ნიკო როსბერგმა ვერ მოასწრო სასტარტო სწორ მონაკვეთზე სიჩქარის დაგდება და ხაიმე ალგერსუარის შეასკდა, რომელიც ბოქსებს ტოვებდა
კორეის გრანპრი პარასკევის ორი თავისუფალი პრაქტიკით გაიხსნა. როგორც მეტეოროლოგები ვარაუდობდნენ, პირველმა ვარჯიშმა ძლიერი წვიმის თანხლებით ჩაიარა. თითო წრის გავლის შემდეგ პილოტები კარგა ხნით დაიმალნენ "ბოქსებში".

პირველმა ტრასაზე სერიოზული მუშაობა ლუის ჰემილტონმა დაიწყო - მას უნდა შეემოწმებინა ტექნიკური სიახლეები, რომელიც "მაკლარენმა" კორეაში ჩაიტანა.

ბრიტანელის შედეგი - 2.03,391 დიდი ხანი რჩებოდა საუკეთესოდ (და ერთადერთად). მხოლოდ ბოლო ნახევარ საათში გაიზარდა აქტიურობა. და მართალია, თითქმის ყველა პილოტი უშვებდა შეცდომას, ამჯერად ყველაფერმა ავარიების გარეშე ჩაიარა. ყველაზე სახიფათო იყო ეპიზოდი, როცა სწრაფ წრეზე სებასტიან ფეტელმა სასწაულებრივ აიცილა თავიდან ნელ "ვირჯინთან" შეჯახება.

პირველმა, ვინც ჰემილტონის დრო გააუმჯობესა, სებასტიან ბუემი იყო - 2.03,182. მხოლოდ პირველი სესიის ბოლო წუთებზე, როცა ტრასა მეტნაკლებად გაშრა, სისწრაფე გაიზარდა. საბოლოოდ, საუკეთესო შედეგი მიხაელ შუმახერმა აჩვენა. ლეგენდარული გერმანელის დროს სულ მცირედით ჩამორჩნენ ფეტელი და პოლ დი რესტა.

ვარჯიშის ბოლოს შუმახერმა წვიმის საბურავებიდან საშუალედო რეზინზე გადასვლა სცადა, მაგრამ ტრეკი ჯერ კიდევ საკმაოდ სველი იყო და შუმიმ კინაღამ დაამტვრია თავისი მანქანა, როცა ბოქსებისკენ მიმავალი გზიდან გადავარდა.

ჯენსონ ბატონს, ფელიპე მასას, ჰეიკი კოვალაინენს და "ლოტუს რენოს" პილოტებს პირველი საცდელი წრის შემდეგ ბოქსები აღარ დაუტოვებიათ, ფერნანდო ალონსომ კი რამდენიმეჯერ გაიარა თითო წრე და ტექნიკური სიახლეების ტესტირებით შემოიფარგლა.

I პრაქტიკა

1. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - 2:02.784 (10); 2. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - +0.056 (8); 3. პოლ დი რესტა (ფორს ინდია) - +0.128 (12); 4. ადრიან სუტილი (ფორს ინდია) - +0.357 (12); 5. სებასტიან ბუემი (ტორო როსო) - +0.398 (9); 6. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +0.508 (13); 7. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - +0.607 (6); 8. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +1.527 (12); 9. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +2.013 (8); 10. მარკ უებერი (რედ ბული) - +2.399 (5); 11. კარუნ ჩანდჰოკი (ლოტუსი) - +3.566 (11); 12. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +4.068 (11); 13. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო) - +4.757 (9); 14. რუბენს ბარიკელო (უილიამსი) - +5.434 (5); 15. ნარაიან კართიკეიანი (HRT) - +6.048 (14); 16. დანიელ რიკარდო (HRT) - +6.448 (14); 17. ჟერომ დ’ამბროზიო (ვირჯინი) - +9.874 (7); 18. ტიმო გლოკი (ვირჯინი) - +11.724 (4); 19. ფელიპე მასა (ფერარი) - დროის გარეშე (1); 20. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - დროის გარეშე (5); 21. ბრუნო სენა (ლოტუს-რენო) - დროის გარეშე (1); 22. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - დროის გარეშე (1); 23. ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი) - დროის გარეშე (1); 24. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - დროის გარეშე (1).

პარასკევის მეორე პრაქტიკისას "მაკლარენის" პილოტები სხვებზე გაცილებით სწრაფები იყვნენ. ვარჯიში ისევ სველ ტრასაზე დაიწყო, მაგრამ საათნახევარში პილოტებმა ასფალტი გააშრეს და ბოლო წუთებზე ზოგიერთმა "სლიკების" საბურვებით გამოსვლა გარისკა. მაგრამ ეს ნაბიჯი მცდარი იყო, რადგან ასფლატთან მოჭიდება არასაკმარისი გახლდათ.

საშუალედო საბურავებით აშკარა უპირატესობა ლუის ჰემილტონსა და ჯენსონ ბატონს ჰქონდათ, რომლებმაც მეტოქეებს თითქმის ორი წამი მოუგეს. სესიის შუაში ბრიტანელები დიდი ხანი ცვლიდნენ სწრაფ წრეებს და მათ შედეგებს ვერავინ მიუახლოვდა. დანარჩენებს შორის საუკეთესო მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი იყო.

სერიოზული ავარია მხოლოდ ერთხელ მოხდა - ნიკო როსბერგმა ვერ მოასწრო სასტარტო სწორ მონაკვეთზე სიჩქარის დაგდება და ხაიმე ალგერსუარის შეასკდა, რომელიც ბოქსებს ტოვებდა.

II პრაქტიკა

1. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - 1:50.828 (26); 2. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - +0.104 (19); 3. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - +1.818 (30); 4. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +1.946 (25); 5. მარკ უებერი (რედ ბული) - +2.221 (27); 6. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო) - +2.574 (25); 7. ფელიპე მასა (ფერარი) - +2.879 (24); 8. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +3.086 (18); 9. სებასტიან ბუემი (ტორო როსო) - +3.120 (27); 10. პოლ დი რესტა (ფორს ინდია) - +3.129 (32); 11. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +3.372 (26); 12. ადრიან სუტილი (ფორს ინდია) - +3.564 (26); 13. რუბენს ბარიკელო (უილიამსი) - +4.003 (30); 14. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +4.137 (21); 15. ბრუნო სენა (ლოტუს-რენო) - +4.359 (28); 16. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +4.375 (24); 17. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +4.716 (23); 18. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +5.239 (22); 19. ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი) - +5.841 (20); 20. იარნო ტრული (ლოტუსი) - +6.345 (19); 21. ტიმო გლოკი (ვირჯინი) - +7.441 (25); 22. ჟერომ დ’ამბროზიო (ვირჯინი) - +8.630 (26); 23. დანიელ რიკარდო (HRT) - +9.130 (19); 24. ვიტანტონიო ლიუცი (HRT) - +9.337 (20).

კორეა ციფრებში

- კორეის გრანპრი მხოლოდ მეორედ იმართება.

- 2010 წლის 24 ოქტომბერს იონამში პირველი რბოლა ესპანელმა ფერნანდო ალონსომ მოიგო.

- ტრასის სიგრძეა - 5615 მეტრი. პილოტები 55 წრეს გადიან, დისტანციის საერთო სიგრძე 308,630 კილომეტრს შეადგენს. ავტოდრომი დედაქალაქ სეულიდან სამხრეთით 400 კილომეტრში მდებარეობს. ისევე როგორც ყველა ახალი ავტოდრომი, კორეის ტრეკიც გერმანელი ჰერმან ტილკეს დაპროექტებულია. ტრიბუნების ტევადობა დაახლოებით 135 ათასია. ტრასაზე 18 მოსახვევია (11 მარცხენა, 7 მარჯვენა).

- ავტოდრომი ექსპლუტაციაში სადებიუტო გრანპრიმდე 13 დღით ადრე შევიდა. 2010 წლის 13 ოქტომბერს FIA-ის ინსპექციის შემდეგ "დიდი პრიზების" სარბოლო დირექტორმა ჩარლი უაიტინგმა ეტაპის გამართვის უფლება გასცა.

- შარშან, კვალიფიკაციაზე უსწრაფესი წრე გერმანელმა სებასტიან ფეტელმა გაიარა - 1.35,585. რბოლაში ყველაზე სწრაფი ალონსო იყო - 1.50,257 (42-ე წრე საშუალო სიჩქარით - 183,335 კმ/სთ).

- 2010 წელს "ფერარის" ორივე პილოტი ავიდა პოდიუმზე. შესაბამისად, კორეაში ყველაზე მეტი ქულა "სკუდერიას" აქვს მოპოვებული.

- ფელიპე მასასთვის იონამში პოდიუმი ჯერჯერობით უკანასკნელია კარიერაში.

- გერმანელმა მიხაელ შუმახერმა კორეაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ასე მაღლა დიდ სპორტში დაბრუნების შემდეგ ის ერთხელ ავიდა - წელს კანადის გრანპრიზე.

- ფეტელი ბოლოს რბოლას სწორედ კორეაში გამოეთიშა (45-ე წრეზე). მისი პარტნიორი "რედ ბულში" მარკ უებერი ასევე ვერ მივიდა ფინიშთან. ეს ჯერჯერობით ბოლო შემთხვევაა, როცა ავსტრიულმა გუნდმა ვერც ერთი ქულა ვერ დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის