„მანჩესტერ სიტის“ თავკაცმა კარგად იცის, რასაც ნიშნავს ცხრილის სათავეში მოქცევა და ისიც მოეხსენება, იქ დარჩენა როგორ უნდა
„მანჩესტერ სიტის“ თავკაცმა, რობერტო მანჩინიმ ძალიან კარგად იცის, რასაც ნიშნავს ცხრილის სათავეში მოქცევა და ისიც კარგად მოეხსენება, იქ დარჩენა როგორ უნდა.

ახლა მას იმედი აქვს, რომ ისტლენდელებთან ერთად გააკეთებს იმავეს, რაც ადრე, იტალიაში, „ინტერთან“ ერთად გაუკეთებია. მოგეხსენებათ, შაბათს, „ასტონ ვილას“ შთამბეჭდავად, 4:1 დამარცხებამ „სიტი“ პრემიერლიგის ცხრილის სათავეში გადაიყვანა. რვა ტურის შემდეგ „სიტი“ თანაქალაქელ „იუნაიტედს“ ორი ქულით უსწრებს, დანარჩენი კი მომდევნო კვირას, „ოლდ ტრეფორდზე“, მათ უშუალო დაპირისპირებაში გაირკვევა. მანჩინიმ თქვა:

„ჩემს გუნდში ყველამ უნდა გაიგოს, რომ თუ პირველ ადგილზე დარჩენა გვინდა, ერთ მარტივ წესს უნდა მივსდიოთ: მეტოქეები უნდა დავამარცხოთ. თუ ასე არ მოვიქცევით, ყველაფერი შეიცვლება. „ინტერთან“ ერთად სამჯერ გავხდი იტალიის ჩემპიონი და აქედან ორჯერ პირველ ადგილზე მეექვსე თუ მეშვიდე ტურის შემდეგ გადავედით, მერე კი ეს პოზიცია შევინარჩუნეთ.

რასაკვირველია, ყველაფერს სჯობს, როდესაც მთელი სეზონის განმავლობაში პირველ ადგილზე მიდიხარ და თან მდევარს შვიდი-რვა ქულით უსწრებ, მაგრამ ამაზე ფიქრი არ შეიძლება. მთავარია ყოველი ტურის შემდეგ ინარჩუნებდე ლიდერობას. ფანებს უხარიათ „მანჩესტერ სიტი“ პირველ ადგილზე რომ გადავიდა და სრული უფლება აქვთ გუნდისგან სწორედ ამას ითხოვდნენ. ჩვენც ამისათვის ვმუშაობთ და ყველა ღონეს ვიხმართ, ლიდერობა რაც შეიძლება დიდხანს რომ შევინარჩუნოთ“.

ფაქტია: „სიტის“ ასე კარგად სეზონი არასდროს დაუწყია. ისტლენდელებმა რვა ტურიდან შვიდში გაიმარჯვეს, ერთში კი ფრედ ითამაშეს.

მიმომხილველები წერენ, რომ შაბათის გამარჯვება ყველაფერთან ერთად კიდევ ერთი მესიჯი იყო 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელისთვის, კარლოს ტევესისთვის, რომ გუნდი მის გარეშეც შესანიშნავად გრძნობს თავს. თუმცა, მანჩინიმ ტევესის თემაზე ლაპარაკს თავი აარიდა. მან თქვა, რომ „სიტიმ“ ჩემპიონატი ღონივრად დაიწყო და ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა