ინტერვიუ ხაშურის სასპორტო სკოლის დირექტორ მევლუდ ლომიძესთან
ხაშურის სასპორტო სკოლის დირექტორს მევლუდ ლომიძეს ამ ქალაქში თავისუფალ ჭიდაობაში ვახტანგ კვინიკაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ყოფნისას ვესაუბრეთ.

- ბატონო მევლუდ, რამდენ წელს ითვლის თქვენი სასპორტო სკოლა?

- შარშან 70 წელი შეუსრულდა. იუბილესადმი მიძღვნილი ასპარეზობები გაიმართა ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში, ფეხბურთში, კალათბურთში. სწორედ ეს სახეობებია წამყვანი ტრადიციულად სპორტსკოლაში.

- საერთო წარმატებებზე რას იტყვით?

- თავისუფალ ჭიდაობაში ჩვენი სპორტსმენები წარმატებებს სისტემატიურად აღწევენ საქართველოს პირველობებზე და ქვყნის ასაკობრივ ნაკრებებშიც იწვევენ. ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვართ ძიუდოსა და სამბოში, განსაკუთრებით ამ უკანასკნელში დავიკვეხნით საქართველოს ჩემპიონებით, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორებით. დიდი ტრადიციები გვაქვს ქართულ ჭიდაობაში. წლეულს რაიონის მუნიციპალიტეტის და სასპორტო სკოლის თაოსნობით ექვს სოფელში (ალი, ფლევი, ვაყა, ქინძათი, ოსიაური, ზემო სერი) ჩავატარეთ შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში, ნახერხმოყრილ არენაზე.

- ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში არ ჩანხართ.

- ადრე სპორტსკოლაში ფუნქციონირებდა სექცია, მაგრამ მერე შეწყვიტა არსებობა. მეორე წელია აღვადგინეთ და სათავეში ჩავუყენეთ ახალგაზრდა მწვრთნელი კახა ლომიძე. ბუნებრივია, მოკლე დროში წარმატებებს ვერ მოვთხოვთ, მაგრამ ესეც უთუოდ მოვა.

- დანარჩენ სპორტის სახეობებზე რას იტყვით.

- სკოლაში ორი წელია ძალოსნობის სექცია ამოქმედდა და წლეულს ერთ-ერთმა ჩვენმა შეგირდმა საქართველოს პირველობაზე მეორე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა მუშაობს მძლეოსნობის, კალათბურთის, ჭადრაკის ჯგუფები. სკოლაში ყველა სპორტის სახეობაში სულ 700-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს.

- სასპორტო სკოლაში თქვენ ფეხბურთიდან მოხვედით.

- ფეხბურთი მასობრიობით პირველია ჩვენს რაიონში და ამაში თავისი წვლილი ჩვენს სკოლასაც შეაქვს. მართალია, გუნდი უმაღლეს ლიგაში არ გვყავს, მაგრამ ჩვენი აღზრდილებიდან არაერთი თამაშობს ლიგის გუნდებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მუშაობა ცუდად ვერ შეფასდება.

- უკანასკნელ სეზონში ხაშურის "ივერიას" პირველ ლიგაში გადასვლას ერთი ნაბიჯი დააკლდა. წლეულს რა გეგემები აქვს ამ გუნდს?

- ჯერ სტადიონთან დაკავშირებული პრობლემებია მოსაგვარებელი.

- რა პრობლემაა?

- კუთვნილებაა გასარკვევი. ამასთან, წლეულს სურამსა და ხაშურში მომხდარი წყალდიდობისას (რომელსაც ტრაგიკული შემთხვევებიც მოჰყვა) სტადიონი ადიდებულმა მდინარემ დატბორა და ახლაც მინდვრის საფარი ნახევარ მეტრამდე სისქის ქვიშითაა დაფარული. "ივერია" კალენადარულ მატჩებს ბორჯომში მართავს. ფაქტიურად სულ სტუმრად, ან ნეიტრალურ მინდორზე ვთამაშობთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, რაიონის ხელმძღვანელობა წლეულს ამ საკითხის გადაჭრას გეგმავს და ფინანსური თვალსაზრისით პირველ ლიგისთვის შესამზადებლადაც არ არის უარზე.

- ხაშურს საქართველოში ქალთა ფეხბურთის გამორჩეული გუნდი ჰყავს.

- საქართველოს ნაკრებში ჩვენი რამდენიმე ფეხბურთელი გოგონაა. ქვეყნის ჩემპიონატის ფავორიტებს შორისაც მუდამ ვართ, რაც მწვრთნელ თემურ კობერიძის დამსახურებაა. ცოტა ხნის წინათ ჩვენი აღზრდილი თამთა მალიძე "კარლსრუეში" გადავიდა.

-რაიონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა თუ გაქვთ?

- სკოლის ბიუჯეტი გაიზარდა. გარდა ამისა, რაიონის ხელმძღვანელობამ შარშან წლის ბოლოს საქართველოს პირველობის ყველა გამარჯვებულს წამახალისებელი პრიზები (მობილური ტელეფონები) გადასცა. წლეულს სეზონის შედეგების მიხედვით გამოავლენენ სამ საუკეთესო მწვრთნელს და მათაც დაასაჩუქრებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა