"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა რობინ ვან პერსს კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სთხოვა
„არსენალისა“ და „სანდერლენდის“ შეხვედრაში 28 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელის, რობინ ვან პერსის თამაშითა და ორი გოლით აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ვარსკვლავს კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სთხოვა.

საქმე ის გახლავთ, რომ ვან პერსი „მეთოფეთა“ მიმართ ერთგულებას სიტყვიერად სულ ადასტურებს, მაგრამ მწვრთნელს მიაჩნია, რომ დროა ეს სიტყვები ხელშეკრულებაზე ბეჭდის დასმით გამყარდეს.

„სანდერლენდს“ ჰოლანდიელმა პირველი გოლი 29-ე წამზე გაუტანა - მიმდინარე სეზონში ეს, ჯერჯერობით, ყველაზე „სწრაფი გოლია“ - მეორე კი დაახლოებით 20 მეტრიდან, საჯარიმო დარტყმით შეაგდო. ვენგერმა თქვა:

„ის „არსენალთან“ კონტრაქტს თუ გააგრძელებს, იდეალური იქნება. რობინმა კარგად იცის, რომ ჩვენ ამისათვის მზად ვართ, მაგრამ თუ არ მოისურვებს, იძულებული ვიქნებით მის გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ. დღეს, ყველაფერზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის შესანიშნავად თამაშობს. ჩვენ, ყველანი, ფეხბურთზე განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ფეხბურთელების სანახავად დავდივართ, რობინი კი სწორედ ასეთია“.

მოგეხსენებათ, ვან პერსის კონტრაქტზე აქტიურად იმიტომ ალაპარაკდნენ, რომ თავდამსხმელს ძველი ხელშეკრულების ვადა ერთი წლის შემდეგ უმთავრდება და ფანები შიშობენ, რომ მომავალ ზაფხულს ის „ემირეიტ სთედიუმიდან“ წავა. თუ ეს მოხდა, გუნდი, რომელმაც გასულ ზაფხულს სესკ ფაბრეგასი და სამირ ნასრი დაკარგა, შესაძლოა კიდევ უფრო რთულ დღეში ჩავარდეს.

თავად ვან პერსიმ თქვა: „მე „არსენალის“ ერთგული ვარ და მორჩა. მესმის, რომ ფანები ღელავენ, მაგრამ ვთხოვ, ჩემს ერთგულებაში ეჭვს ნუ შეიტანენ. უკვე მერვე წელიწადია „მეთოფე“ ვარ და თუკი საქმე კლუბის ერთგული ფეხბურთელების ჩამოთვლაზე მიდგება, ჩემით უნდა დავიწყოთ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა