"ჩელსის" პორტუგალიელმა მწვრთნელმა, პრემიერლიგის შეფებს სთხოვა, შეჯიბრების ნაცად და ათწლეულებს გამოტარებულ ფორმატს თავი დაანებონ
"ჩელსის" პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა პრემიერლიგის შეფებს სთხოვა, შეჯიბრების ნაცად და ათწლეულებს გამოტარებულ ფორმატს თავი დაანებონ. ასეთი გახლდათ 34 წლის (ორშაბათს გახდა) სპეციალისტის რეაქცია ზოგიერთი კლუბის უცხოელი მეპატრონის იდეაზე, პრემიერლიგა ჩაკეტონ ანუ იქიდან არც ვინმე გააგდონ და არც ქვედა ლიგებიდან დააწინარონ გამარჯვებულები.

ახალ იდეას ინგლისის მენეჯერთა (ანუ მწვრთნელთა) ასოციაციის შეფი, რიჩარდ ბივენი აღუდგა და ვილაშ-ბოაშმაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ერთ-ერთი, რითაც ინგლისურ ფეხბურთს შეუძლია იამაყოს ტრადიციაა. ის, რამაც საუკუნეზე მეტ ხანს გაუძლო და რითაც ინგლისური ფეხბურთი თავის ხიბლს ინარჩუნებს. ტრადიციების დარღვევა არ შეიძლება. ეს ისეთი რამ არის, რასაც ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ. ჩემი ეს პოზიცია მყარია. პრემიერლიგის ფორმატის ნებისმიერ ცვლას ვეწინააღმდეგები".

შემდეგ, ვილაშ-ბოაშმა, რომელიც სულ ოთხი თვეა რაც ინგლისში მუშაობს, თქვა, რომ ვერასოდეს აპატიებს საკუთარ თავს თუკი იმ ხალხს, ვინც მისგან ახალ გარემოში წარმატებას ითხოვს, იმედს გაუცრუებს. მეორე მხრივ, მან თქვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცის, სერ ალექს ფერგიუსონის მსგავს კარიერაზე არ ოცნებობს:

"ნამდვილად არ მინდა ერთსა და იმავე ადგილზე ძალიან დიდი ხანი ვიმუშაო. აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ვიგრძნობ, რომ აქ მუშაობამ უკვე დამაკმაყოფილა და სხვაგან წავალ. რასაკვირველია, ლამაზი ფეხბურთის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იმ კაბინეტში შეხედვაა, სადაც ჯილდოებს ინახავ. სწორედ ამიტომ მინდა რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიპოვო, მითუფრო ისეთ ძლიერ გუნდთან ერთად, როგორიც "ჩელსია". ამიტომაც არასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს თუკი "სტემფორდ ბრიჯიდან" ხელცარიელი წავალ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა