საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი ამ დღეებში პოლონეთში ქალაქ ზაბეჟოვსა და კრაკოვში იმყოფებოდა
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი ამ დღეებში პოლონეთში ქალაქ ზაბეჟოვსა და კრაკოვში იმყოფებოდა.

პირველში მან საფეხბურთო ბაზა მოინახულა, მეორეში - სასტუმრო, სადაც ის თავის გუნდს ევრო 2012-ის დროს დააბინავებს. მიუხედავად იმისა, რომ ბლანმა არ იცის, სად მოუწევს მის გუნდს თამაშების ჩატარება, მას უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ პოლონეთში დაბინავდეს და არა უკრაინაში. სხვათა შორის, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის საფეხბურთო კავშირმაც.

ლეგენდარული ფრანგი ვიზიტის შედეგების შესახებ პოლონურ პრესას გაესაუბრა. ბლანმა გულწრფელად განაცხადა, რომ ზაბეჟოვის ბაზაზე მაინცდამაინც მაღალი წარმოდგენის არ დარჩენილა. მუსიე ლორანის ყველაზე მეტი უკმაყოფილება საწვრთნელ ცენტრში არსებულმა სავარჯიშო მინდორმა და ტრიბუნებს ქვეშ არსებული ოთახების მდგომარეობამ გამოიწვია. ბლანი კატეგორიულად მოითხოვს, რომ მომავალი წლის ზაფხულისთვის გაზონი იდეალურ კონდიციებში იყოს. ამასთან მისი სიგრძე ახლანდელთან შედარებით რამდენიმე მეტრით უნდა გაიზარდოს.

ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ ბაზაზე გასახდელები მეტისმეტად პატარაა იმისთვის, რომ ფრანგების მთლიანმა დელეგაციამ ერთდროულად მოახერხოს იქ მოხვედრა. “35 ადამიანისთვის, ფეხბურთელების, სამწვრთნელო შტაბის, ექიმებისა და მასაჟისტებისთვის ერთდროულად ამ გასახდელებში ყოფნა აბსოლუტურად წარმოუდგენელია. აუცილებელია, რომ ფართობი ბევრად უფრო მეტი იყოს,” – აღნიშნავს ბლანი.

ბაზის ხელმძღვანელობა თავის მხრივ ბლანს არწმუნებს, რომ მის შენიშვნებს გაითვალისწინებენ და როგორც მინიმუმ გაზაფხულისთვის ყველაფერს წესრიგში მოიყვანენ. მათი თქმით, ნახევარი წელიწადი კიდევ წინ არის და მოსწრებით ყველაფერი მოესწრება, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ ამდენი დრო ნამდვილად არ დასჭირდებათ. ბლანი ამ დღეებში ქალაქ ვარკასაც ეწვევა, სადაც ის მეორე საფეხბურთო ბაზის დათვალიერებას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა