ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
გუშინ, რეგულარულ ჩემპიონატში ერთადერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ანაჰაიმი" "სენტ ლუისს" მასპინძლობდა. მატჩის წინ კალიფორნიული პუბლიკა სპეციალური ცერემონიით მიესალმა "დაქსის" ფორვარდს კორი პერის, რომელმაც შარშან 50 გოლი გაიტანა, 98 ქულა დააგროვა და რეგულარული სეზონის MVP-ის ტიტული მიიღო, რაც აქამდე "ანაჰაიმის" არც ერთ ჰოკეისტს არ ღირსებია.

სეზონის სტარტზე "დაქსის" პირველი სამეული არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა ამ მატჩში ძალიან ძლიერად ითამაშა. მასპინძლებმა სტარტზევე გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა - ფრანსუა ბოშემენის ძლიერი დარტყმა მეკარე იაროსლავ ჰალაკმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას აჯობა ბობი რაიანმა - 1:0.

მეორე პერიოდის დასაწყისში "ანაჰაიმს" სამი გოლის გატანა შეეძლო. "სენტ ლუისმა" მთლიანად წააგო სივრცე თავის კართან, საიდანაც თავისუფლად ურტყამდნენ კოლიანო, გეტცლაფი და პერი. სამივე შემთხვევაში ბრწყინვალედ ითამაშა ჰალაკმა. მეკარემ თავის გუნდს შანსი მისცა და "ბლუზმენებმა" პირველივე საპასუხო შეტევაში გაიტანეს - პიეტრანჯელომ ცისფერი ხაზიდან დაარტყა და ბერგლუნდმა შაიბას მიმართულება შეუცვალა.

ბოლო პერიოდის სტარტზე ჰალაკმა თავისი სეივების კოლექცია სელიანეს დარტყმის შემდეგ შეავსო, მაგრამ მარტო მეკარე მთელი 60 წუთი ვერ გაათრევდა ბოლომდე თავის გუნდს. კიდევ ერთი რიცხობრივი უპირატესობის გათამაშების შემდეგ მასპინძლებმა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანეს ბოშემენი - ძლიერი დარტყმა, რიკოშეტი და 2:1 "ანაჰაიმის" სასარგებლოდ.

იქვე "ბლუზმენები" კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ და კორი პერიმ სეზონში პირველი გოლი გაიტანა. "სენტ ლუისს" მატჩის გადარჩენის შანსი რაიანმა მოუსპო, რომელმაც ერთი ერთზე გასვლა გამოიყენა. საფინალო სირენამდე სტუმრებმა მეტოქის სამ გოლს მხოლოდ ალექს სტინის შაიბით უპასუხეს.

"ანაჰაიმმა" ოთხიდან მესამე შეხვედრა მოიგო, "სენტ ლუისს" კი ხუთიდან მხოლოდ ორი მოგება აქვს.

ანაჰაიმი-სენტ ლუისი 4:2

1:0, 0:1, 3:1

გოლები: 1:0 რაიანი-1 (ბოშემენი-1, სბისა-1), 1:1 ბერგლუნდი-2 (პიეტრნაჯელო-2, ჰასკინსი-2), 2:1 ბოშემენი-1 (რაიანი-1, სბისა-2), 3:1 პერი-1 (სელიანე-1, გეტცლაფი-1), 4:1 რაიანი-2 (გეტცლაფი-2, ბრუკბანკი-1), 4:2 სტინი-3 (არნოტი-3, ჯეკმენი-1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის