ფერდინანდი და მანჩესტერული მხარე ამტკიცებს, რომ 25 წლის შოტლანდიელმა მომენტი გააფორმა
ვინც ბოლო ტურში, "ენფილდ როუდზე" გამართულ "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" 1:1 დამთავრებულ შეხვედრაში, მერსისაიდელთა გოლი ნახა, ეცოდინება, რომ ჯარიმა, რომლიდანაც სტივენ ჯერარდმა გაიტანა ჩარლი ადამმა მოიპოვა. მას "იუნაიტედის" ვეტერანმა მცველმა, რიო ფერდინანდმა გამოსდო ფეხი, თუმცა ეპიზოდს კამათიც მოჰყვა.

ფერდინანდი და მანჩესტერული მხარე ამტკიცებს, რომ 25 წლის შოტლანდიელმა მომენტი გააფორმა ანუ, ინგლისურ საფეხბურთო ჟარგონზე რომ ვთქვათ, "ჩაყვინთა". ადამს ასეთი ბრალდებები არ ესიამოვნა და განაცხადა:

"ყველა თავისი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს, მე კი გეტყვით, რომ ფერდინანდმა წონასწორობა დამარღვევინა. თავად განსაჯეთ, რომ არ წავქცეულიყავი ხელსაყრელ პოზიციაში გავდიოდი. რად მჭირდებოდა ძალად წაქცევა? რიოს რომ ჩავურბინე კონტაქტი ვიგრძენი. აი, რა მოხდა და რამ წამაქცია სინამდვილეში. მე არ ვარ იმ ტიპის ფეხბურთელი, იოლად რომ ეცემა.

ეს იყო ნამდვილი ჯარიმა, რომელიც მსაჯმა დაინახა და დანიშნა. შემდეგ ამას მოჰყვა მაღალი დონის გოლი. სტივი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იმიტომ ითვლება, რომ ასეთი გოლების გატანა შეუძლია".

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, "მანჩესტერ იუნაიტედში" ამტკიცებენ, რომ ადამსმა ეპიზოდი გააფორმა. ინგლისის ჩემპიონთა საკლუბო ტელევიზიამ ამ შეხვედრის მონაწილე, 19 წლის ფილ ჯონსთან მატჩისშემდგომი ინტერვიუც აიღო, სადაც ნახევარმცველმა ადამსი გააკრიტიკა, თუმცა, როგორც გაირკვა არხის შეფებმა ჯონსის ნალაპარაკები "გაკრიჭეს".

როგორც ჩანს გამეორებებმა აჩვენა, რომ თუნდაც მსუბუქი, მაგრამ კონტაქტი ფერდინანდსა და ადამს შორის, მაინც იყო. სხვათა შორის, ეს არც თავად ფერდინანდმა უარყო, უბრალოდ დასძინა, ისეთი არაფერი მომხდარა, ადამი მოწყვეტილივით რომ დავარდნილიყოო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა