ბრიტანული პრესა აქტიურად განიხილავს ინდიკარის რბოლაში მომხდარ ავარიას, რომელმაც ამ სერიის ყოფილი ჩემპიონის დენ უელდონის დაღუპვა გამოიწვია
ბრიტანული პრესა აქტიურად განიხილავს ინდიკარის რბოლაში მომხდარ ავარიას, რომელმაც ამ სერიის ყოფილი ჩემპიონის დენ უელდონის დაღუპვა გამოიწვია. ფორმულა 1-ის ლეგენდა ნაიჯელ მენსელი ეთანხმება ჯოდი შექტერის აზრს, რომელსაც სურს, რომ მისმა ვაჟმა მიატოვოს ამერიკული სერია უელდონის დაღუპვის შემდეგ...

ნაიჯელ მენსელი: "ფორმულა 1-ის უსაფრთხოება - მაგალითი უნდა იყოს ინდიკარისთვის. ტრასაზე აუცილებელია უსაფრთხოების ზონები, რომელიც პილოტს ინციდენტის შემთხვევაში სიჩქარის დაკლების საშუალებას მისცემს. ოვალურ ტრასებზე კი არსად წასასვლელი არ არის - პატარა ინციდენტმა შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ წამის მეასედებში პილოტი ბეტონის კედელს შეასკდება იქამდე, სანამ რამეს გააცნობიერებს.

ვეთანხმები შექტერს - საათში 350 კილომეტრი სიჩქარით მოძრავი 34 მანქანა კილომეტრნახევრიან ტრასაზე - ეს მეტისმეტია. როცა ტრასაზე ამდენი მანქანაა, პატარა შეცდომამ, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს".

ფორმულა 1-ში უსაფრთხოებისთვის მებრძოლი, სერ ჯეკი სტიუარტი ასევე მიიჩნევს, რომ ამერიკულ სერიებში უსაფრთხოების სტანდარტებია შესაცვლელი.

ჯეკი სტიუარტი: "როცა მე ვმონაწილეობდი რბოლებში, პილოტების შეჯახება დიდი იშვიათობა იყო, რადგან ნებისმიერ კონტაქტს შეიძლება ფატალური შედეგი მოჰყოლოდა, მაგრამ დღეს კონტაქტური ბრძოლა ჩვეულებრივი ამბავია და ეს გადამჭრელი მოქმედებისკენ მოწოდება უნდა იყოს.

ეს ავარია და მისი შედეგები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რისკი ძალიან მაღალია. ხელმძღვანელობამ სიტუაცია კონტროლს უნდა დაუქვემდებაროს - პილოტები სერიოზულად უნდა დაისაჯონ ერთმანეთთან კონტაქტის გამო".

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა