რიგაში დამთავრებულ ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიო პირველობაზე ჩვენებმა კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
როგორც გაირკვა, რიგაში დამთავრებულ ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიო პირველობაზე ჩვენებმა კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

რომელსაც ახალგაზრდებში 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზვიად კაპანაძე დაეუფლა. სამბისტთა წლევანდელი პირველობა ბევრად უკეთ კი იყო ორგანიზებული, (გადაიცემოდა პირდაპირ რეპორტაჟში) მაგრამ საინფორმაციო უზრუნველყოფა მაინც არ იყო სრულყოფილი. რეპორტაჟებში მაინც ადგილობრივ ოპერატორთა ნებაზე ხარ დამოკიდებული -რომელ შეხვედრას გიჩვენებენ, ხოლო შეხვედრათა ოქმები საიტზე ოპერატიულად კვლავაც არ ქვეყნდებოდა. ამ პირობებში ისევ ფედერაციაზე ვიყავით დამოკიდებული და კაპანაძის მედალიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოგვრჩა.

ამდენად, რიგაში ორივე ასაკობრივი ნაკრების საერთო შედეგი 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაოა. აქედან ბიჭების ახალგაზრდული გუნდის მიღწევა 2 ოქრო და 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა. მათგან ჩემპიონები გიორგი ნოზაძე (90) და სლავა რეზესიძე (+100) გახდნენ, ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57), თორნიკე თათარაშვილმა (62) და ლაშა ზურაბიანმა (82) მხოლოდ ფინალური შეხვედრები დათმეს, კაპანაძე კი მესამეზე გავიდა. ჭაბუკებმა 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს.

ამ ასაკში ჩემპიონობით მიხეილ მეზურნიშვილმა (70), გიორგი ბიწაძემ (75) და ალექსანდრე მილდიანმა (87) გაგვახარეს, ბექა ტუღუში (65) ვერცხლს დასჯერდა, აბესალომ ვაშაყმაძე (52) და გაგა ჯიხვაძე (+87) მესამეზე გავიდნენ. ბიჭების ორივე ნაკრებმა რუსების შემდეგ თავ-თავის ასაკის საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი მოიპოვეს.

კიდევ ერთი ბრინჯაო ახალგაზრდა გოგოებში მოჭიდავე შორენა შარაძის (64) მონაპოვარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე