გორში ჩატარდა ცნობილი ფალავანის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის კობა კურტანიძის ხსოვნის ტურნირი ახალგაზრდებს შორის
გორში ჩატარდა ცნობილი ქართველი ფალავანის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, საბჭოთა კავშირის შვიდგზის (ზედიზედ 1985-1991 წწ) ჩემპიონის კობა კურტანიძის ხსოვნის ტურნირი ძიუდოში ახალგაზრდებს შორის.

შეჯიბრება ტრადიციულია და ყოველწლიურად კურტანიძის დაბადების დღეს, 13 ოქტომბერს იმართება. ტიტულოვან ფალავანი წლეულს 48 წლისა გახდებოდა.

ამ დღეს გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზში ჩვენი ქვეყნის თხუთმეტამდე ქალაქის აღსაზრდელებმა მოიყარეს თავი. ასპარეზობას კობას მამა და შვილებიც ადევნებდნენ თვალს. ტურნირში პირველობისათვის ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების პირველ ნომრებს არ მიუღიათ მონაწილეობა, თუმცა ამ ასაკში წლევანდელი ჩემპიონატის პრიზიორებიდან არაერთმა იჭიდავა. მაგალითად, 90 და 100 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები საქართველოს წლევანდელი ჩემპიონტის პრიზიორები, თბილისელი გიორგი სეტიელი და გორელი გიგა თაყაძე გახდნენ. 55 კგ-ში საუკეთესო იყო ბექა შავდათუაშვილი, რომელიც ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილის (66 კგ) ძმაა.

მიუხედავად მონაწილეთა სიმრავლისა, აბსოლიტურში სულ ორმა ძიუდოისტმა გამოთქვა ასპარეზობის სურვილი და მათ შორის გამარჯვებული ცნობილი ქუთაისელი ფალავანის აკაკი კიბორძალიძის ვაჟი გუგა კიბორძალიძე გახდა. მართალია, ეს ქუთაისელი მოჭიდავეების ერთადერთი ოქროს მედალი იყო ამ შეჯიბრებაზე, მაგრამ მათ გუნდურ ჩათვლაშიც არ უჩვენებიათ ურიგო შედეგი. იმერელთა მონაპოვარი თითო პირველ-მეორე და ექვსი მესამე ადგილი იყო. ამ შედეგით კი მათ თბილისის ერთდროულად სამი დარბაზის სპორტსმენთა საერთო მიღწევა გადაფარეს (2-2 პირველი და მესამე ადგილი).

საუკეთესო კი გუნდურ ჩათვლაში გორის გუნდი აღმოჩნდა 4 - I, 5 - II და 3 - III ადგილი (მწვრთნელები ანზორ თენაძე და ნიკო ბიბილაშვილი).

კვარცხლბეკი

55 კგ: 1. ბექა შავდათუაშვილი, 2. მინდია ღოლიჯაშვილი, 3. ვანო ჯავახიშვილი (სამივე - გორი) და დათო კუპატაძე (საგარეჯო).

60 კგ: 1. ლევან თანიაშვილი (თბილისი), 2. ზაზა როსტომაშვილი (საგარეჯო), 3. მამუკა გიორგაძე და გოგა ლომთაძე (ორივე - ქუთაისი).

66 კგ: 1. ანდრო ბერუაშვილი, 2. გიორგი მუზიაშვილი, 3. ირაკლი ლომიძე (სამივე - გორი) და ცოტნე მელაშვილი (თბილისი).

73 კგ: 1. გეგა გეგენიძე (მარტყოფი), 2. ალიკა ნანიევი (ლაგოდეხი), 3. გიორგი დარისპანაშვილი (საგარეჯო) და გიორგი ობოლაშივილი (მარტყოფი).

81 კგ: 1. გიორგი ხაჩიური, 2. აკაკი ზაალიშვილი (ორივე - გორი), 3. თამაზ ონიანი და გოგა კორიფაძე (ორივე - ქუთაისი).

90 კგ: 1. გიორგი სეტიელი (თბილისი), 2. ჯაბა კაპანაძე, 3. ოთარ ტყეშელაშვილი და ჯაბა ჩეჩელაშვილი (ქუთაისი).

100 კგ: 1. გიგა თაყაძე, 2. უშანგი გასიტაშვილი, 3. სერგო ბალიაშვილი (სამივე - გორი) და ლაშა ტაველური (თბილისი).

აბსოლუტური:L1. გუგა კიბორძალიძე (ქუთაისი), 2. გიგა გელაშვილი (გორი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა