ამერიკამ ამ ეტაპზე ჩვენთან ამხანაგურად თამაშზე თავი შეიკავა
ეს ამბავი გუშინ გადაწყდა: მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციიდან მოვიდა თანხმობა, რომ 11 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში მოლდოველებს უმასპინძლოს.

ეს დღე უეფას კალენდარული დღეა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამიტომაც სურდა სანაკრებო მატჩის გამართვა. თემურ ქეცბაია 15 ნოემბერს კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრის გამართვაზე ფიქრობდა, მოლაპარაკებაც მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან, მაგრამ ბოლო მომენტში ამერიკელებმა თამაში იუარეს, რადგან გუნდის შესაკრებად მათთვის მოუხერხებელი დრო იყო.

ასე რომ, ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ფეხბურთით აღნიშვნა სამომავლოდ გადაიდო.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას თქმით, მოლაპარაკება კიდევ რამდენიმე ფედერაციასთან მიმდინარეობდა, მაგრამ უმრავლესობა მატჩს მხოლოდ იმ შემთხევვაში თანახმდება, თუ "ჯვაროსნები" იქით ესტუმრებიან, საქართველოში ჩამოსვლაზე კი თავს იკავებენ.

ერთი სიტყვით, ნოემბერში კარგად ნაცნობ მოლდოველებთან მოგვიწევს გაჯიბრება. რუმინელ გავრილ ბალინტის დამოძღვრილმა ნაკრებმა ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლის ჯგუფში მეხუთე ადგილი გაიკავა და მხოლოდ სან მარინოს გაასწრო.

ცხადია, სასურველი იქნებოდა უფრო ძლიერ ნაკრებთან მატჩი, მაგრამ ევროპა ჩვენ ისე გვიყურებს, როგორც ჩვენ მოლდოვას - ჯგუფში ორივე მეხუთე ადგილზე გავედით და ნუ გვიკვირს, რომ ამხანაგობაზე არ გვთანხმდებიან.

უფრო უსიამოვნო კი ის არის, რომ 9 შეხვედრაში მოლდოველებმა უფრო მეტჯერ, ოთხჯერ მოგვიგეს, ქართველებმა კი მხოლოდ სამჯერ იმარჯვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა