ჩოგბურთი. ტურნირები
რაც უფრო ახლოვდება სეზონის დასასრული, დიდ ტურნირებზე მოულოდნელი შედეგები უფრო ხშირად ფიქსირდება. შანხაის ტურნირი წელს პირველი მასტერსი გახლავთ, რომლის ნახევარფინალში ერთბაშად ორი განუთესავი ჩოგბურთელი გავიდა – ესპანელი ფელისიანო ლოპესი და იაპონელი კეი ნიშიკორი.

ლოპესისთვის, რომელიც ერთი თვის შემდეგ 30 წლის გახდება, შანხაი წარმატებულ ქალაქად უნდა ჩაითვალოს. სწორედ აქ მიაღწია მან 2009 წელს ნახევარფინალს და ახლა ეს შედეგი გაიმეორა. ესპანელს ფინალში გასვლაზეც შეეძლო ეფიქრა, რადგან თანამემამულე დავიდ ფერერთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი ჰქონდა – 6:4, თანაც ფელისიანომ ექვსივე შეხვედრა ჰარდზე მოიგო.

დავიდს ნახევარფინალამდე გასავლელი გზაც რთული ჰქონდა: მძიმე სასტარტო შეხვედრა მილოშ რაონიჩთან, სადაც ესპანელი ორივე პარტიაში მდევრის როლში იყო. წაგებული სასტარტო პარტიები ხუან-კარლოს ფერეროსთან და ენდი როდიკთან, რის შემდეგაც ფერერი ახერხებდა თამაშის ბედის შემოტრიალებას. ლოპესმა კი მეოთხედფინალში 70 წუთში დაამარცხა რაფა ნადალის მძლეველი ფლორიან მაიერი.

დაახლოებით ამდენი ხანი გრძელდებოდა პირველი სეტი ლოპესსა და ფერერს შორის ნახევარფინალში. ამ პარტიაში არც ერთს არ წაუგია გეიმი საკუთარ მოწოდებაზე. აბსოლუტურად კანონზომიერი ტაი-ბრეიკის სტარტი უკეთ მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს გამოუვიდა – 4:1, მაგრამ ლოპესმა შეძლო სიტუაციის გათანაბრება და სეტბოლი მოიპოვა, რის შემდეგაც მას მეტოქეც დაეხმარა, როცა ბადესთან დაუშვა შეცდომა – 7:5.

მაგრამ ფელისიანომ უპირატესობის განვრცობა ვერ შეძლო, რაშიც ფერერის დიდი დამსახურებაა, რომელმაც ისევ გამოამჟღავნა ხასიათის სიმტკიცე. სწორედ მან გააკეთა მატჩში პირველი ბრეიკი და ფელისიანოს სიტუაციის გამოსწორების შანსი აღარ ჰქონია – მთელი პარტიის განმავლობაში მან მხოლოდ სამი ქულა აიღო მიღებაზე.

გადამწყვეტ სეტში ფელისიანო ასევე ვერ ბრწყინავდა მეტოქის მოწოდებაზე და საბოლოოდ, ერთი ბურთით მეტი მოიგო, ვიდრე მეორე სეტში. ამასთან, ბრეიკის აღების ერთი შანსი მაინც ჰქონდა, მაგრამ ჰაერიდან რთულ დარტყმას ვერ გაუმკლავდა. მეორვე გეიმი კი ლოპესმა აშკარად ჩააგდო – სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა. დავიდმა კარგად ისარგებლა ამ საჩუქრით და მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. ფერერი პირველად გავიდა ჰარდის მასტერსის ფინალში.

მეორე ნახევარფინალში ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა. ძალიან დიდი იყო კლასში სხვაობა ენდი მიურეისა და კეი ნიშიკორის შორის. თანაც ბრიტანელი ბრწყინვალე ფორმაშია და მან ეს აღნიშნულ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დაადასტურა. საბოლოოდ, იაპონელმა პირველ სეტში ასე თუ ისე გაიბრძოლა, მაგრამ მეორეში საერთოდ შეწყვიტა წინააღმდეგობა.

რაც შეეხება ფინალურ მატჩს, რომელიც გუშინ გაიმართა, ის ძალიან ჰგავდა მიურეისა და ფერერის ტოკიოში ერთი კვირის წინანდელ შეხვედრას. მაშინაც ბრიტანელმა ორ სეტში გაიმარჯვა.

მატჩში პირველი გეიმი ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ენდიმ მატჩი ბრეიკით დაიწყო, მაგრამ მაშინვე წააგო თავისი მოწოდება. ფერერს სწრაფმა საპასუხო ბრეიკმა დამაჯერებლობა მოუტანა და კარგად მოქმედებდა თავის მოწოდებაზე. იგივე ითქმის მიურეიზე. პირველი პარტიის ლოგიკური ფინალი ტაი-ბრეიკი იქნებოდა, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტში დავიდმა ზედიზედ ოთხი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ბრეიკი აჩუქა. ენდიმ საჩუქარი შეირგო და პარტია ორი ეისით დაასრულა - 7:5.

მეორე სეტიც ბრეიკების გაცვლით დაიწყო. მაგრამ ბრიტანელმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება - ძირითადად, თავისი წარმატებული შეტევების წყალობით. მიურეი უფრო ახლოს იყო მეორე ბრეიკთან, ვიდრე ფერერი სიტუაციის გათანაბრებასთან - 7:5, 6:4.

ენდიმ წარმატებით დაიცვა ტიტული შანხაიში. შარშან მან აქ ფინალში როჯერ ფედერერი დაამარცხა. წელს შვეიცარიელი საერთოდ არ ჩავიდა ჩინეთში, რითაც 600 სარეიტინგო ქულა დაკარგა, წინ გაუშვა მიურეი და პირველად ბოლო რვა წლის განმავლობაში კლასიფიკაციის პირველი სამეულიდან გამოვარდა.

გარდა ამისა, მიურეიმ ბოლო სამი კვირის განმავლობაში ზედიზედ სამი ტურნირი მოიგო. ასეთი რამ ბოლოს რაფაელ ნადალმა 2009 წელს გააკეთა. ახლა, ბრიტანელი სამი კვირა დაისვენებს პარიზის მასტერსამდე, რის შემდეგაც ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირი გაიმართება. ამ მომენტისთვის მიურეი სეზონის დასკვნითი ტურნირების მთავარი ფავორიტია.

Shanghai Rolex Masters

შანხაი (ჩინეთი). ჰარდი

1/2 ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 3)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 6:7(5), 6:3, 6:3; ენდი მიურეი (ბრიტ, 2)-კეი ნიშიკორი (იაპ) 6:3, 6:0.

ფინალი

ენდი მიურეი (ბრიტ, 2)-დავიდ ფერერი (ესპ, 3) 7:5, 6:4.

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო