წინა ეტაპზე ფეტელმა გაინაღდა ჩემპიონობა, კორეაში კი ავსტრიულმა საჯინიბომ ვადაზე ადრე მოიპოვა კონსტრუქტორთა თასი
კორეის გრანპრიზე უცნაური სასტარტო განლაგება ვიხილეთ. უცნაურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ლუის ჰემილტონმა ("მაკლარენი") წელს კვალიფიკაციაში "რედ ბულის" ჰეგემონია დაამხო - პირველად სეზონში სტარტზე პირველ ადგილზე ავსტრიული საჯინიბოს პილოტი არ იდგა.

მაგრამ ამ ფაქტმა გადამწყვეტი უპირატესობა ვერ მოუტანა ბრიტანელ პილოტს. სტარტზე ბრძოლა დაძაბული გამოვიდა - მრბოლელები მორიგეობით იყენებდნენ სლიპ-სტრიმსა და სხვადასხვა ტრაექტორიას. საბოლოოდ, სებასტიან ფეტელმა ("რედ ბული") შესძლო ჰემილტონის გასწრება, მესამე ადგილზე ყოფნა მოასწრეს ჯენსონ ბატონმა ("მაკლარენი") და ფელიპე მასამ ("ფერარი"), მაგრამ საბოლოოდ, ამ პოზიციაზე მარკ უებერი ("რედ ბული") დამკვიდრდა. ფერნანდო ალონსოს ("ფერარი") წინ მეოთხეზე იყო მასა,ბატონი კი მეექვსეზე ჩამოქვეითდა.

საწყის წრეებზე ფეტელი და ჰემილტონი დაშორდნენ უებერს, ეს უკანასკნელი კი ზურგს უკან "ფერარის" წყვილის "სუნთქვას" გრძნობდა. თუმცა სასტარტო პიტსტოპების წინ ავსტრალიელმა შესძლო მასაზე და ალონსოზე კომფორტული უპირატესობის მოპოვება.

საბურავების პირველმა შეცვლამ გავლენა იქონია ადგილების გადანაწილებაზე: ორივე "ფერარიმ" ბატონზე და ნიკო როსბერგზე ("მერსედესი") გვიან მიაკითხა ბოქსებს და ამ დუეტის უკან აღმოჩნდა. ამასთან, ბატონმა და როსბერგმა ლამაზი ბრძოლა გვაჩუქეს: "მერსედესის" მექანიკოსებმა ნიკოს პიტ-ლეინზე ბრიტანელის გასწრების საშუალება მისცეს, შემდეგ როსბერგი შეცდა პირველ მოსახვევში, მაგრამ DRS-ის (უკანა მოძრავი ანტიფრთა) დახმარებით შეძლო პოზიციის დაბრუნება. თუმცა შემდეგ ისევ გაუშვა წინ "მაკლარენი".

პიტსტოპების დროს დაფიქსირებული დროის სხვაობები უსაფრთხოების მანქანამ "შეჭამა". ამის ინიციატორი ვიტალი პეტროვი ("რენო") გახდა. პიტსტოპის შემდეგ რუსმა წინ გაუშვა მიხაელ შუმახერი ("მერსედესი") და მანქანების მჭიდრო ჯგუფში აღმოჩნდა. ცოტა ხანში რუსმა მესამე მოსახვევში დამუხრუჭება ვერ მოასწრო და შუმახერის ბოლიდს შეეჯახა. გერმანელი დაზიანებული უკანა ანტიფრთითა და დაშვებული საბურავით მაშინვე გამოეთიშა ბრძოლას, პეტროვმა კი ბოქსებამდე მიაღწია, მაგრამ იქიდან ვეღარ გამოვიდა.

უსაფრთხოების მანქანის ტრასიდან გასვლის შემდეგ ფეტელმა მალე შესძლო ჰემილტონისა და უებერის წყვილის ჩამოტოვება, ლუისს კი დიდი ძალისხმევა დასჭირდა მეორე პოზიციის შესანარჩუნებლად. ის და მარკი ბოქსებში ერთდროულად შევიდნენ და შემდეგ ბრძოლა ახალი საბურავებით გააგრძელეს. რაღაც მომენტში "მაკლარენისა" და "რედ ბულის" პილოტები თითქმის ნახევარი წრე გვერდიგვერდ მიდიოდნენ, მაგრამ ჰემილტონმა გაუძლო შეტევას.

ბატონი მშვიდად ინარჩუნებდა მეოთხე პოზიციას. უფრო საინტერესო სანახავი იყო ალონსოს რბოლა: ესპანელმა გვიანი მეორე პიტსტოპის წყალობით მასას გაუსწრო და ძალიან მალე მიუახლოვდა "მაკლარენებსა" და უებერს.

ასე რომ, ფინიშამდე 10 წრით ადრე პოდიუმზე პრეტენზიას ოთხი პილოტი აცხადებდა: სანამ უებერი ჰემილტონს უტევდა (ერთხელ გაუსწრო კიდეც, მაგრამ ლუისმა DRS-ის გამოყენებით იქვე დაიბრუნა დაკარგული პოზიცია), ალონსო საბოლოოდ დაეწია ბატონს. ამ ოთხეულში დიდი სიმჭიდროვე იყო, მაგრამ შეტევის მცდელობა არ ყოფილა. მაყურებელი მხოლოდ სებასტიან ბუემიმ ("ტორო როსო") გაახალისა, რომელმაც დამაჯერებლად გაუსწრო პოლ დი რესტას ("ფორს ინდია"). საბოლოოდ, "ტორო როსოს" ბრწყინვალე რბოლა გამოუვიდა, რადგან ბოლო წრეზე ხაიმე ალგერსუარიმ როსბერგს გაუსწრო და მეშვიდე ადგილი დაიკავა.

"რედ ბულმა" კი ზედიზედ მეორე რბოლაში მეორე ტრიუმფი იზეიმა. წინა ეტაპზე ფეტელმა გაინაღდა ჩემპიონობა, კორეაში კი ავსტრიულმა საჯინიბომ ვადაზე ადრე მოიპოვა კონსტრუქტორთა თასი. ამ ტრიუმფს "რედ ბულის" დუბლიც დაამშვენებდა, მაგრამ ჰემილტონმა მაინც არ გაუშვა წინ უებერი. ასევე ბატონის უკან დარჩა ალონსო და ბრიტანელმა ვიცე-ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ესპანელზე უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა.

კორეის გრან-პრი. XVI ეტაპი

იეონამი (55 წრე, 308.630 კმ)

1(2). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:38.01,994

2(1). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +12,019

3(4). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +12,477

4(3). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +14,694

5(6). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +15,689

6(5). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +25,133

7(11). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) +49,538

8(7). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +54,053

9(13). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) +1.02,762

10(9). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +1.08,602

11(10). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) +1.11,229

12(18). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) +1.33,068

13(15). ბრუნო სენა (ლოტუს-რენო, ბრაზილია) 1 წრე

14(19). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 1 წრე

15(14). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) 1 წრე

16(17). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 1 წრე

17(20). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 1 წრე

18(21). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 1 წრე

19(24). დანიელ რიკარდო (HRT F1, ავსტრა) 1 წრე

20(22). ჟერომ დ'ამბროზიო (ვირჯინი, ბელგია) 1 წრე

21(23). ვიტანტონიო ლიუცი (HRT F1, იტალია) 3 წრე

22(16). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 24 წრე

23(8). ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) 37 წრე

24(12). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 38 წრე

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 344 (10 მოგება); 2. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 222 (3); 3. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 212 (1); 4. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 209; 5. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 196 (2); 6. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 98; 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 67; 8. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 60; 9. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) - 36; 10. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) - 34; 11. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 28; 12. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 27; 13. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) - 22; 14. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 21; 15. სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) - 15; 16. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 13; 17. რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) - 4; 18. ბრუნო სენა (ლოტუს-რენო, ბრაზილია) - 2; 19. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 1.

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 558 ქულა; 2. მაკლარენი - 418; 3. ფერარი - 310; 4. მერსედესი - 127; 5. ლოტუს-რენო - 72; 6. ფორს ინდია - 49; 7. ზაუბერი - 40; 8. ტორო როსო - 37; 9. უილიამსი - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა