უფლისციხის ტერიტორიაზე გუნდებად დაკომპლექტებული ადგილობრივი და დედაქალაქელი ახალგაზრდები ერთმანეთს კლდეზე ცოცვაში გაეჯიბრნენ
ანტიკურ ნაქალაქარ უფლისციხის ტერიტორიაზე საინტერესო სპორტული შეჯირი გაიმართა. გუნდებად დაკომპლექტებული ადგილობრივი და დედაქალაქელი ახალგაზრდები ერთმანეთს კლდეზე ცოცვაში, რბენაში, დაბრკოლებათა გადალახვაში, აგრეთვე სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებში გაეჯიბრნენ.

"ასეთი თამაშების გამართვაზე სამი წელიწადი ვფიქრობდი. უფლისციხე იძლევა იმის საშუალებას, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებმა, სხვადასხვა ინტერპრეტაციით მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. თანაც ყველაფერთან ერთად აქ ხომ უბრალოდ მოსანახულებელიც ბევრია და ჩვენი ქვეყნის ისტორიის უძველესი პერიოდი ცოცხლდება" - გვითხრა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა ზურაბ სადაღაშვილმა. მის იდეას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორცი შეესხა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა თბილისიდან შიდა ქართლში ხუთი გუნდი იახლა, ადგილობრივთაგან დაკომპლექტებული ერთი გუნდიც სადაღაშვილმა შეკრიბა. მონაწილენი მთამსვლელთათვის საჭირო ინვენტარით სააგენტოს თანამშრომელმა, ალპინისტმა ვანო - ვაშაყმაძემ მოამარაგა და პაექრობაც გაჩაღდა.

საუკეთესო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გუნდი იყო, მათ მცირედით ჩამორჩნენ თბილისის მერიისა და უფლისციხის გუნდები. გამარჯვებული და პრიზიორები თავად ნიკა ვაჩეიშვილმა დააჯილდოვა. სასიამოვნოა, რომ ასეთი ღონისძიების სამომავლოდ გამართვით საჯარო სკოლებიც დაინტერესდნენ.

როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მომავალში შეჯიბრება უფრო მრავალფეროვანი შეიძლება გახდეს, დაემატოს ნაქალაქარის ქვემოთ, მტკვარგაღმა მცირე კუნძულებზე გადაცურვა ან ნავებით გადალახვა. "მხარდაჭერით ასპარეზობა უფრო საინტერესო და სანახობრივი გახდება და შეიძლება პოპულარული ტელე-თამაშის "ბოიარის ციხესიმაგრესაც" დაემსგავსოს" - ამბობს მუზეუმის დირექტორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა