იმარჯვებს ის, ვინც წინაც და უკანაც ძლიერია
15.10. თბილისი. ბასა. 400 მაყურებელი

დილა-ბაია 0:2

0:1 შ. ლომაია (38), 0:2 წურწუმია (73, ქობალიას პასით)

დილა ბაია

4-3-2-1 4-4-2

მერლანი სომხიშვილი

ლომიძე რიგვავა

ქარქუზაშვილი აფაქიძე

მაჭავარიანი მგელაძე

გველესიანი აკობია

ვ. ხორგუაშვილი შ. ლომია

ჯოჯუა სიხარულია

პ. ხორგუაშვილი ტყემალაძე

რაჟამაშვილი წურწუმია

დ. ჩაგელიშვილი ეხვაია

ახალკაცი ქობალია

მწვრთნელი მწვრთნელი

გ. ცეცაძე ე. ქომეთიანი

დილა

60. დ. ჩაგელიშვილი - გოგინაშვილი

70. ვ. ხორგუაშვილი - ნ. ნოზაძე

71. ახალკაცი - გ. თოდუა

სათადარიგოები: შეყრილაძე, ბაქრაძე, ჭითანავა, ნემსაძე

ბაია

46. შ. ლომია - სამუშია

72. ეხვაია - პაჭკორია

80. წურწუმია - ენდელაძე

სათადარიგოები: ჯომიდავა, ქვარცხავა, ვეკუა, კუკავა

გაფრთხილება: მერლანი (40), სამუშია (69), ჯოჯუა (84), სიხარულია (89)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

"თენგიზ ბურჯანაძეზე" მიმდინარე სამუშაოების გამო მატჩი ეროვნული ნაკრების ბაზაზე გაიმართა და იმის მაგივრად, რომ მასპინძლის სტატუსით ესარგებლა, "დილა" ნეიტრალურ გარემოში აღმოჩნდა. გორელთა მარცხი მხოლოდ ამით არ განპირობებულა, თუმცა ფაქტია, რომ "დილას" ნებისმიერ მეტოქეს გორში ჩასვლას შედარებით მშვიდ გარემოში თამაში ურჩევნია.

"დილამ" ჩვეულ სტილს არც ამჯერად უღალატა და კვლავაც შემტევი ფეხბურთი შემოგვთავაზა. გია ცეცაძის გუნდმა საგოლე მომენტები ამჯერადაც მრავლად შექმნა, მაგრამ ერთიც ვერ გამოიყენა. ამ სეზონში პირველად არ მოხდა, რომ გორელები მარცხისთვის დაგვენანნენ, მაგრამ "ბაიას" არამც და არამც არ უნდა დავუკარგოთ დამსახურება - კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ დღეისთვის ზუგდიდელებს უფრო მძლავრი გუნდი ჰყავთ, რაც, უპირველესად, იმაში გამოიხატება, რომ "ბაია" ყველა რგოლში თანაბრადაა დაკომპლექტებული, "დილა" კი, რამდენადაც შთამბეჭდავია შეტევაში, იმდენადვე მოიკოჭლებს უკანა ხაზში და სანამ ამ პრობლემას არ მოევლება, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდად ვერ ჩამოყალიბდება და სატურნირო ცხრილში "ბაია" მასზე მაღლა იდგება.

გორელებში ამჯერადაც დავით რაჟამაშვილი გამოირჩეოდა, რომელსაც მატჩის დებიუტშივე ორჯერ შეეძლო გატანა - ბურთი ჯერ ძელს გაარტყა, შემდეგ კი, მეკარესთან პირისპირ გასულმა, გიორგი სომხიშვილს ვერ აჯობა. "ბაიას" კარის დარაჯმა საკუთარი კარი არაერთხელ იხსნა და თავისიანების გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

პირობით მასპინძლებს არც ელგუჯა ქომეთიანის გუნდი ჩამორჩა და თავადაც შეუტია - ლევან წურწუმიას ჯარიმა მირზა მერლანმა მოიგერია. ცოტა ხანში სომხიშვილმა ვალტერ ხორგუაშვილს არ გაატანინა, 38-ე წუთზე კი "დილას" საჯარიმოში შექმნილი არეულობით შოთა ლომიამ ისარგებლა და ზუგდიდელები დააწინაურა. 42-ე წუთზე "დილა" ხარიხამ იხსნა - გოლამდე მცირედი ირაკლი ეხვაიას დააკლდა.

"დილამ" მეორე ტაიმის დასაწყისშიც აქტიურად შეუტია და ზუგდიდელები სომხიშვილმა, დროის მცირე მონაკვეთში, ორჯერ გადაარჩინა - ჯერ მასთან პირისპირ გასულ ვალტერ ხორგუაშვილს აჯობა, შემდეგ კი რაჟამაშვილის ჩახვეული დარტყმა მოიგერია.

მეორე ტაიმის შუაწელში "ბაიას" მცველს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ პენალტი არ დანიშნა, რისთვისაც მას და მის ასისტენტებს მოედანზე ფეხბურთელთა, ხოლო ტრიბუნაზე გორელ ქომაგთა რისხვა დაატყდათ. საბედნიეროდ, საქმე ფიზიკურ შეურაცხყოფამდე არ მისულა და გორელები მშობლიური ქალაქისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი ბილსწიტყვაობითა და "ჩამოხვალთ გორში"-თ შემოიფაგლნენ.

ზემოთ სიტყვა ტრიბუნა შემთხვევით არ გვიხსენებია - ფეხბურთელები და მსაჯები "ბასას" გასახდელისკენ სწორედ ტრიბუნის გავლით მიდიან, ღმერთმა არ ქნას და, მათთან ფიზიკური ანგარიშსწორება რამდენიმე ადამიანს ერთად რომ მოუნდეს, სამართალდამცავებს უწესრიგობის აღკვეთა ძალიან გაუჭირდებათ. ერთი სიტყვით, ზედმეტიც კი არის იმის მტკიცება, რომ ეროვნული ჩემპიონატის მატჩები საწვრთნელ ბაზაზე არ უნდა ტარდებოდეს.

გორელებმა ფარ-ხმალი მას შემდეგ დაყარეს, რაც "დილას" დაცვა კიდევ ერთხელ ჩამორჩა მოვლენებს და ირაკლი ქობალიამ დაუცველი კარის წინ მდგომი წურწუმია მოძებნა - 0:2.

დარჩენილ დროში "დილას" პრესტიჟის გოლის გატანის შანსიც კი არ მისცემია და ზუგდიდელები შინ დამსახურებული სამი ქულით დაბრუნდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა