ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართული ძიუდო ევროპულ რელსებზე

ქართული ძიუდო ევროპულ რელსებზე

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ სპორტის ამ სახეობის განვითარების პროექტი წარმოადგინა და მედიას გააცნო
ქართულმა ძიუდომ ევროპისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა - ფედერაციამ ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარების პროექტი წარმოადგინა, რომელიც გუშინ სპორტის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას გააცნეს.

პროექტის შესახებ, როგორც ავტორმა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ნუცუბიძემ ისაუბრა, თუმცა მის შექმნაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროც აქტიურად მონაწილეობდა.

ახალი პროექტი შორსმიმავალ გეგმაში ითვალისწინებს სპორტსმენთა და მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას; მათ რანგირებას, რაც საბოლოო ჯამში ხელფასების განმსაზღვრელი იქნება ანუ რეიტინგში უფრო მაღლა მდგომი ანაზღაურებასაც მეტს მიიღებს; მასობრიობის გაზრდას; საკლუბო სისტემის განვითარებას, თუმცა ეს ყველაფერი, ვიმეორებთ - შორს მიმავალი გეგმაა, პირველ ეტაპზე კი ფედერაცია ქვეყნის მასშტაბით არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ადამიანური რესურსის აღწერას აპირებს.

შეიძლება ითქვას, ეს პროცესი უკვე დაიწყო - გამოიყო რეგიონები და მათზე მიმაგრებული ორ-ორი კაცი, რომლებიც ყოველ სოფელსა თუ რაიონულ ცენტრში ჩავლენ, სადაც კი ძიუდოს სექცია მოქმედებს, შეისწავლიან და აღწერენ დარბაზებს, ინვენტარს, გაეცნობიან ადგილობრივთა პრობლემებს - რა სჭირდებათ, რა აკლიათ, რისი დამატება უნდათ.

ასევე აღნუსხავენ დასაქმებულ მწვრთნელებსა და სპორტსმენებს. შეგროვებული ინფორმაცია საერთო ელექტრონულ ბაზაში მოიყრის თავს, რომელიც განთავსდება ფედერაციისა და სამინისტროს საიტზე. შეიქმნება სრული სურათი, რა მდგომარეობაა ძიუდოს მხრივ მთლიანად ქვეყანაში და კონკრეტულ რეგიონში, რადგან პრობლემები განსხვავებულია. როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, არის რეგიონალური ფედერაციები, სადაც მოსალოდნელზე ბევრი გაკეთდა, მაგრამ არიან ისეთებიც, მხოლოდ ქაღალდზე რომ არსებობენ და მეტი დახმარება სჭირდებათო.

"ძიუდოს დღევანდელი მეურნეობა სპორტსმენების პირადი თავდადებისა და მწვრთნელების პირადი შემოქმედების ხარჯზეა აგებული - ყოფილი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დღემდე მოპოვებულმა შედეგებმა ამ ხალხის მხრებზე გადაიარა. ცხადია, ასეთი ინდივიდუალური თავდადება მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ მუშაობა ბევრად უფრო გამართული და შედეგიანი იქნება, თუ ყველაფერი ერთიან ჩარჩოში მოექცევა.

პირველი ეტაპი

ამ პროექტის პირველი ეტაპი მეთოდოლოგიურ თუ სხვა სახის დახმარებასაც მოიცავს. მეორე ეტაპი ამ მონაცემთა მეცნიერულ დამუშავებას ითვალისწინებს და განსაზღვრავს, კონკრეტულ ადგილას რა სახის დახმარება სჭირდებათ - მეთოდოლოგიური, საკადრო თუ სხვა. რა თქმა, უნდა, ითვალისწინებს ბაზების რეაბილიტაციასაც, აგრეთვე ნიჭიერი სპორტსმენებისთვის მაქსიმალური პირობების შექმნას - ბაზაზე მოწვევას საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფით და ასე შემდეგ.

ცალკე ეტაპი იქნება მწვრთნელთა დახარისხება მათი სამუშაო სტაჟის, შესაძლებლობების, მიღწეულის მიხედვით. ისინი გაივლიან ატესტაციებსაც, რის შემდეგაც მივიღებთ კვალიფიციურ მწვრთნელებს. სამინისტროს თანადგომით გაისად უკვე დაიწყება მწვრთნელთა გადამზადების კურსები წამყვანი უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით.

ამ პროცესში სამეცნიერო საბჭოც ჩაებმება, რომელშიც ლომის წილი ადგილობრივ ღვაწლმოსილ კადრებზე იქნება - მათ წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დააგროვეს, რასაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ. ამ რეფორმებით ჩვენ გავუთანაბრდებით ევროპულ ტენდენციებს, თორემ მსოფლიოში სულ სხვა ძიუდო ვითარდება. ამ გზით თუ არ ვიარეთ, ხვალ-ზეგ ახალგაზრდებსა და ჭაბუკებშიც გაგვიჭირდება შედეგის მიღწევა, რადგან მთელი მსოფლიო ასეთ რელსებზეა გადასული" - განაცხადა ნუცუბიძემ და დასძინა, რომ ფედერაციის მუშაობა მხოლოდ ოლიმპიადასა და მსოფლიოზე შედეგის ჩვენება კი არაა, არამედ ის ყველა რგოლის გამართულ მუშაობას ითვალისწინებს.

შეფასებები

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ - გია გალდავამ აღნიშნა, რომ ძიუდოს ფედერაციის პროექტი ქართულ რეალობაში დასავლური განვითარების პირველი პრეცედენტია, რასაც სამინისტრო იმთავითვე მიესალმა და მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს. შეხვედრაზე არაერთხელ გამოითქვა იმედი, რომ ძიუდოს სხვა ფედერაციებიც მიმართავენ.

ასევე რამდენჯერმე აღნიშნეს ქართველთა ამბიციურობაც, როცა ადგილობრივებს უცხოელ მწვრთნელთა სემინარებზე დასწრება ეთაკილებოდათ, რადგან თავი მასზე უფრო მცოდნეებად მიაჩნდათ.

გალდავამ ასეთთა საყურადღებოდ საკუთარი მაგალითი გაიხსენა. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია მას ყოველწლიურად აგზავნის სხვადასხვა ქვეყანაში მსგავს კემპებზე და ინდოეთში ყოფნისას, რომელიც აქამდე საჭიდაო ტრადიციებით არ გამოირჩეოდა, რაღაც ნიუანსები აქეთ უსწავლია ადგილობრივთაგან, რაც იმათ უჩუმრად ჩაუწერია კიდეც. "ყველასგან შეიძლება რაღაცის სწავლა, ამის სურვილი თუ გაქვს.

ჩვენ თუ აქ ჩამოსულ მწვრთნელებზე ძლიერები ვართ, შევიდეთ დარბაზში და იქით დავუმტკიცოთ, რომ მათზე მეტი ვიცით; ვაგრძნობინოთ, რომ არც ჩვენ ვართ უცოდინარები" - თქვა გალდავამ. ის დაეთანხმა ნუცუბიძის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფედერაციის მოვალეობა მხოლოდ ტურნირებზე გამოსვლა არაა.

ამ კონტექსტში ერთ ქართულ ნონსენზეც გაამახვილა ყურადღება: "ხშირად ფედერაციებში თავ-პირის მტვრევაა საფრანგეთ-ავსტრია-იტალიაში და უცხოეთში წასვლაზე, ამ დროს კი მესტიაში, თელავში და საქართველოს სხვა ქალაქებში ჩასასვლელი ფული არა აქვთ, იქ ტურნირი რომ ჩაატარონ, ადგილზე გაეცნონ ვითარებას. არადა, ამას 1000-ჯერ ნაკლები თანხა სჭირდება".

ახალ პროექტსა და ახალ ინიციატივას ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ხაბარელი, ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებების თავკაცები - გიორგი ვაზაგაშვილი და გიორგი გუგავაც მიესალმნენ, რომლებმაც თავიანთი გუნდების წლევანდელ გამოსვლაზეც ილაპარაკეს. თუმცა ჭაბუკებმა თუ უკვე დაამთავრეს სეზონი, ახალგაზრდებისთვის ჯერ ისევ გრძელდება - ნოემბრის დასაწყისშივე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიფრინავენ მსოფლიოს პირველობაზე, ხვალ კი იმ შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად დუშეთში შეკრებას იწყებენ. გუგავა მსოფლიოზე წასაყვან შემადგენლობას თვის ბოლოს დაასახელებს.

უახლოესი გეგმა

პრესკონფერენციაზე მიმდინარე აქტუალურ თემასაც შეეხნენ - 16-18 ოქტომბერს აბუ დაბიში "დიდი პრიზის" ტურნირი ტარდება, სადაც ჩვენი გუნდიც იასპარეზებს. ოღონდ არასრული შემადგენლობით, მხოლოდ 6 კაცით და უმეტეს ლიდერთა გარეშე. ამირან პაპინაშვილი (60), გიორგი შოშიაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ვალერი ლიპარტელიანი (90), ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (ორივე - +100) - ასეთია პეტერ ზაიზენბახერის ამჟამინდელი არჩევანი.

ამჯერად მონაწილე არ გვეყოლება 81 და 100 კილოგრამში - პირველში ლიდერთა უმეტესობა ან ტრავმირებულია, ან სათანადოდ არ ვარჯიშობს, მეორეში კი სალიცენზიო ქულების მარაგი იძლევა გულდამშვიდების საშუალებას და ამიტომ ასვენებენ. თუმცა ლომერ ჟორჟოლიანს (100) ხელიც აწუხებს - წინა კვირას ბაქოს თასზე იტკინა, როცა ფინალში რუსი აშხაბ კოსტოევი დაამარცხა.

აბუ დაბიში წამსვლელი შემადგენლობიდან პაპინაშვილი და ლიპარტელიანი თავიანთ წონებში სალიცენზიო რეიტინგებში ლიდერთა შორის არიან, ხანჯალიაშვილი და ოქრუაშვილი 22-კაციან სალიცენზიო სიაში შედიან, ტატალაშვილი კი ევროპისთვის განკუთვნილ 10-კაციან კვოტაში ხვდება. ეტყობა, ზაიზენბახერის გათვლაც ამაზე კეთდება - შეავსებინოს მათ სალიცენზიო მარაგი და მიაღებინოს სატურნირო პრაქტიკა, თუმცა სადღეისო ვითარებაში არც დიდი არჩევანი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე