ავსტრალიის ნაკრების მეორეხაზელი პარასკევს უელსის ნაკრებთან გასამართ მატჩში მესამე ადგილისთვის, ეროვნული ნაკრების კვართს მეასედ მოირგებს
ავსტრალიის ნაკრების მეორეხაზელი ნათან შარპი პარასკევს, ოქლენდში უელსის ნაკრებთან გასამართ მატჩში მესამე ადგილისთვის, ეროვნული ნაკრების კვართს მეასედ მოირგებს.

ახალი ზელანდიის წინააღმდეგ მატჩში 33 წლის ვეტერანმა ტრავმის გამო ვერ შეძლო ნახევარფინალში თავისიანებს დახმარებოდა. მის ნაცვლად "ოლ ბლექსს" ნაკრების ახალწვეული რობ საიმონსი დაუპირისპირდა. თუმცა "ვოლაბების" ყოფილი კაპიტანი ამჯერად თამაშს ნამდვილად შეძლებს, მით უფრო, რომ მეორეხაზელი დენ ვიკერმანი დაშავდა და გუნდს ვერაფრით დაეხმარება.

შარპის დებიუტი ავსტრალიის ნაკრებში 2002 წელს საფრანგეთს ნაკრებთან მატჩში შედგა და მას შემდეგ, "ვოლაბების" ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი იყო. ავსტრალიის ეროვნული გუნდის უკანახაზელს, ადამ-ეშლი კუპერს მიაჩნია, რომ მისი მეგობრის ეს მიღწევა გუნდს დამატებით მოტივაციას სძენს.

"ეს უდიდესი მიღწევაა. არ ვიცი, თვითონ რას გრძნობს, მაგრამ მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ. ძალიან მინდა უელსთან მატჩში მის გვერდით ვითამაშო. ის ხომ მეხუთე ავსტრალიელია, ვისაც ჩვენი ქვეყნის ნაკრების კვართი ასჯერ და მეტჯერ მოურგია.

იმის გარდა, რომ ნათანი დიდი მორაგბეა, ის შესანიშნავი მეგობარიცაა, რომელიც მზად არის ნებისმიერ დროს დაგეხმაროს. ამიტომ, მისი წარმატება ძალიან მიხარია" - თქვა ადამ-ეშლი კუპერმა.

შეიძლება ითქვას, რომ ნათან შარპს გაუმართლა კიდეც, რადგან ვიკერმანმა "ოლ ბელქსთან" მატჩში მხართან ერთად ცხვირიც დაიზიანა და თამაშს ვერაფრით შეძლებს. მის გარდა "ვოლაბებს" დააკლდებათ ტრავმირებული შერკინების კვაჭი სტივენ მური, ბურჯი სეკოპე კეპუ და შუამარბი პეტ მაკკები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა