ქართველი რიკიში ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მწვრთნელს გოლფის ჯოხის ზურგსა და მუცელში ცემით დაუსჯია
ბოლო წლებია, რაც სუმოს სამყარო ხშირად ეხვევა სკანდალებში. ამჯერად ყურადღების ცენტრში ქართველი რიკიში ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და მისი მწვრთნელი ანუ ოიაკატა მოექცნენ.

საქმე შემდეგშია: ამ რამდენიმე დღის წინათ კასუგანო ბეიაში (კლუბში, სადაც ტოჩინოშინი ვარჯიშობს) ხელმძღვანელმა კასუგანომ (ის ყოფილი სუმოისტი ტოჩინოვაკაა) სამი რიკიში, ტოჩინოშინი, ტოჩიასიკი და ტოჩიჰირიო დასაჯა. მაგრამ დასჯის ფორმებსაც ხომ გააჩნია - ამბობენ, რომ მან ურჩი შეგირდები გოლფის ყვანჯის ზურგსა და მუცელში ცემით დასაჯა.

თავისი საქციელი კი (ორი დღის შემდეგ პოლიციისთვის მოუწია ახსნა-განმარტება) იმით ახსნა, რომ სუმოისტები არაფრით არ უჯერებდნენ და სკოლის გარეთ კიმონოების ნაცვლად თანამედროვე ტანსაცმელს ატარებდნენ.

ამ ინციდენტის გამო სუმოს ასოციაციაში სპეციალური საბჭო შეიკრიბა. ასოციაციის პრეზიდენტმა კასუგანო მკაცრად გააფრთხილა დასჯის უხეში მეთოდების გამო. გაინტერესებთ, ალბათ, როგორ შეიტყო ეს ამბავი პოლიციამ - როგორ და, კლუბიდან დარეკილი ანონიმური ზარის წყალობით. სხვათა შორის, პოლიციამ დასჯის იარაღსაც მიაკვლია, ერთი ყვანჯი გადატეხილი იყო.

სუმოს სკოლებში ფიზიკური სასჯელი (ბამბუკის ჯოხები) მიღებული ფორმა იყო, სანამ 2007 წელს ამას ერთ-ერთი სპორტსმენი არ შეეწირა, მან ვერ გაუძლო ბამბუკის ჯოხით ცემას.

49 წლის კასუგანო სუმოს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ოიაკატაა. მაისის ბაშოს წინ მან ტოჩინოშინს არ მისცა უფლება სპონსორებისგან ნაჩუქარი ახალი მავაშით გასულიყო საბრძოლველად, რადგან მისი აზრით საჩუქარი მეტისმეტად გულუხვი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

otarioo
მე მართლა მომეწონა ეს მეთოდი,სპორტსმენები ან მართლა მთელ ძალასა და ენერგიას დადებენ? ან საერთოდ უარს იტყვიან გამოსვლაზე არენაზე,ხოლო ვინც გამოვა,ის ნაღდად გამოვა და გვასახელებს:)))
ნაღდი
ასეთი მრწვთნელი სჭირდება ჩვენ უზრდელ და თავხედ სპორტსმენებს..რო გეუბნება მრწვთნელი უნდა დაუჯერო უგუნური გინდა იაპონიაში წაიყვანე და გინდა მთვარეზე არაფერი არ ეშველება .
geosochi
მაგ იაპოშკა ბიძია მწვრთნელი კი არა და?ლეებული ყოფილა!
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა