ქუთაისის "ტორპედო" XXIII ეროვნული ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩს, საკუთარი მაყურებლის წინაშე 16 ოქტომბერს გამართავს
ქუთაისის "ტორპედო" XXIII ეროვნული ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩს, საკუთარი მაყურებლის წინაშე 16 ოქტომბერს გამართავს.

"ტორპედოს" მორიგი მეტოქე ცხინვალის "სპარტაკი" იქნება, რომელიც მიმდინარე გათამაშების სატურნირო ცხრილში X ადგილზე იმყოფება.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ცხინვალელებმა სეზონის პირველი გამარჯვება, ჩემპიონატის ბოლო ტურში მოიპოვეს, როცა თბილისის "ვიტ ჯორჯია" 2:1 დაამარცხეს.

"სპარტაკთან" მატჩამდე ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის წინ, "ტორპედოს" რამდენიმე ფეხბურთელს გავესაუბრეთ, რომლებმაც კარგად გადმოგვცეს გუნდში არსებული ატმოსფერო.

დავით დიღმელაშვილი: "განწყობა, როგორც ყველა თამაშზე - საბრძოლო და მოსაგებია. მეტი სერიოზულობით ვემზადებით "სპარტაკთან" თამაშისთვის და მწვრთნელიც ცდილობს, იმ მოკლე ხანში რაც ის გუნდშია მოსული, მისი წვლილი შეიტანოს ჩვენს წარმატებაში. ხელმძღვანელობის მხრიდან ყველა პირობაა შექმნილი, რომ თავდაჯერებულები ვიყოთ და ისე ვიგრძნოთ თავი, როგორც ფეხბურთელებმა".

ომარ მიგინეიშვილი: "ამინდიც გამოვიდა, როგორც იქნა აცივდა ცოტა და ვფიქრობ, კარგი თამაში იქნება. ხელოვნური განათება, კარგი მინდორი, ტრიბუნებზე ბევრი მაყურებელი და მეტი რა უნდა ინატრო ფეხბურთელმა შედეგის ჩვენებისთვის".

გრიგოლ დოლიძე: "სპარტაკთან" ისევე როგორც ყველა მეტოქესთან, მოსაგებად გავდივართ მინდორზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენგან არავინ არაფერს დაიშურებს, რომ მაყურებელი კიდევ ერთხელ გავახაროთ".

"სპარტაკთან" შეხვედრა 18 საათზე დაიწყება. მასზე ფედერაციის მიერ მოვლენილია მსაჯთა ბრიგადა თორნიკე გვანცელაძის ხელმძღვანელობით, რომელსაც დაეხმარებიან ლაინსმენები გურამ ჩიგოგიძე და ზაზა ფიფია. მეოთხე მსაჯის ფუნქციას ჯენერი ხორავა შეასრულებს.

ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან, ქუთაისის "ტორპედო" (პირველ სამ ჩემპიონატში ჩვენი გუნდის სახელი "ქუთაისი" იყო) ცხინვალელთა სახელით მოთამაშე 3 გუნდსაა შენახვედრი. გაგაცნობთ ამ გუნდებთან შეხვედრებში ქუთათურთა მიერ ნაჩვენებ შედეგებს (ქრონოლოგიური მიმდევრობით) და მათგან გატანილი გოლების ავტორთა ვინაობას.

I ჩემპიონატი

25.06.1990. "ქუთაისი"-"ლიახვი" 6:0 - გრიგოლ თევზაძე (2), თემურ ფაიქიძე, იასონ ბზიკაძე, როსტომ თორღაშვილი, გიორგი დარასელია.

08.11.1990. "ლიახვი" არ გამოცხადდა.

XVII ჩემპიონატი

30.10.2005. "ცხინვალი"-"ტორპედო" 0:0

19.04.2006. "ტორპედო"-"ცხინვალი" 4:1 - ლევან კორღალიძე, გიორგი ყიფიანი, რევაზ კვერნაძე, მამუკა ღონღაძე.

თასის XVIII გათამაშება

03.10.2007. "ტორპედო"-"სპარტაკი" 0:2

05.11.2007. "სპარტაკი"-"ტორპედო" 4:0

XXII ჩემპიონატი

29.09.2010. "სპარტაკი"-"ტორპედო" 1:2 - ლაშა კემუხტაშვილი (2).

05.12.2010. "ტორპედო"-"სპარტაკი" 1:0 - თენგიზ ჩიკვილაძე.

20.03.2011. "სპარტაკი"-"ტორპედო" 2:2 - ნიკა საბანაძე (2).

18.05.2011. "ტორპედო"-"სპარტაკი" 1:0 - თენგიზ ჩიკვილაძე.

fctorpedo.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა