ტურინის "იუვენტუსს" განვლილ 6 პაექრობაში 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას
"იუვენტუსისთვის" სეზონის სტარტი წარმატებული გამოვიდა, განვლილ 6 პაექრობაში ტურინულ გრანდს 12 ქულა აქვს და სათავეში უდგას სატურნირო ცხრილს.

"ბიანკონერის" წარმატებულ ასპარეზობას მილანური გრანდების ჩავარდნა კიდევ უფრო ფასეულს ხდის და ეს "იუვეს" თითოეულ ფეხბურთელს ძალიან კარგად ესმის, მათ შორის კლაუდიო მარკიზიოს. "ვეკია სენიორას" ერთ-ერთი ლიდერი "გაძეტა დელო სპორტს" საკმაოდ საინტერესოდ ესაუბრა:

"მართალია, ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ ექვსი ტურია გასული, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნოა, რომ სატურნირო ცხრილს სათავეში ვუდგავართ. ეს იმას ნიშნავს, რომ არავისზე ნაკლები გუნდი არ გვყავს და ვალდებულნი ვართ, აღებული ტემპი არ დავაგდოთ. მომდევნო ორ პაექრობას საკუთარ მოედანზე ვატარებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ექვს ქულას ჩავიწერთ აქტივში. ეს შესანიშნავი შანსია იმის, რომ მდევრებს გვარიანად გავუსწროთ, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა