივად სხვაგან წასვლაზე აღარ იფიქრებენ.
Jakheli
ქართული ფეხბურთის სტრატეგია ის არის, რომ გაყაროთ ყველა და ახალი ფეხბურთელები მოიყვანოთ, თავიდან ბოლომდე ყველა, და დაიცყეთ კალაძეთი და დაამთავრეთ იაშვილით. ესენი თუ იქნებიან, ვერაფერი ვერ უშველით. კუმერმა ვერაფერი მოუხერხა და ქეცბაია უზამს რამეს? სირცხვილი და თავის მოჭრა. საქართველოს ნაკრებს მხოლოდ იმის გულისთვის უნდა უბალეშიკო, რომ არ წააგონ, თორემ მოგებაზე აზრი არ აქვს. რომ იგებენ ასე მგონია 5 გოლს გაგვიტანენ და 5-1 წავაგებთ თქო. ვირი გინდა ღობის იქით დააბი გინდა აქეთ ვირი ვირია. ამიტომ გაუშვით ყველა და მოიყვანეთ ახლები თორემ დედა აქვს ნატირები ყველას და ყველაფერს ფეხბურთში.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა