ქართველი ჩოგბურთელი ლუქსემბურგში წყვილთა ბადეში რჩება, სადაც სლოვენიელ ანდრეა კლეპაჩთან ერთად თამაშობს
ანა ტატიშვილი (89) უდავოდ ჩვენი საუკეთესო ჩოგბურთელია, ამას რეიტინგიც ადასტურებს - წლების შემდეგ, როგორც იქნა, ვეღირსეთ მოწინავე ასეულში ჩვენებურის მოხვედრას, მაგრამ, თუკი ანა წარმატებით ასპარეზობს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით (ITF) გამართულ ტურნირებში, სამაგიეროდ ძალზე უჭირს უფრო მაღალ დონეზე - ჩოგბურთის ასოციაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში (WTA).

არადა, უმაგისოდ 21 წლის ქართველს მოწინავე ასეულში დამკვიდრება გაუჭირდება. ჩვენი სიტყვების დასტურად ანას სექტემბერ-ოქტომბერის შედეგებს მოვიყვანთ - მან ჯერ ITF-ის ორ ტურნირში იყოჩაღა, ფინალსა და მეოთხედფინალში ითამაშა, შემდეგ კი ლინცში პირველსავე საკვალიფიკაციო წრეში წააგო. დამარცხდა ის ლუქსემბურგის ღია პირველობის (220 ათასი დოლარი) პირველივე წრეშიც, რომელიც გუშინ გაიმართა. ჩვენებურმა ორ-საათიანი ბრძოლა შესთავაზა იტალიელ ალბერტა ბრიანტის (73), მაგრამ საბოლოოდ გაწბილებული დარჩა - 3:6, 6:1, 3:6.

ტატიშვილი ლუქსემბურგში წყვილთა ბადეში რჩება, სადაც სლოვენიელ ანდრეა კლეპაჩთან ერთად თამაშობს. წლის ბოლომდე ანა შეინარჩუნებს ასეულში ადგილს ორი ტურნირის შარშანდელი ქულები (გრეიფვაინი, 50 ათასი დოლარი, მეოთხედფინალი - 18 ქულა და ფინიქსი, 75 ათასი დოლარი, ნახევარფინალი, 50 ქულა) სულაც რომ დაკარგოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა