უცნაური საფეხბურთო ამბები
სამხრეთპოლონური ქალაქის ბელსკა ბიალას ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს: ქალაქის სისხლის ბანკის შევსების მიზნით გამოაცხადეს მსურველთა მიღება და ყოველ დონორს საჩუქრად პოლონეთის თასზე გასამართი საფეხბურთო მატჩის ბილეთი აღუთქვეს.

“ეს კეთილი იდეა პირველად შარშან მოგვივიდა და მაშინ მოლოდინმა გაამართლა. გადავწყიტეთ, ეს მარტო წელს კი არ გავიმეოროთ, ზოგადად ტრადიციად დავამკვიდროთ. მით უფრო, რომ ხალხმა სიამოვნებით განაცხადა თანხმობა ასეთ აქციაში მიეღო მონაწილეობა. ის ადამიანები კი, რომლებიც ფეხბურთის მიმართ გულგრილნი არიან, ჩვენს ქალაქში ნებისმიერ თეატრში ან კინოში მიიღებენ ბილეთს სასურველ წარმოდგენაზე ან კინოსეანსზე”, - განუცხადა რადიოს კორესპონდენტს ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა იაროსლავ ზაბლიკმა.

“სიშიშვლე გადაარჩენს ფეხბურთს,” - შეიძლება ასე განვმარტოთ 20-25 წლის პოლონელი გოგონების მოქმედების პრინციპი, რომელთაც საკუთარი მომხიბვლელობა საყვარელი საფეხბურთო კლუბის, კრაკოვის “ჰუნტიკისთვის” სახსრების მოსაძიებლად გამოიყენეს.

ინტერნეტში ერთ-ერთმა გოგონამ შემთხვევით აღმოჩინა ინფორმაცია, რომ კლუბი თითქმის გაკოტრების ზღვარზე იდგა. ინიციატორმა (რომლის სახელს პოლონური წყაროები რატომღაც არ იუწყებიან) სოციალური ქსელების დახმარებით ეს ინფორმაცია გაავრცელა. მოწოდებას, “ჰუნტიკის” გადასარჩენად ეროტიკულ ფოტოსესიაზე დათანხმებულიყვნენ, ბევრი ლამაზმანი გამოეხმაურა.

მათ ნახეს კრაკოველი ფოტოხელოვანი, რომელიც მათ გადაღებას უფასოდ დათანხმდა (რატომღაც რომ არ დათანხმებულიყო). გოგონებს ფოტოებზე მხოლოდ საკლუბო სიმბოლიკით მორთული შარფები და ქუდები ემოსათ. ამ ფოტოებისგან დამზადდა კალენდარი, რომელიც მთელ ქვეყნაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ გოგონებმა მიღებული თანხით კლუბის ვალების გადახდის გარდა მათი სატრანსფერო კამპანიაც კი დააფინანსეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

DVB
მერე თქვენც, რაღა მარტო დონორის სურათი დადევით...:))))
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა