საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და იტალიური "ჯენოას" მცველმა Facebook-ზე განცხადება გაავრცელა
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და იტალიური "ჯენოას" მცველი კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. აღნიშნული განცხადება Facebook-ზე, კალაძის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა:

"ძვირფასო მეგობრებო, დებო და ძმებო, როგორც თქვენმა თანამემამულემ, საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმძიმეს დროს გამეკეთებინა განცხადება. მართალია სპორტსმენი და აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არ ვეკუთვნი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გაერთიანებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავაფიქსირო ჩემი აზრი და არ გამოვხატო ჩემი შეხედულება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩემს სამშობლოს, რომელიც გზაგასაყარზე დგას, დანაწილებულ-დაქუცმაცებული, გავერანებული და გაპარტახებული. სულის შემძვრელია, როდესაც საქართველოს ქალაქების ქუჩებში უყურებ დანაღვლიანებულ-დამწუხრებულ სახეებს.

საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს ღიმილი, სიცილი, ბედნიერების შეგრძნება. ადამიანებს დამამცირებლად წაგლიჯეს შრომის, განათლების და კერძო საკუთრების უფლებები. ციხე-კოლონიები სავსეა პატიმრებით, რომელთა გარკვეული კონტინგენტი ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ მმართველი რეჟიმის ზოგიერთ წარმომადგენელს ასე სურს. ყოველივე ეს ერთ დღეში არ წაურთმევიათ, ადამიანთა ერთმა ჯგუფმა უკვე წლებია, რაც გადაწყვიტა ხელოვნურად შეექმნა ქართველთა ახალი სახე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება კარგი გაგებით ტრადიციული ქართველისაგან და საქართველოს მოქალაქისაგან.

პირადად არ ვიცნობ ბატონ ბიძინას, მაგრამ აღნიშნულ წერილში არის ისეთი ფრაზები, რომელმაც, არ შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დააფიქროს. მთელ რიგ საკითხებში ჩვენი ხედვა სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე ერთნაირია.

ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და როგორც ერთი რიგითი ქართველი მიგულეთ თქვენს გვერდით. მჯერა, დღეს ერთი ვარ, მაგრამ ხვალ თქვენს გვერდით მყოფი უკვე ათასობით იქნება, ზეგ კიდევ მეტი... ღმერთმა დაიცვას და გააბრწყინოს სრულიად საქართველო."

იხილეთ ვიდეო

interpressnews.ge

geosochi
კახა მაგარია მარა ივანიშვილმა აგრძელოს ფულის ბეჭვდვა, პოლიტიკაში მიშას მაინც ვერ გაასწრეს! )))
zico
ვინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებს ყველა რუსეთის აგენტია? ხელისუფლების მიერ დანიშნულმა ახალკაცმა ხომ ააშენა ქართული ფეხბურთი, ახლა დომენტა ააყვავებს კიდევ.
დათო
ჩემი აზრით კახა კალაძე როგორც ფეხბურთელი - უძლიერესია და სამოქალაქო თვითშეგნება 0-ის ტოლია.
guja
კალაძე მაგარია მართლა არ მესმის კაცს ჩემპიონთა ლიგა 2 ჯერ აქ მოგებული და ამხელა ფეხბურთელია და არავინ არ აფასებს იმ ავტო გოლების გამო,იტალიაში მეორე მცველად აღიარეს და ნაკრებიდან წავიდესო უკეთესი ვინმე თუ გყავთ მოიყვანეტ მარა მე მაგის ნახევარიც არავინ მეგულება საქართველოში სამწუხაროდ. შტურმში ტამაშობს ერთი კაი ბიჩია მაგრამ არ იძახებენ,რატო მართლა არავინ იცის
qqdqfqef
დათო ვერც ვერასოდეს მოვინელებ რაც რუსებმა გვიყვეს და იმასაც ვითყვი რომ რუსეთის 95%_ი პოლიტიკური ელიტა ჩვენი მტერია და ვერ იტანენ დამოუკიდებელ საქართველოს. მაგრამ ნურც იმას დაივიწყებ როგორ აწიოკებდნენ თურქები საქართველოს და ტაოკლარჯეთსაც ნუ დაივიწყებ. დგეს კი ტურქები საქარტველოს მეგობრები და პარტნიორები არიან.
დათო
დაუმეგობრდი ნოღაიდელს და ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც რუსეთიდან იმართებოდა, ახლა ბიძინა ივანიშვილსაც უმეგობრდები, ასევე აცხადებ რომ რუსეთთან უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა.რჩევა კალაძეს. ჯერ შენი ძმის მკვლელებს დაუმეგობრდი და მერე მიდი ლტოლვილებთან და უთხარი რომ იმათ ვინც სახლი გადაგიწვათ და ოჯახის წევრები მოგიკლათ უნდა გქონდეთ კეთილ მეზობლური და მეგობრული ურთიერთობა.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა