ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დავით მუჯირის ღია წერილი: ქეცბაიას გზით ვერ გავფრინდებით

დავით მუჯირის ღია წერილი: ქეცბაიას გზით ვერ გავფრინდებით

"მხოლოდ 9-0-1 განლაგებით და ტაქტიკის საერთოდ არარსებობით მომავალი არ გვაქვს"
მოგესალმებით ყველას. ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენები იმდენად უსამართლოდ მეჩვენება, იძულებული გავხდი, ასეთი სახის მიმართვა გამეკეთებინა.

ეს გულშემატკივრის დაცინვაა

როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა, თავს უფლება მივეცი, საქართველოს ნაკრების თავკაცისა და ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიები გამოვთქვა და ქართული ფეხბურთის უკუსვლისკენ მიმართული მათი რამდენიმე გამონათქვამი და მიღებული გადაწყვეტილება გავაკრიტიკო.

ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სუსტი ჯგუფი გასულ შესარჩევ ციკლში შეგვხვდა. ამ ჯგუფში კატასტროფული შედეგისა და მთელი ციკლის განმავლობაში ნაჩვენები "ანტიფეხბურთის" შემდეგ ფედერაციის თავკაცმა მიიღო გადაწყვეტილება, მთავარ მწვრთნელთან გაეფორმებინა ახალი ოთხწლიანი კონრაქტი და თან, როგორც თავად აცხადებს, გასული ორი წლის მსგავსად, მომდევნო სამი წელი შედეგს არ მოსთხოვს. თუმცა, ბატონი დომენტის გადაწყვეტილებაზე მეტად თემურ ქეცბაიას კომენტარებმა დამწყვიტა გული, რომლებზეც დაწვრილებით ქვემოთ მოგიყვებით.

ქეცბაიამ და სიჭინავამ ქართველებს ახალი ფენომენი შემოგვთავაზეს - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის გამოყენება, რადგან, მაინც ძლიერი ჯგუფიაო! თითქოს წინასწარ იცოდნენ მომდევნო შესარჩევი ციკლის კენჭისყრის შედეგები და გარანტია ჰქონდეთ იმისა, რომ ისევ ესპანეთ-საფრანგეთის მსგავსი ძლიერი გუნდები არ შეგვხვდება. ან თუნდაც "იოლი" ჯგუფიდან გასვლა ჰქონდეთ გარანტირებული.

ნეტავ, რას მიიჩნევენ "იოლ" ჯგუფად, როდესაც იმაზე სუსტი ჯგუფი, რომელშიც ბოლო შესარჩევ ციკლში მოვხვდით, არ არსებობდა. არადა, შეგახსენებთ, 10 ქულით მეხუთე ადგილზე გავედით, 10 ტურში მხოლოდ 7 გოლი გავიტანეთ, უპერსპექტივო ფეხბურთი ვაჩვენეთ და მთავარმა მწვრთნელმა ეს ყველაფერი დადებითად შეაფასა, რაც ქართველი გულშემატკივრის დაცინვად მიმაჩნია. ქეცბაიას მხრიდან მართებული იქნებოდა და სწორად ჩავთვლიდი, თუ იგი გამოვიდოდა, აღიარებდა შეცდომებს, წარუმატებლად მიიჩნევდა ციკლს, წარმატებას უსურვებდა ნაკრებს და დატოვებდა თანამდებობას.

მწვრთნელ ქეცბაიას მინუსები - სადაა ტაქტიკა?!

სამწუხაროდ, მწვრთნელ ქეცბაიას უამრავი მინუსი აღმოაჩნდა, უამრავი შეცდომა დაუშვა შემადგენლობის შერჩევაში, თამაშებისთვის მზადების პროცესში, შეცვლებში, ფეხბურთელებთან ურთიერთობაში... რაც შეეხება ტაქტიკას, ჩემი აზრით, მის არსენალში ის საერთოდ არ მოიპოვება, რადგან, პირადად მე, "მცველთა და დაცვითი ფუნქციების ფეხბურთელების ჭარბი რაოდენობით მოედანზე გამოყვანას და იქნებ გაგვიმართლოს და შემთხვევით ბოლო წუთზე გოლი გავიტანოთ"-ს, ტაქტიკას ვერ ვუწოდებ.

გამართლებაზე გამახსენდა, არ გვიმართლებსო, გაიძახის ქეცბაია ეს ბოლო პერიოდია, რასაც გავახსენებ მასაც და გულშემატკივარსაც. 1.კენჭისყრისას ისე გაგვიმართლა, სიზმარშიც ვერ ვინატრებდით და უსუსტესი ჯგუფი შეგვხდა; 2. თემურის სადებიუტო შეხვედრაში ესტონეთთან ბოლო წამზე სირაძის თავურმა გაგვახარა; 3. ჯგუფის აუტსაიდერ მალტასაც ასევე ბოლო წამზე, ისევ სირაძის თავურით გაჭირვებით გამოვტყუეთ გამარჯვება; 4. ხორვატიასთან თბილისში ბოლო წუთზე პირველად (!!!) დავარტყით კარში და კობიაშვილის გოლით გავიხარეთ; 5. ხორვატიაში კარის მიმართულებით გაგზავნილი ერთადერთი (!!!) ბურთი კანკავას თავიდან მოწინააღმდეგის ბადეში აღმოჩნდა.

აღარ კმარა? და ჩვენ რით ვუპასუხეთ ხორვატიას? იაშვილის მაგივრად დაუშვილი, დაცვაზე ორიენტირებული კიდევ ერთი ნახევარმცველი შემოვიყვანეთ და "დავტვირთეთ" ჩვენი საჯარიმო.

ამდენი გამართლების შემდეგ 2014 წლის შესარჩევში რონალდომ ყველაზე ძლიერი ჯგუფი შეგვახვედრა. თუმცა ეს ფაქტი ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელობამ თავის სასიკეთოდ შემოაბრუნა, ძლიერი ჯგუფია, შედეგს ნუ მოგვთხოვთ და 2014 წლის სექტემბერში რომ ციკლი დაიწყება, ანუ 3 წლის შემდეგ, მაშინ ვსინჯავთ რამესო.

ფაქტია, ამაზე ძლიერი ჯგუფი იყო ტოპმიოლერის დროს, სადაც, ესპანეთის მსგავსად, მსოფლიოს ჩემპიონი იტალია, ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი, 1/4-ფინალისტი უკრაინა და შოტლანდია გვყავდა და ქეცბაიას გუნდის მსგავსად, ჯგუფში 10 ქულა ავიღეთ. მალტის დონის გუნდთან, ფარერებთან, 2 მატჩში 9 გოლი გავიტანეთ, როცა ქეცბაიას გუნდმა 10 მატჩში მხოლოდ 7-ის გატანა მოახერხა.

ტოპმიოლერი გავაგდეთ, ცუდი შედეგი ჰქონდაო, ქეცბაიას კი ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გავუფორმეთ და მომავალ, შედარებით სუსტ ჯგუფში შედეგს არ ვთხოვთ. სადაა ლოგიკა?!

ჩვენ არ გვყავს ფეხბურთელები?!

ვინმე იტყვის, ეს ქართველიაო. გიპასუხებთ - ქეცბაია, ტოპმიოლერის, კუპერის და კიდევ ბევრი სხვა მწვრთნელის მსგავსად, დაქირავებული, მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია, რომელიც შედეგზეა პასუხისმგებელი და მისი არქონის შემთხვევაში სხვა მიზეზებზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფეხბურთელების დეფიციტზე, გადაბრალება არ ეპატიება.

ავხსნი რატომ - როდესაც ქეცბაიამ საქმეს ხელი მოჰკიდა და პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე, მშვენივრად იცოდა, ვისთან ერთად მოუწევდა დასახული მიზნების განხორციელება. მისი განცხადებები, რომ ფეხბურთელები არ გვყავს, მინიმუმ, არაკორექტული, ჩემი ხედვით კი, საკუთარი გუნდის უპატივცემულობაა.

ანუ, რა გამოდის? ის, რომ კალაძეს ეუბნება, კახა, შენ კი მოიგე 2 ჩემპიონთა ლიგა და სისტემატურად კი თამაშობ სერია A-ში, მაგრამ ესტონელებს (რომლებიც სერია A-ს სიზმარშიც ვერ ნახულობენ) უკეთესი მცველები ჰყავთო? კობიაშვილს ეუბნება, ლევან, შენ კი თამაშობ ბუნდესლიგაში 15 წელიწადია და შენს პოზიციაზე ახლაც გამორჩეული ხარ, მაგრამ მე მაინც ლატვიის (სამწუხაროდ, გვარებიც არ ვიცი) ფეხბურთელები მირჩევნიაო? რევიშვილს ეუბნება, კი ხარ დღეს რუსეთის ძლიერი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, მაგრამ მე მაინც რუსეთის მეორე ლიგის "ხიმკის" სომეხთა მეკარე ბერეზოვსკი მირჩევნიაო? თუ, რა გამოდის, რომ ესტონეთის, ლატვიის და სომხეთის ეროვნული ჩემპიონატები და კლუბები საქართველოსაზე ძლიერია?

არა, არა და არა. ანუ მორიგ ქართულ ფენომენთან გვაქვს საქმე - იგებს მწვრთნელი, აგებენ ფეხბურთელები. შეიძლება, არ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორიც ესპანეთს, ჰოლანდიასა და გერმანიას, მაგრამ ჩვენ ხომ თემურს მსოფლიოს ჩემპიონობას არ ვთხოვთ?

გოგუასთან კონფლიქტი და რას ერჩის სირაძეს?

კიდევ ერთ გაუგებარ მომენტს უნდა შევეხო. სელექცია და ნაკრებში ფეხბურთელების გამოძახების კრიტერიუმები, რომლებიც მწვრთნელის ხასიათთან ერთად იცვლება. ერთ მაგალითს მოვიყვან. გოგუა-ქეცბაიას კონფლიქტის განხილვა ცალმხრივად მოხდა, მოვისმინეთ მხოლოდ ქეცბაიას აზრი, რომელმაც დიმა ობოლაძის გადაცემაში გოგუა "მიწასთან გაასწორა". თემური კატეგორიულად უარყოფს კონფლიქტს და აცხადებს, ისრაელთან გასამართ უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე ორი დღით ადრე გოგუა იმიტომ "გაუშვა" ნაკრებიდან, რომ გოლები ვერ გაჰქონდაო.

მიუხედავად იმისა, თუ ვინაა დამნაშავე, გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალდებული იყო, უპირველესად, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ემოქმედა და ნებისმიერი (თუნდაც ურჩი) ფეხბურთელის მიმართ პრეტენზია მატჩის შემდეგ გამოეთქვა.

კარგი, ვთქვათ, აქ ქეცბაიას დავუჯერეთ, მაშინ რას მივაწეროთ ის ფაქტი, რომ სირაძე, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და რამდენიმეჯერ სირცხვილს ბოლო წამებზე გადაგვარჩინა, ნაკრებს მიღმა რჩება? დათოს ბევრი გოლი რომ გააქვს, ეს არ ითვლება?! აღარაფერს ვამბობ შეტევის ხაზის (მათ შორის, უშუალოდ თავდამსხმელების) იმ მოთამაშეებზე, რომლებსაც შესარჩევი ციკლის დასრულებამდე იძახებდა მიუხედავად იმისა, რომ, გოგუას მსგავსად, არც ერთი გოლი არ გაუტანიათ.

საქმე კი იმაშია, რომ ქეცბაიამ კარგად იცის, ნებისმიერი კონფლიქტი, რომელმაც გუნდს საბედისწეროდ ავნო, უკვე მწვრთნელის შეცდომად ითვლება, და ამიტომ იგი ყველგან და ყველაში ეძებს წაგების მიზეზებს, საკუთარი თავის გარდა.

მოთამაშეთა დეფიციტია და აკადემიას კვიპროსში ხსნი?

მე პირადად არსად მსმენია, შენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო, ქვეყანაში ფეხბურთელების დეფიციტს წარუმატებლობის უმთავრეს მიზეზად მიიჩნევდე, საკუთარ სამშობლოში წარმოუდგენლად მაღალ გასამრჯელოს იღებდე და ამ დროს სხვა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში კვიპროსზე, საფეხბურთო აკადემიას ხსნიდე. ეს მაშინ, როდესაც ჩვენთან კატასტროფული პირობებია ბავშვთა და, საერთოდ, ფეხბურთში; იმ დროს, როდესაც ბატონმა თემურმა ჟურნალისტების და კამერების თანდასწრებით "სპექტაკლი" დადგა და სასტიკად და უხეშად გააკრიტიკა ვეტერანთა თაობა, ქართულ ფეხბურთზე და მის განვითარებაზე არ ზრუნავთო, თავად 3 თვეში იზრუნა კვიპროსული ფეხბურთის განვითარებაზე.

და კიდევ, თუ ქეცბაია თანამდებობაზე სიმბოლურ ან თუნდაც დაბალ ხელფასზე მუშაობს მხოლოდ ქართული ფეხბურთის სიყვარულისა და მის მომავალზე ზრუნვის გამო, მით უფრო გამჭვირვალე და ყველასთვის ცნობილი უნდა იყოს ეს ფაქტი. ამიტომ, საფეხბურთო სამყაროში არსებული აზრი, რომ ქეცბაიას წლიური გასამრჯელო მინიმუმ შვიდნიშნა რიცხვია, უფრო ჰგავს სიმართლეს და მაძლევს საფუძველს, მას "წარმოუდგენლად მაღალი" ვუწოდო.

ვეტერანთა მოშორებით წარუმატებლობა გამართლდება

მინდა, მივმართო გულშემატკივართა იმ ნაწილს, რომელიც მიიჩნევს, რომ ნაკრებში ესა თუ ის ფეხბურთელი ნაკლებად იხარჯება, ვიდრე საკუთარ კლუბში. მერწმუნეთ, საქართველოს ნაკრებში არ არის ფეხბურთელი, რომლისთვისაც ნაკრების ინტერესი უპირველესი არ იყოს და მაქსიმალურად არ იხარჯებოდეს გუნდის წარმატებისთვის.

გამაკვირვა ქეცბაიას ურთიერთობამ ნაკრების წამყვან ფეხბურთელებთან და მათ მომავალთან დაკავშირებულ კითხვებზე მისმა არაკონკრეტულმა და არადამაჯერებელმა პასუხებმა. იმის მაგივრად, რომ თქვას, ნაკრებში ითამაშებენ საუკეთესო ფეხბურთელები ასაკის მიუხედავადო, კითხვებს თავს არიდებს და კონკრეტული პასუხებისგან თავს იკავებს. რას ელოდებით, ბატონო თემურ? კალა-კობი-იაშკა-ხიზანა რომ გამოვლენ და თავად იტყვიან, ჩვენ კი ვთამაშობთ სერია A-ში, პირველ და მეორე ბუნდესლიგებსა და თურქეთში, კი ვართ ნაკრებისთვის ყველაზე საჭირო ფეხბურთელები, მაგრამ ჩვენი დრო წავიდა და წავალთო?

ლოგიკურად ეგრეა და თუ ასე არ არის, მაშ რატომ არ აფიქსირებთ თქვენს პოზიციას გუნდის წამყვან მოთამაშეებთან დაკავშირებით? პრინციპში, თქვენს "არსენალს" კიდევ ერთი არგუმენტი შეემატება და წარუმატებელი მატჩის შემდეგ იტყვით, გუნდი წამყვანმა მოთამაშეებმა თავად დატოვეს და ახლებს დრო სჭირდებათ შესათამაშებლადო. ალბათ, 5-გუნდიან ძლიერ ჯგუფში ყოფნასაც თქვენს სასიკეთოდ გამოიყენებთ და (ღმერთმა არ ქნას) თუ მეხუთეზე გავედით, იტყვით, პროგრესი აშკარაა, წინა შესარჩევ ციკლთან შედარებით უფრო ძლიერ ჯგუფში გავედით მეხუთეზე და ციკლი წარმატებულად უნდა ჩავთვალოთო.

ამას ხომ უმწვრთნელოდ მოვახერხებდით?

მაისის ბოლოს, როდესაც ხორვატიაში მატჩამდე ქეცბაიამ გაფართოებულ 30-კაციან შემადგენლობას უხმო, იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდა და შედეგიანად და გუნდისთვის სასარგებლოდ ვთამაშობდი, ვიფიქრე, რომ ნაკრებში გამოძახების საფუძველი მქონდა.

ისევე, როგორც ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელისთვის, ჩემთვისაც ნაკრებში თამაში ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. ამიტომ მწყდება გული, რომ ვერც ამ 30-კაციან სიაში და ვერც სხვა რომელიმე მატჩში ჩემი ადგილი არ მოიძებნა და ნაკრების დახმარება ვერ შევძელი.

შევეცადე, ამისთვის გულშემატკივრის თვალით შემეხედა და ვიფიქრე - თუ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის განკარგულებაში მუჯირზე უკეთესი 30 ფეხბურთელია, მაღალი შედეგისთვის ბრძოლა უფრო გაგვიადვილდება-მეთქი. თუმცა, როდესაც თამაშს ვუყურე და ვნახე, რომ საქართველოს ნაკრებმა სპლიტში 90 წუთის განმავლობაში მოწინააღმდეგის კარში (და კარის მიმართულებითაც!) მხოლოდ ერთხელ დაარტყა, და ისიც თავით, მივხვდი, რომ ასე ვერ "გავფრინდებით".

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ამჟამად აქვს იმის რესურსი და ჰყავს ისეთი დონის ფეხბურთელები, რომ მწვრთნელის გარეშეც მოახერხებს ასეთ სუსტ და თუნდაც ძლიერ ხორვატიასთან ორჯერ მაინც დაარტყას კარში!

მედიას სითამამე სჭირდება!

სამწუხაროდ, სპორტული მედია დუმს. ბევრ ჟურნალისტს პირადად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს ბევრი ხედავს და ბევრ რამეში მეთანხმება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ქართული ფეხბურთის აღორძინებას ელოდებიან და ერთი სურვილით არიან შეპყრობილნი, როდის დაწერენ და გვამცნობენ ქართული ფეხბურთის და ეროვნული ნაკრების დიდ წარმატებას. მათი დახმარების გარეშე კი, არაფერი შეიცვლება.

ამიტომ მათ თხოვნით მივმართავ - უშუალო მონაწილეობა მიიღონ ქართული ფეხბურთის განვითარების პროცესში. ესაა ჟურნალისტის საქმე, სტატიებითა და გადაცემებით ქართული ფეხბურთის და სპორტის წინსვლას ემსახურებოდეს. თორემ, ხორვატებს რომ გავუტანეთ, ამას სიხარულისგან მთელი საქართველო ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა. ასე ვიყავი მეც ღამის 5 საათზე იაპონიაში, შოთა თურქეთში, ასათიანი მოსკოვში, ყენია გერმანიაში, მჭედლიძე იტალიაში და კიდევ ათასობით უცხოეთში მყოფი ქართველი, იმიტომ, რომ ეს ყველა ქართველის ნაკრები და თითოეული ჩენგანის სიხარული და ტკივილია.

ამოიღეთ ხმა, თამამად და თავისუფლად მიუთითეთ შეცდომებზე, დაუსვით კონკრეტული კითხვები და მოითხოვეთ კონკრეტული პასუხები. იქნებ მიხვდნენ, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა და მათ გარდა სხვამაც იცის, რა არის ფეხბურთი და რა "ანტიფეხბურთი".

იქნებ, თვალები გაახილონ

იქნებ, ასე მაინც იგრძნონ პასუხისმგებლობა შედეგზე; იქნებ, სუსტ ჯგუფში 10 ქულას და მე-5 ადგილს წარმატება აღარ უწოდონ და იქნებ, იმასაც მიხვდნენ, რომ მხოლოდ 9-0-1 განლაგებით და ტაქტიკის საერთოდ არარსებობით მომავალი არ გვაქვს და ორ წელიწადში ერთი შემთხვევითი გამარჯვება საქართველოსთვის საკმარისი არ არის.

იქნებ, როცა დვალიშვილის სტილის თავდამსხმელს მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში მხოლოდ ერთი საგოლე მომენტი შეექმნება და ისიც ისრაელის მცველის შეცდომის ხარჯზე, აქ მაინც ეძებოს მწვრთნელმა საკუთარ თავში შეცდომა.

იქნებ, თვალები გაახილონ და უარი თქვან იმ იდეაზე, რომ თურმე ყველა ახალგაზრდული ნაკრები ქეცბაიას ამჟამინდელი სტრატეგიითა და "ტაქტიკით" უნდა თამაშობდეს. იქნებ, მერე შერცხვეთ და ლატვიასთან საშინაო მარცხის შემდეგ არ გვითხრან, 10 წელიწადია, ასეთი ფეხბურთი არ გვიჩვენებია და ასე არც ერთი გუნდისთვის არ "გადაგვირბენიაო".

იქნებ, იმავე მალტასთან ფრე ლატვიასთან დამარცხებას აღარ მიაწერონ...

თუ არა და, დავიძინოთ ყველამ… 3 წელიწადი, ამდენივე ხნით დავკეტოთ "ბორის პაიჭაძე" და "მიხეილ მესხი". დავიძინოთ 2014 წლის სექტემბრამდე, როდესაც შემდეგი შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი გვექნება.

და რა? ისევ მივალთ სტადიონზე, ალბათ, ჩვენი შვილები არ წამოგვყვებიან, რა აზრი აქვსო, მამები გვეტყვიან, სახლში ვუყურებთ, სად გვაქვს მაგათი ნერვებიო, თქვენ კი პრესკონფერენციაზე ისევ მოისმენთ, რომ არ გაგვიმართლა, რომ 13 წელი ასე არავისთვის "გადაგვირბენია", რომ ისევ ძლიერი ჯგუფი შეგვხვდა, მწვრთნელს დრო მივცეთ, კონტრაქტი გავუგრძელოთ და შემდეგი შესარჩევისთვის მოვემზადოთო.

მე კი დღესვე მინდა, სწორ გზაზე დავდგეთ, პერსპექტიული მომავალი დავინახო და ამიტომ ჩავთვალე ჩემს ვალდებულებად მიმდინარე პროცესებზე პოზიციის დაფიქსირება.

და თუ მომავალში მაინც ქეცბაია უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, იქნებ, ჩემმა და თქვენმა სიტყვებმა აუხილოს თვალი, თვითკრიტიკული გახდეს და ქართული ფეხბურთი სწორ გზაზე დააყენოს.

ამ წერილის მიზეზი და მიზანი ქართული ფეხბურთის კეთილდღეობაზე ზრუნვაა. ამიტომ თქვენ და თითოეულ ქართველს გთხოვთ, ყველაფერი გააკეთოთ ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის.

იმიტომ, რომ ეროვნული ნაკრები მთელი ერის საკუთრებაა და თითოეული ქართველის ვალია, მისთვის მაქსიმუმი გაიღოს.

დავით მუჯირი, ჰიროშიმა, იაპონია 18.10.2011

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• რა თქვენი საქმე ამ მთავრობის მონებო

შემომაქვს იდეა!როგორც იტყოდა ამხანაგი სტალინი: "რასტრელიატ ვსეხ! " :):):) პირველ რიგში იმ ხალხითაა დასაწყები ეს საქმე ვინც 1991 დან დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში იყო,და დღესაც ისევ იქ არიან!!! ყოველი მეათე ფეხბურთელი, ყოველი მესამე მსაჯი. ხო, კიდევ სტადიონები ჩამოერთმეოდათ და გადაეცემოდათ რაგბისტებს! ირბინონ ამათმაც ცოტა ხანი შიშველ მიწაზე :):):) კრიტიკა აუცილებელია რომ საქმიდან არ მოვწყდეთ, მაგარმა როდესაც მწვრთნელი ირჩევს 24 მოთამაშეს და ნაკრების წევრს ბურთის გაჩერებას და კედლის გათამაშებას უხსნის , ესეთი ნაკრები ვერ მოიგებს! მე პირადად მუმუს და ასათიანის გარდა შორიდან კარში დამრტყმელი არცერთი არ მინახავს!

• Geo

koba და ჩვენ რომ მოვუგეთ სომხეთს, ის არაფერს ნიშნავს და უმეტესობა თამაშების მაგათთან რომ ჩვენ გვაქვს მოგებული? თუ მოტივაცია აკლდა მაშინ ან ერთს ან მეორეს? რა თქმა უნდა, უამრავი რამ არის გასაკრიტიკებელი ნაკრებში და ქეცბაიასთან პირადად, არც ვამართლებ არაფერს, უბრალოდ არ მგონია რომ სომხეთს ჩვენზე უკეთესი გუნდი ჰყავს, მხოლოდ იმიტომ რომ ჯგუფში მესამე დაიკავეს. არავინ იცის და ვერც ვერავინ იტყვის დიდი ალბათობით, ჩვენ რომ იმ ჯგუფში ვყოფილიყავით, რას ვიზამდით, ან ისინი რომ ამ ჯგუფში ყოფილიყვნენ, რომელზე გავიდოდნენ.

• nika xanishvili

საგოლ მუმუ ძაან მაგარი კაცი ხარ და მარტალი ხარ ყველაფერში, ფეხბურტელები ესტონელებზე ძლიერები მაინც გვყვავს და ტუნდაც სომხებზე, ყოველშემტხვევაში მწვრტნელი ფეხბურტელებძე არ უნდა წუწუნებდეს ყველაფერს მატ არ უნდა აბრალებდეს.

• koba

ჩვენ ფეხბურთელებს სომხეთის ნაკრების თამაშები აყურებიონ იკნებ ისწავლონ რამე.რომელი სომეხი თამაშობს ან გერმანიაში ან იტალიასა და ჰოლანდიაში,და ნახეთ რა შედეგს მიაღწიეს.საღოლ სომხებს და სირცხვილი ჩვენ.აი რას ნიშნავს ჟილკიანი და გულით თამაში.ესენი კი ყველა ცალ ცალკე იქაჩებიან.

• koba

ქეცბაია რომ იძახის ფეხბურთელები არ მყავსო მიაქციოს ყურადღება გინდა ლატვიის ჩემპ. გინდა ფინეთს პრაკტიკულად უგოლოდ არ ტოვებენ თამაშს.მუმუც მართალია რატომ არ მისცა რომელიმე თამაშსში თავის გამოჩენის საშუალება

• guja_kakhadze

მუმუ!!!! ჯიგარი ხარ!

• datokutaiski

ყველაფერში ვეთანხმები დათოს,,ხოლოდ ერთისა:საქართველოში მართლაც რომ დეფიციტია კარგი ფეხბურთელების და მარტო ქეცბაიას ბრალი არაა წარუმატებლობა,ის ძიებაში იყო და არის მაგრამ უკეთესი არაა,და რაც შეეხება ფეხბურთელების პოხონდრიებს ის უნდა დაისაჯოს რაც არ უნდა ძლიერი მოთამაშე იყოს.

• Burton

vasiko--ხუმრობ? კაცს გულით უნდოდა დინამოში თამაში და მაინც გაუშვეს, რეებს ლაპარაკობ?! ან საერთოდ ეგ რა შუაშია?!

• qifsutta-7

დათო ჩემს გულში ზიხარ გეთანხმები 100 % ნამუსიც კაი საქონელია. ისე ის ხალხი სადაა ახალკაცის პრეზიდენტობისას ტანზე რომ იხევდა წესრიგი არ არის ქართულ ფეხბურთშიო, ტოპმიულერის წარუმატებლობა რომ აღშფოთებდათ უი ეს რაგვჭირს 10 ქულა დავაგროვეთ და მხოლოდ 16 ბურთი გავიტანეთო რა ქეცბა ძმაკაცია და მისი 10 ქულა და 7 ბურთი უფრო მეტია? თუ უფრო ძლიერ ჯგუფში ვიყავით ?

• vasiko

დავით შენ რო დინამოში დარჩენილიყავი,დინამო უეფაზე გავიდოდა!შენ ადექი და იაპონიაში გაიქეცი!!!რა უნდა ქართველ ფეხბურთელს იაპონიაში?თუ მაგარი ხარ ჩამოდი და საქართველოში დაასრულე კარიერა!ლოკომოივიდან რატო გამოგაგდეს?

• daviti

giorgi შენი მიკვირს რა,ქეცბაიას რომ არ გამართლებოდა და თან ძალიან მაგრად,მალტასთან და ხორვატიასთან სახლში ვერ მოიგებდა,გამოაკელი ეს 4 ქულა და მიიღებ იმას რასაც ვიმსახურებდით ასეთი თამაშით ამ უსუსტეს ჯგუფში.აი თამაშის დასაწყისში რამოდენიმე მომენტს ვერ გამოიყენება,შემდეგ მეორე ტაიმში,თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე გოლს რომ გაუშვებ და თამაშის დამთავრებამდე ერთ ხეირიან შეტევასაც ვერ განახორციელებ,აი ასეთი თამაშის წაგებას და შემდეგის ვერ მოგებას უიღბლობის დაბრალება თავის მოტყუებაა!

• kopala

როდესაც ტელევიზიით ვნახე ქეცბაიას რამოდენიმე ინტერვიუ და მისი სრული მნიშვნელობით ბლატავი--გულშემატკივრებს არ გვესმის თურმე განსხვავება კარგი ფეხბურთელების ცუდისგან და გვიხსნიდა მესობანას,მივხვდი რომ ეს კაცი არ იყო ის პიროვნება რომელიც საკუთარი შეცდომების აღიარებას საკუთარ თავზე აიღებდა.არ მაინტერესებას რას ამბობს მუჟირი,რა ბრმები ვართ თუ ყრუვები?სადაა მაგის დასაბოლებელი საქართველო?აქ ჰესსე-ს კომენტარს ვეთანხმები,მხოლოდ და მხოლოდ ქეცბაიას ტელევიზიით ნანახი გამოხტომების გამო,მას რომ სტარიკების იმედი არ ქონდეს ასე ბლატავს არ დაიწყებდა.ერთი კითხვა მაქვს ნუთუ არაა ერთი გულით ქართველი კაცი მაინც რომელიც ფეხბურთზე იფიქრებდა?

• ჰესსე

კულუარულ ინფორმაციას გაგანდობთ: ნაკრებში მაგარი "დედავშინაა"-ო! ძვლი ფეხბურთელების გარდა ქეცბო ყველას აგინებს და თანაც საშინლადო! ერთი სიტყვით მაგრა აჩმორებს სასტავსო და ფეხბურთელებიც არ თამაშობენო! ერთმა მეგობარმა ფეხბურთელმა მითხრა - სანამ ქეცბაია იქნება ჩვენი მწვრთნელი, შეგიძლია ყველა თამაშზე წაგება დაწერო ტოტალიზატორშიო - არ ვიცი აქ რა იგულისხმა: ფეხბურთელები გამოვხატავთ ასე პროტესტს თუ მწვრთნელი ვერ ქაჩავსო! ერთი სიტყვით ყველაფერი კარგად რომ არაა შიგ ნაკრებში, ცხადია!

• Aleqsa

2 დღეა უკვე ეს სტატიაა... იდება კომენტარები. მაგრამ ვინმემ რამე რეაგირება გააკეთა? გაიღვიძეთ ჟურნალისტებო, თორემ მერე გვიან იქნება, თქვენს დაწერილს რო აღარავინ წაიკითხავს მერე მიხვდებით. და კიდე 1, ობოლაძე აღარაა სპორტული გადაცემების ხელმძხვანელი? თუ საბოლოოდ მიაჩმორეს? რა ჯანდაბად ყიდულობს რუსთავი2 ლიგის თამაშებს თუ იღბლიანი ბორბალი უნდა გვაყურებინოს? თუ ანგარიში რო ვიცით მერე ჩანაწერი უფრო კაი საყურებელია? ამ ყველაფრიდან ჩანს ჩვენი ჟურნალისტების სისუსტე და ეგენი ფედერაციას გააკრიტიკებენ? ხო დაკარგეს ეგრევე სამსახურები. "არ გავარტყი ქართულ ფეხბურთს?" აი ეგ აზრი აქვთ მემგონი, როცა რაიმე კითხვა უჩნდებათ... ნეტა ვცდებოდე. ღმერთმა ქნას რო ვცდებოდე მეც და მუჯირიც და კიდე ბევრი ქართველი მაგრამ რაღაც მგონია, სამწუხაროდ მართალი ვარ.

• levan gelashvili

მართალია, ყოჩაღ დავით, 100% მართალი ხარ

• qartlos qartveli

მუჯირი მართალია! დგეს ქართული ფეხბურთი(და არა მარტო ფეხბურთი) არაპროფესიონალების და ყვარყვარეების ხელშია. მაგრამ ეს ჩვენი-ქართველების ბრალია. მადლობა ვუთხრათ ამათ, რომ უარესს არ აკეთებენ

• უძლევი

აბა, აბა, რა დღეში ხართ აქ?! :D ერთი წამით არ შეიძლება თქვენი მარტოდ დატოვება აქ! :D ოოო, მუჯირი გამწარებულია ნაკრებში რომ არ გამოიძახეს და ამოანთხია ერთბაშად. თუმცა მის ზოგიერთ აზრს ვეთანხმები: მაგალითად იმას რომ ქეცბაია თვალში ნაცარს გვაყრის და შავზე თეთრიაო იძახის; იმასაც რომ ჟურნალისტები სირაქლემას პოზაში არიან; იმასაც რომ ქეცბაია კონფლიქტური პიროვნებაა. ისე, მუჯირს ჟურნალისტობა ეცადა, კარგად გამოსდის :D ჰო, ხუმრობა იქით. ქართული ფეხბურთი ნამდვილი ბარდაკია და ყველა სფფ-ს პრეზიდენტი დამატებით ურევს საქმეს, ნაგავსაყრელზე ნაგავს ამატებენ. გამოსავალი არის თავისუფალი სფფ-ს პრეზიდენტის და აღმასკომის არჩევნები, ის რასაც ყაველაშვილი დიდი ხანია იძახის. მაგრამ მაფიოზურ გუნდს და ხელისუფლებას არ უნდათ სფფ-ზე კონტროლის დაკარგვა. ამიტომ ვართ ყელამდე ნაგავში. მუჯირი, დაწყნარდი ბიძია, წადი სუში და საშიმი მიირთვი, საკე ჩაურტყი და დაიძინე! :D ქართულ ფეხბურთზე ნუ იშლი ნერვებს, მაინც არაფერი ეშველება, ისე როგორც მთლიანად ჩვენს ქვეყანას! იმიტომ რომ რაც გვაქვს იმის ღირსი ვართ!

• giorgi

"რაც შეეხება ტაქტიკას, ჩემი აზრით, მის არსენალში ის საერთოდ არ მოიპოვება" მუმუ ამის თქმა სასაცილოა. მაურინიომაც კი შეაქო, დაგავიწყდა როგორ ფეხბურთს აჩვენებდა ანორთოსისი? როგორ ფიქრობ ტაქტიკის არ მცოდნე მცვრთნელი ასე ათამაშებდა გუნდს? აქ ვინც ყავდა ის ათამაშა და შედეგიც შესაბამისი მიიღო, რომ გამართლებოდა 3-4 ქულით მეტი შეიძლებოდა აეღო. ეგ იქნებოდა და ეგ. შენ მგონი რომ არ გიძახებენ გაბრაზებული ხარ.

• levani kaxeti

გაიხარე დათო, მართალი კაცი ხარ; აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები; კატასტროფასთან გვაქვს საქმე სამწუხაროდ და საშველი კი არ ჩანს; რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, რა ვიღონოთ; "საფეხბურთო ხელისუფლება" ისევე, როგორც მთავარი ხელისუფლება, დაყრუებულ-დაბრმავებულია, არაფრის დანახვა და გაგონება არ სურს, ყველაფერს თავის სასარგებლოდ იყენებს და აკეთებს, მიზანმიმართულად ანგრევს და მიწასთან ასწორებს ყველაფერს, რაც ათწლეულების განმავლობაში დიდი შრომის და ტანჯვა-წამების ფასად შექმნილა, მთელ მსოფლიოში გვარცხვენს და აბუჩად გვიგდებს; აქვე გვაიძულებს, რომ დავიჯეროთ ეს "არნახული" წარმატება და წინსვლა, ძალაზე არიან გადასულები; გვეუნებიან: აი, ჩემი ... კიტრიაო, და უნდა დაიჯეროო, არ დაიჯერებ და დედას გიტირებო. გულსატკენია, როცა ყველასთვის საყვარელი ადამიანი და ფეხბურთელი, ქეცბაია, საძულველი და საგინებელი ხდება თანდათანობით; ამ კაცს არ აღმოაჩნდა ის, რის გამოც ჩააბარეს ქვეყნის ღირსება ნაკრების სახით; მისმა სამწვრთნელო მოღვაწეობამ სრული კრახი განიცადა ყველა მიმართულებით, ანუ შედეგი სამარცხვინო, ხოლო თამაში უსახური და გულისამრევი, რომელსაც თუ რკინის ნერვები არა გაქვს ვერ უყურებ. ყოველივე ამის შემდეგ კი, და იმის მაგიერ, რომ თემურს თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა, ეღიარებინა შეცდომები და კაცურად წასულიყო, იქით დაიწყო თავის მართლება და დამნაშავეების ძებნა, უზრდელი და თავხედური ლაპარაკი და ლამის ქუჩურ გარჩევებზე გადავიდა. მოკლედ, ჩემი აზრით ასეთი კაცი უნდა მოსცილდეს ქვეყნის მთავარ გუნდს. არ ვიცი, მე ასე ვფიქრობ, შეიძლება რაღაც მეშლებოდეს.

• devi

მუჯირი მართალია,უბედურებაა სიჭინავა და სამწუხაროდ ქეცბაიას არსებობა ქართულ ფეხბურთში

• Stalker

ტოპმიოლერს ნუ ეხებით მამენტ. ჯგუფი რთული იყო და მშვენივრად ათამაშებდა გუნდს. კარგად გაიხსენეთ თამაშები. შოტლანდიასთან სახლი გასვლა; უკრაინა სახლი,გასვლა, ფარერებზე რომ არაფერი ვთქვათ, იტალიას დავუდექით ტოლ-სწორად. ურუგვაი,თურქეთI ამხანაგური. მშვენიერი იყო,მშვენიერი. ქართულ ღიპიან ბიძებს რა ვუთხარი,თორემ..

• el caudillo

რატო არაფერს ამბობენ ან ამბობდნენ გია გეგუჩაძის ნაკრების მწვრთნელად დანიშვნაზე???? ეგეთი მწვრთნელი საქართველოში არაა, თან სასიამოვნო და გაწონასწორებული პიროვნებაა, ქეცბაიასავით გიჟი არაა და რაც მთავარია, პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს!!!!!!!!!!!

• Geo

"მაგარი დებილი ვარ ხალხო. მუჯირი ცამდე მართალია და კიდევ დანიშნეთ ძოძუაშვილი ნაკრების მწვრთნელად." რა იყო, სხვა ნიკი ვერ ნახე? თუ რამის თქმა გინდა პირდაპირ თქვი შენი ნიკით, შ ე ქათამო...:D შენნაირმა ქათმებმა დაღუპეს ქართული ფეხბურთი.

• lasha matiashvili

martaliaaa

• lasha matiashvili

მართალია მართალი

• lasha matiashvili

თავმოყვარე მწვრთნელი უნდა წასული!!!

• ucnobi

სწორედ ფეხბურთელებთან ცუდი ურთიერთობის გამო გაუშვეს ქეცბაია ოლიმპიაკოსიდან

• tornike

ძალიან აქტუალური თემაა და ამ კითხვებით როცა მიმართავ ქეცბაიას ისე გამოყავხარ თითქოს მოღალატე ხარ. გოგუას მსგავსად კიდევ ბევრი ფეხბურთელი გაექცევა უაზრო განლაგების გამო. და რომელი მოაზროვნე მწვრთნელი აშლის შუა თამაშში აწყობი დაცვას იმის გამო რომ ცენტრში აწიოს მცველი. ეს არაპროფესიონალიზმია და ამაზე ჯანსაღად უნდა გვიპასუხონ. გულშემატკივრები ვიტხოვტ რომ 2014 წლის მსოფლიოსთვის მეორე ადგილისთვის მინიმუმ იბრძოლოს გუნდმა.

• giorgi makharadze

მართალია მუმუ! ყველა ჩვენ როგორ გვაბოლებს, სომხებს ირლანდიასთან ვუყურე და შემრცხვა, 10 კაცი როგორ ეთამაშებოდა, რა სისწრაფით თამაშობენ და საერთოდ ჩვენს გარდა ყველა თამაშობს. იაშკას, კობის, კალას , ხიზანას რო გაუშვებენ ვინ უნდა ითამაშოს. და კიდევ ერთი - გამაგებინეთ რატო არ ახსენებს მაინც , გამოძახებაზე აღარაფერს აღარ ვამბობ:) ჯაბა დვალს. მარტო მე ხო არ მომწონს მაგის თამაში?

• Geo

მაგარი დებილი ვარ ხალხო. მუჯირი ცამდე მართალია და კიდევ დანიშნეთ ძოძუაშვილი ნაკრების მწვრთნელად.

• zaza

რას ერჩით,ეს კაცი ცამდე მართალია.ბოლოსდაბოლოს ამოვიდა ყელში ეს სიაფანდი(ბოდიში, ტყუილი) დაპირებები.რა,ქეცბაიაზე გამოცდილი და თუნდაც სახელოვანი ადამიანები არ გვყავს,სათავეშირომ ჩაუდგნენ ჩვენს ე რ ო ვ ნ უ ლ ნაკრებს? ყველაფერს თავი დავანებოთ ძმაო,მე ამ საქმეში პროფესიონალი არ ვარ მაგრამ,მოგებასა და წაგებას ხომ ვარჩევ ,როდისმე ხომ უნდა მოვიგოთ!!!!!!!!!!!!!

• Geo

რაღაც დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს რომ ერთხელ მაინც გამოეძახათ ნაკრებში, მსგავსი წერილი დაეწერა... ამას მისი წარსული საქციელი მალაპარაკებს. როცა ტოპმიოლერი იძახებდა რა, მაშინ ყველაფერი კარგად იყო?! წინ მივდიოდით?! არ ხდებოდა მაშინ ნაკრებისასთვის გამოსადეგი ფეხბურთელების ათვალწუნება და ტრასფერებიდან ფულის შოვნები?! მაშინ სად იყო თუ ასეთი "პატრიოტია"? რა თქმა უნდა, ნაკრები კარგ მდგომარეობაში არ არის, თუმცა არ მგონია რომ ქეცბაიას წასვლამ აპრიორი უშველოს, სხვა რამეა პირველ რიგში გასაკეთებელი... ეს გაბრაზებული და გულდაწყვეტილი ფეხბურთელების წუწუნი, იმიტომ რომ ნაკრებში არ გამოძახეს, ამოვიდა ყელში რა... რა თქმა უნდა, გასაკრიტიკებელია ქეცბაია, თუმცა როცა კრიტიკას წერ, იქვე რეალური გამოსავალიც უნდა დაწერო... ჩემი აზრით პირველი პრიორიტეტი ბავშვთა ფეხბურთი უნდა იყოს და არა ნაკრების მწვრთნელების ცვლა. ამაზე კი დათო არაფერს ამბობოს. არავინ ამბობს რომ ლატვია, სომხეთი ან ესტონეთი ჩვენზე ძლიერია, თუნდაც ბოლო ორ ნაკრებთან ჩვენი პირადი მატჩები გავიხსენოთ. და ლატვიამ ერთხელ რომ მოგვიგო რა, ეგრე ხორვატიას ერთი თამაში ჩვენც მოვუგეთ, მაგრამ მაგათზე ძლიერები ვართ?! სომხეთი ან ესტონეთი ჩვენ ჯგუფში რომ ყოფილიყვნენ, არავინ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები და მარჩიელობას ნუ დავიწყებთ. ასე რომ ჯობია ასეთ ვაიპატრიოტიზმს დაანებოს თავი და თუ რამე პრაგმატული და პრაქტიკული ხედვები აქვს ნაკრების განვითარებასთან დაკავშირებით, გვითხრას, და არა ის რომ ქეცბაია თუ წავა ყველაფერი კარგად იქნებაო...

• Burton

აი კაცური კაცი! პატრიოტი და სიმართლის მთქმელი! შენ გაიხარე დათო! ყველაფერი მართალი თქვი!

• Aleqsa

და კიდევ ერთი მინდა დავამატო, იმედია ბატონი მინაშვილი წაიკითხავს, რაღაც შებოჭილი მეჩვენებოდა გადაცემაში, იჯდა და შეშინებული უსმენდა თუ როგორ გვეკაიფებოდა ფედერაცია ზიზღნარევი ღიმილიანი კომენტარებით და მინაშვილი მოწიწებით თხოვდა ქეცბაიასგან პასუხის მიღებაში დახმარებას. უფრო თამამააად. გააფარჩაკე გადაცემაში, საზოგადოებრივი მაუწყებელია, ხალხის ტელევიზიაა, ისე გაასცორე მიწასთან რო კაიფის ხალისი დაკარგოს. დაიხმარე ობოლაძე, სხვა ჟურნალისტები და მოუწყვეთ "სასამართლო", არ დაზოგოთ და მიიღეთ პასუხები კითხვებზე, რაც ყველას გვაქვს.

• Aleqsa

გენაცვალე შენ ამ წერილისთვის. კაცი ხარ და კაცად დარჩები გინდ იაპონიაში იყო და გინდ ამერიკაში. ჟურნალისტებო ეხლა გაქვთ უდიდესი შანსი, ამოიღეთ ხმა, მერე შვილებს სირცხვილით ვეღარ გააგონებთ თქვენ ხმას. ნუ გეშინიათ თქვით სათქმელი, გვერდში დაგიდგებით ყველა. ფედერაციაში ყველამ, ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს, გულშემატკივრებს და ყოველი მათი ნაბიჯი და მომავალი სტრატეგია გაახმოვანონ, რომ შემთხვევით რამე შეცდომა კიდე არ დაუშვან და თქვენ ჟურნალისტებო აკონტროლეთ და აკრიტიკეთ, ნუ ერიდებიიიით!!!!

• mikheili

მართალია ეს კაცი

• mikheili

ყოჩაღ დავით, 100% მართალი ხარ

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!