მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი ლონდონში აღარ გაიმართოს
მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი ლონდონში აღარ გაიმართოს.

ესპანელი ჩოგბურთელის აზრით, წლის მთავარი ჩემპიონატი დატოვებს ინგლისს, როგორც კი ლონდონთან შესაბამისი კონტრაქტი ამოიწურება. იგივე მოსაზრება ეხება სხვა ტურნირებსაც, რომელიც ბრიტანეთში ტარდება. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ამ ქვეყანაში ძალიან მაღალი გადასახადებია და ის სერიოზულად მოქმედებს მოთამაშეთა შემოსავალზე.

"ბრიტანეთში მართლაც რთული საგადასახადო სიტუაციაა და ეს ყველაზე თვალშისაცემი ნეგატიური ფაქტორი გახლავთ. მაგალითად, თუ მე მივდივარ ტურნირზე ბრიტანეთში, იქ გამარჯვებაზე კი არ ვფიქრობ, არამედ იმაზე, რომ შეიძლება ფული დავკარგო", - განაცხადა ნადალმა.

რაფა ამჟამად აზიური ტურნირების სერიის შემდეგ მშობლიურ მალიორკაზე იმყოფებდა და გოლფის თამაშით ერთობა.

"სიამოვნებას ვიღებ ჩემს მეგობართან სერხიო გარსიასთან ერთად გოლფის თამაშით. ერთად გამოვდივართ Pro-Am-ის კატეგორიის შერეულ ტურნირში", - დაწერა თავის Facebook-ზე მსოფლიოს მეორე ნომერმა.

შეგახსენებთ, რომ აზიის სერიაში ნადალმა თავდაპირველად წააგო ტოკიოს ტურნირის ფინალი ენდი მიურეისთან, მომდევნო კვირას კი გერმანელ ფლორიან მაიერთან წაგების შემდეგ შანხაიში ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშა ბრძოლას.

ამასობაში, პროფესიულ ტურში ნადალის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი როჯერ ფედერერი 2011 წელს დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს.

სეზონის დასკვნითი ნაწილის მნიშვნელოვანი ტურნირებისთვის შვეიცარიელი დუბაიში, Professional Sports Services-ის ცენტრში ემზადება. როჯერს ამ ცენტრის მთავარი მწვრთნელი, ყოფილი ჰოლანდიელი ჩოგბურთელი პეტერ ვესელსი ამეცადინებს.

სავარაუდოდ, ფედერერისთვის უახლოესი ტურნირი იქნება - Davidoff Swiss Indoors, რომელიც 31 ოქტომბერს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში დაიწყება. როჯერი ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და წინასწარი ინფორმაციით, უკვე შეიტანა მასში მონაწილეობაზე განაცხადი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა