ფიფას თქმით, ის ფეხბურთში აქტიური ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარებას იწყებს
ფიფას თქმით, ის ფეხბურთში აქტიური ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარებას იწყებს. ასოციაციის გადაწყვეტილებით, ის იმ ადამიანების წახალისებასა და ამნისტირებას აპირებს, ვინც მათ გარიგებულ შეხვედრებთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას მიაწვდის. 1-ლი იანვრიდან ამუშავდება სპეციალური პროგრამა, სადაც საგანგებოდ შერჩეული ხალხი დასაქმდება.

ყველას, ვინც კი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ფიფასთან თანამშრომლობას გადაწყვეტს, შეეძლება მათ მიმართოს. პროგრამა მათ მატერიალურადაც კი დააჯილდოებს. აღნიშნული განცხადება ფიფას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა კრის იტონმა ფეხბურთელთა პროფესიული გაერთიანების სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, ეს პირველი ნაბიჯი იქნება მთელ მსოფლიოში გარიგებულ მატჩებთან ბრძოლის გზაზე. "უმნიშვნელოვანესია ფეხბურთელებს ჰქონდეთ შანსი და მოტივაცია, რომ მათთვის ცნობილი ფაქტების შესახებ ჩვენთან ილაპარაკონ. პასუხისმგებლობა, წინააღმდეგობა და ინფორმაცია, აი ის ქვეკუთხედები, რომლითაც შეიძლება ამ სისტემის აწყობა," – თქვა იტონმა.

ახლა კი იმ უცნაურობის შესახებ მოგითხრობთ, რაც ამ ზაფხულზე მექსიკის ქალაქ გვადალახარაში გამართული მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატის დროს მოხდა.

საქმე ის არის, რომ ჩემპიონატის მიმდინარეობისას სულ 208 დოპინგსინჯი აიღეს და აქედან 109-ს დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. თანაც ყველა კლენბუტეროლზე.

ბუნებრივია, ამგვარი მოვლენა არ შეიძლებოდა რამე ექსტრაორდინარულ მოვლენას არ გამოეწვიაო, განაცხადა ფიფას სამედიცინო კომისიის ხელმძღვანელმა ირჟი დვორაკმა.

როგორც გამოძიებამ აჩვენა, ყველაფერი ადგილობრივ ბაზარზე ნაყიდი ხორცის დამსახურება იყო, რომელიც კლენბუტეროლს იმ მიზეზით შეიცავს, რომ ადგილობრივი ფერმერები რქოსან პირუტყვს ხშირად უკეთებენ ინიექციას ამ ნივთიერებით. მექსიკის ნაკრების არც ერთ ფეხბურთელს სისხლში არ აღმოაჩნდა აკრძალული ნივთიერება, რადგან მათ გაითვალისწინეს მექსიკის ეროვნული გუნდის წევრების გამოცდილება, რომელთაც ტესტი კლენბუტეროლზე სწორედ გვადალახარაში ყოფნისას ჩააგდეს. ამის გამო ისინი საკვებად ძირითადად თევზსა და ბოსტნეულს იყენებდნენ. ფიფამ უკვე დაადასტურა, რომ ფეხბურთელებიდან არცერთი არ დაისჯება.

აღნიშნული აკრძალული ნივთიერების ფართოდ "რეკლამირება" მას შემდეგ მოხდა, რაც ის, 2010 წელს ტურ დე ფრანსის 2007, 2009 და 2010 წლების ჩემპიონის, ლეგენდარული ალბერტო კონტადორის სისხლში აღმოაჩინეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა