ყატარელმა მესაკუთრეებმა ფეხბურთელს კონტრაქტში ისეთი მუხლი ჩაუწერეს, რომელიც თანამშრომლობას კიდევ უფრო მომხიბლავს გახდის
"ეკიპის" ცნობით, იმისთვის, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობამ "ლოს ანჯელეს გალაქსის" 36 წლის ვარსკვლავი დევიდ ბექჰემი საბოლოოდ დაიყოლიოს კონტრაქტზე, მას ახალი მომხიბვლელი წინადადება შესთავაზეს.

ყატარელმა მესაკუთრეებმა ფეხბურთელს კონტრაქტში ისეთი მუხლი ჩაუწერეს, რომელიც თანამშრომლობას კიდევ უფრო მომხიბლავს გახდის.

ორწლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ბექზი კლუბის ელჩი გახდება და შეეძლება კლუბის პოპულარიზაციის მიზნით მთელ მსოფლიოში იმოგზაუროს. ამრიგად ის ზინედინ ზიდანის გზას დაადგება, ვისაც მსგავსი ფუნქცია აქვს "რეალში". ზიზუ პარალელურად სამეფო კლუბის სპორტული დირექტორიცაა.

ნანსიდან ლიონში?

EST REPUBLICAN-ის ცნობით, "ნანსის" 22 წლის სამბა დიაკიტე შესაძლოა იანვარში "ლიონში" გადავიდეს. გამოცემა ამტკიცებს, რომ ინფორმაცია რემი გარდთან დაახლოებული პერსონისგან აქვს. აქვე გეტყვით, რომ დიაკიტე საყრდენი ნახევარმცველია და მიმდინარე სეზონში "ნანსიში" ჩემპიონატის 7 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გოლი ჯერ არ გაუტანია.

დათანხმდება თუ არა ლიგა 1-ის აუტსაიდერი (5 ქულით 10 ტურის შემდეგ მე-20 ადგილზეა) წამყვან ფეხბურთელთან გამოთხოვებას, ჯერ უცნობია. წყარო ამტკიცებს, რომ კლუბი დიაკიტეს 3,5 მილიონ ევროდ დაუფიქრებლად შეელევაო.

ჰალკს იაპონია ენატრება

"პორტუს" 25 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჰალკი ადასტურებს, რომ სმენია რიგი ევროპული გრანდების მხრიდან მისით დაინტერესების შესახებ. თუმცა ამბობს, რომ ამჟამინდელ კლუბში თავს მშვენივრად გრძნობს და ადგილსამყოფელის გამოცვლას სეზონის ბოლომდე ნამდვილად არ აპირებს.

მეტიც, მას ლიგა საგრეშის დონე ბოლომდე აკმაყოფილებს. "მე რაც ვიცი, ყველაფერი გაზეთების წყალობით. წერენ, თითქოს ჩემი ყიდვა "ინტერს" უნდა, ასევე რამდენიმე სხვა კლუბის სახელიც ახსენეს. ამის მიუხედავად მთლიანად "პორტუზე" ვარ კონცენტრირებული. აი, სად აღმოვჩნდები 1 ან 2 წლის შემდეგ, თავადაც არ ვიცი. არ არსებობს კონკრეტული ქვეყანა, რომელსაც უპირატესობას მივანიჭებ.

ერთადერთი რამ ვიცი. იაპონია ის ქვეყანაა, რომელიც ძალიან მიყვარს და არ არის გამორიცხული კარიერა სწორედ იქ დავამთავრო (ჰალკი უკვე თამაშობდა იაპონიაში 2005-/08 წლებში. რედ). ნებისმიერ შემთხვევაში ჩემს აგენტს მივენდობი, თავად კი საქმეს მოედანზე გავაკეთებ. ჰო, რაც მთავარია, ვიცი, რომ "პორტუსთვის" ოფიციალურად ჯერ არავის არაფერი შეუთავაზებია.

სერბეთმა დროებითი მწვრთნელი დანიშნა

სერბეთის ნაკრებმა ევრო 2012-ის შესარჩევი ჩააგდო, რასაც გუნდიდან ვეტერანთა წასვლა (ნაკრები დეიან სტანკოვიჩმა და ნემანია ვიდიჩმა დატოვეს) და მთავარი მწვრთნელის, 56 წლის ვლადიმირ პეტროვიჩის გადადგომა მოჰყვა. სერბეთის ფედერაციამ პოსტი დროებითი მწვრთნელს ჩააბარა.

ეს არის პეტროვიჩის ყოფილი ასისტენტი რადოვან ჩურჩიჩი. სწორედ ის გაუძღვება ეროვნულ გუნდს ნოემბერში ჩასატარებელ საკონტროლო შეხვედრებში, იუწყება სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი. ვის დაუპირისპირდება ჩურჩიჩის გუნდი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ფედერაცია ამტკიცებს, რომ მეტოქეებს უახლოეს დღეებში დაასახელებს. სერბები ფეხბურთის ახალ მმართველს ნოემბრის ბოლოს აირჩევენ და ახალი მთავარი მწვრთნელის სახელიც მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა. უმთავრეს კანდიდატად პრესა განის მაკრების ყოფილ თავკაცს, 57 წლის მილოვან რაევაცს ასახელებს.

გრანტი პოლონეთში

პოლონური პრესის ინფორმაციით, "ჩელსის", "პორტსმუთისა" და "ვესტ ჰემის" ყოფილი თავკაცი ავრაამ გრანტი დაინტერესებულია პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით. ლაპარაკია, რომ 56 წლის ებრაელი სპეციალისტი ამ ქვეყანას ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრების მომზადებაში შეიძლება დაეხმაროს. ოქტომბრის ბოლომდე აუცილებლად დაიგეგმება ერთი მხრივ გრანტისა და მეორე მხრივ ფედერაციის თავკაცის, ლეგენდარული გჟეგოშ ლატოსა და პოლონელთა დამრიგებლის ფრანციშეკ ჟმუდას შეხვედრა. ამ შეხვედრაზე ისინი გრანტსა და ჟმუდას შორის კომპეტენციების განაწილებაზე იზრუნებენ, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არ შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ გრანტი თანამწვრთნელი გახდება. შეხვედრამდე ფედერაცია ჯერჯერობით ყოველგვარ კომენტარზე უარს ამბობს.

უტრეხტმა კუმანი დაიფრინა

ერვინ კუმანი "უტრეხტის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. აღნიშნული ინფორმაცია გუშინ "დე ტელეგრააფმა" გაავრცელა. კლუბის ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის მუშაობით საშინლად უკმაყოფილო იყო. ეს არც არის გასაკვირი, რადგან "უტრეხტი" ერედივიზიეში მე-10 ადგილზეა და თანაც 9 ტურში მხოლოდ სამი თამაშის მოგება შეძლო. მან ამ პოსტზე სულ 4,5 თვე გაძლო. ჯერჯერობით მისი შემცვლელების ვინაობა არ სახელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა