გაგაცნობთ ევრო-2012-ის შესარჩევი ეტაპის სტატისტიკურ მონაცემებში ჩვენი ნაკრების წევრთა მოკრძალებულ მაჩვენებლებს
უეფას ოფიციალური ვებგვერდი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ეგიდით ჩატარებულ ყველა ტურნირს ოპერატიულად და ამომწურავად აშუქებს და, ბუნებრივია, გამონაკლისი არც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია, რომლის სტატისტიკურ მონაცემებშიც ქართველები, ცხადია, ლიდერთა შორის არ არიან, მაგრამ ჩვენი ნაკრების წევრთა მოკრძალებულ მაჩვენებლებს მაინც გაგაცნობთ.

საუკეთესო ბომბარდირები 2-2 გოლით დავით სირაძე და ჯაბა კანკავა გახდნენ. როგორც იცით, საქართველოს ნაკრებმა 10 მატჩში მხოლოდ 7 გოლი გაიტანა. თითო ბურთია ალექსანდრე იაშვილის, ლევან კობიაშვილისა და დავით თარგამაძის ანგარიშზე. ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ციკლის საუკეთესო ბომბარდირი კი 12 გოლით ჰოლანდიელი კლაას იან ჰუნტელაარი გახდა. მეორეზე გერმანელი მიროსლავ კლოზეა 9 ბურთით.

თემურ ქეცბაიას გუნდის წევრთაგან თითო საგოლე პასია დავით თარგამაძის, უჩა ლობჟანიძის, დავით სირაძისა და ოთარ მარცვალაძის აქტივშია, ამ კომპონენტში საუკეთესო მაჩვენებელი კი გერმანელ მესუთ იოზილსა და შვედ კიმ კალსტრიომს აქვთ - 7-7.

ქართველთაგან მეტოქის კარის ჩარჩოში ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ, იაშვილმა დაარტყა, რომელსაც კანკავა მოსდევს 2 დარტყმით. როგორც ხედავთ, ჯაბას ყოველი მეორე დარტყმა საგოლე იყო. ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი, 20-20 ზუსტი დარტყმის ავტორები ჰუნტელაარი და ესპანელი დავიდ ვილია არიან. მესამე შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩია 18 დარტყმით.

კარის მიმართულებით დარტყმებში სომეხი იურა მოვსისიანი ლიდერობს - 20, ორით ნაკლები მიითვალა ვილიამ. ქართველთაგან საუკეთესოების, მარცვალაძის, კანკავასა და ზურაბ ხიზანიშვილის აქტივში კი მხოლოდ 6-6 დარტყმაა.

თამაშგარეში ყველაზე მეტჯერ, 18-ჯერ, ბოსნიელი ედინ ჯეკო აღმოჩნდა, საქართველოს ნაკრებს აქაც მოკრძალებული მაჩვენებელი აქვს - ოფსაიდი თანამსაჯმა 6-ჯერ დაუფიქსირა ვლადიმერ დვალიშვილს, 3-ჯერ კი - ლევან კობიაშვილს.

განვლილი ციკლი გაუძევებლად ჩავამთავრეთ და საქართველოს ნაკრებს არც კატასტროფული რაოდენობის გაფრთხილებები მიუღია. 3 ყვითელი ბარათი უჩვენეს ზურაბ ხიზანიშვილს, 2-2 - უჩა ლობჟანიძეს, ოთარ მარცვალაძეს, ჯაბა კანკავასა და ლევან კობიაშვილს, თითო-თითო - ლევან მჭედლიძეს, აკაკი ხუბუტიას, დავით თარგამაძეს, გოგიტა გოგუას, დავით სირაძეს, გურამ კაშიას, ალექსანდრე იაშვილს, ალექსანდრე ამისულაშვილსა და ნუკრი რევიშვილს.

საქართველოს ნაკრების ყველაზე უხეში ფეხბურთელი ხიზანიშვილია, რომელმაც თამაშის წესები 12-ჯერ დაარღვია. მას 11-11 ჯარიმით ამისულაშვილი და კახა კალაძე მოსდევენ. ამ არცთუ საპატიო ნომინაციის ლიდერი ისლანდიელი იოან ედმუნდსონია, რომელიც 28-ჯერ დაჯარიმდა.

ყველაზე მეტჯერ, 35-ჯერ, თამაშის წესები ბერძენი გიორგიოს კარაგუნისის წინააღმდეგ დაარღვიეს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან კი ამ მხრივ საუკეთესო კობიაშვილია 19 ჯარიმით. 13-ჯერ ეუხეშნენ გოგუას, რომელმაც გასულ შესარჩევში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება გუნდურ სტატისტიკას, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 20 გაფრთხილება მიიღო, კარის ჩარჩოში 41-ჯერ დაარტყა, თამაშგარე მდგომარეობაში 20-ჯერ აღმოჩნდა, 49 კუთხური ჩააწოდა და 123-ჯერ დაჯარიმდა.

ჩვენი გუნდი თავისი 7 გოლით ევროპულ ნაკრებებს შორის 36-ე ადგილს რამდენიმე ნაკრებთან ერთად იყოფს, მიღებული ბურთების სიმცირით კი მე-18 პოზიციაზეა.

ყველაზე მეტი, 37 გოლი ჰოლანდიამ გაიტანა, სან მარინოს კი ამ გრაფაში 0 უწერია. ყველაზე ბევრიც, 53, იმავე სან მარინომ გაუშვა, იტალიას კი მხოლოდ 2-ჯერ გაუტანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა