მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ველომარათონის - ტურ დე ფრანსის 2012 წლის მარშრუტი ცნობილი გახდა
ცნობილი გახდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ველომარათონის - ტურ დე ფრანსის 2012 წლის მარშრუტი. რიგით 99-ე ფრანგული ტურის მთავარი სიახლე ის არის, რომ ველომრბოლები სტარტს ბელგიის ქალაქ ლიეჟიდან აიღებენ - ეს 30 ივნისს მოხდება. პროლოგის სიგრძე 6 კილომეტრი და 100 მეტრი იქნება.

მარშრუტში გათვალისწინებულია კიდევ ორი დროზე განცალკევებითი რბოლა - მე-9 ეტაპზე 38 კილომეტრი და როგორც წლევანდელ ტურზე იყო - ბოლოსწინა ეტაპზე 52 კილომეტრი.

ველომრბოლელებმა შეფასება მისცეს 2012 წლის მარშრუტს და მას წლევანდელზე რთული უწოდეს. საერთო ჯამში ტურის მონაწილეებმა 3479 კილომეტრი უნდა დაფარონ. მათ მოუწევთ 25 უმაღლესი თუ პირველი კატეგორიის მთის გადალახვა. ამ მხრივაც ტურ დე ფრანსზე ერთი სიახლეა. ფრანგული ველომარათონის ისტორიაში პირველად ველომრბოლელებმა მეშვიდე ეტაპზე უნდა დაიპყრონ მთა პლანშ-დე-ბელ-ფილი,

რომლის სიმაღლე 1148 მეტრია და 6-პროცენტიანი დახრილობა აქვს.

"მარშრუტში რამდენიმე ახალი მთა დავამატეთ. ამან ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გაამძაფროს. ველომრბოლელებს ეტაპების ფინიშამდე დიდი ხნით ადრე გაუჩნდებათ შეტევების განხორციელების სურვილი", - ამბობს ტურ დე ფრანსის დირექტორი კრისტიან პრიუდომი.

ესპანელმა ვარსკვლავმა ალბერტო კონტადორმა აღიარა, რომ 2012 წლის მარშრუტი უფრო მომგებიანი იმ ველომრბოლელებისთვისაა, რომლებიც დროზე განცალკევებით რბოლაში სპეციალიზირდებიან.

"ამ რბოლაში ბევრი შეტევის საშუალება იქნება და ეს ცუდი არ არის. ველომარათონის ბედი მთებში გადაწყდება. რბოლის მარშრუტი უფრო კეიდელ ევანსს აწყობს. მომწონს ეს მარშრუტი, მაგრამ მისი პროფილი ჩემი სტილის შესაბამისი ნამდვილად არ არის. ის უფრო მეტად აწყობთ მრბოლელებს, რომლებიც დროზე განცალკევებით რბოლებში გამოდიან კარგად. სავარაუდოდ, მომიწევს ინდივიდუალურ რბოლებამდე შეტევა", - განაცხადა ტურის სამგზის ჩემპიონმა.

99-ე ტურ დე ფრანსი 30 ივნისს დაიწყება, ფინიში კი 22 ივლისს, ტრადიციულად პარიზში, ელისეს მინდვრებზე შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა