ბათუმელთა მთავარი მწვრთნელი იოსებ ნასუაშვილი ქვეყნის საკლუბო ელიტაში დაბრუნებას იმედოვნებს
ბათუმის "დინამოს" საკმაოდ გაუგრძელდა უმაღლესი ლიგის მიღმა ყოფნა. ასეთი ტრადიციების მქონე კლუბის ბედი, მით უფრო, მისი უსტადიონოდ დარჩენა, ბუნებრივია მტკივნეული საკითხია. ახალ სეზონში ბათუმელები პირველი ლიგის A ზონის ერთპიროვნული ლიდერები არიან და, როგორც თავად ამბობენ, ქვეყნის საკლუბო ელიტაში დაბრუნებაც დაუსახავთ მიზნად.

გავესაუბრეთ გუნდის ახალგაზრდა, 39 წლის თავკაც იოსებ ნასუაშვილს, რომელიც "დინამოს" ზაფხულიდან ჩაუდგა სათავეში. მას აქტიური კარიერისას ბათუმის "დინამოში" რამდენიმე სეზონი უთამაშია.

- შარშან "ადელის" მთავარ მწვრთნელად ვმუშაობდი, რომელიც მეორე ლიგიდან პირველში გადმოვიყვანე. ზაფხულში ბათუმის "დინამოს" თავკაცობა შემომთავაზეს, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ეს კლუბი ხომ მუდამ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერთაგანი იყო.

- თუმცა "დინამოს" საკმაოდ გაუხანგრძლივდა უმაღლესი ლიგის მიღმა ყოფნა.

- აჭარაში ამაზე ყველა წუხს და ამიტომაცაა, რომ კლუბის მესვეურებმა გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლა დაუგეგმეს.

- საიდან ფინანსდება "დინამო"?

- თითქმის მთლიანად გვაფინანსებს ბათუმის მერია.

- თქვენი ფეხბურთლების ამჟამინდელი პოტენციალით შეგიძლიათ უმაღლეს ლიგაში გადასვლა?

- მჯერა, რომ ამჟამინდელი კონტინგენტით ჩვენს ზონაში პირველ ადგილზე გასვლა შეგვიძლია, მაგრამ პლეი ოფში უმაღლესი ლიგის გუნდებთან საპაექროდ გაძლიერების გარეშე ნამდვილად გაგვიჭირდება.

- პირველ ლიგაში მთავარ კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?

- კარგი გუნდები არიან ოზურგეთის "მერცხალი", ხარაგაულის "ჩხერიმელა" და სტუ, რომელიც საშინაო მატჩებს ხელოვნურ საფარზე ატარებს, ეს კი მისი უპირატესობაა, რადგან რეგიონელები ასეთ საფარზე თამაშს მიჩვეულები არ ვართ. ისე კი, გასაკვირი არ არის, რომ ყველა გუნდი ცდილობს, ბათუმის "დინამოსთან" თავი გამოიჩინოს - ტრადიციული ქართული კლუბის დამარცხება ხომ მათთვის ორმაგად გასახარია.

- "დინამოს" მთავარი ფიგურა, ალბათ, ამირან მუჯირია.

- რა თქმა უნდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ თამაში მთლიანად მასზე გვაქვს აწყობილი. ამირანის შესაძლებლობები ყველას კარგად მოეხსენება, ამიტომაც მის მიმართ ჩემი თხოვნაც და დავალებაც ასეთია: არა მხოლოდ თვითონ გამოჩნდეს მოედანზე, არამედ მთელი გუნდი გამოაჩინოს. სწორედ მან უნდა აიყოლიოს ახალგაზრდა თანაგუნდელები.

- ბათუმში სტადიონის აშენებასთან დაკავშირებით ახალი არაფერია?

- ამჟამად ყველა საშინაო შეხვედრას "ადელზე" ვატარებთ. მოგეხსენებათ, ჩვენს ქალაქში ახალი სტადიონის აშენებაზე თავად საქართველოს პრეზიდენტმაც ილაპარაკა და დარწმუნებული ვართ, ასეც იქნება. ადრე 6-ათასიანი არენის აგებას ვარაუდობდნენ, ბოლო ხანს კი 30-ათასიანის აშენებაზე ფიქრობენ ახალი ბულვარის სიახლოვეს.

- მაყურებლის სიმცირეს თქვენც უჩივით?

- "ადელი" სულ 600 მაყურებელს იტევს და ყოველთვის ივსება. გულშემატკივრებმა შექმნეს ფანკლუბიც, მათ გუნდის მაისურებიც გადავეცით. აჭარის სპორტის თავკაცთა დახმარებით ფანებს ტრანსპორტიც გამოუყვეს "დინამოს" გასვლით თამაშებზე დასასწრებად. მოკლედ, რეგიონის სპორტის თუ ფეხბურთის მესვეურთაგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე საკმაო ყურადღებას ვგრძნობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა