ევროპის ლიგის 40-მდე პლეიოფური წყვილიდან რამდენიმეში ქართველმა ფეხბურთელებმაც ითამაშეს.

ევროპის ლიგის 40-მდე პლეიოფური წყვილიდან რამდენიმეში ქართველმა ფეხბურთელებმაც ითამაშეს. ვასილ გიგიაძის "ტავრია", ალბათ, ვერ შეწვდება ჯგუფურ ეტაპს, რადგან სტუმრად "ლევერკუზენთან" 0:3 წააგო. ქართველი ვეტერანი მოედანზე ფეხბედნიერს ვერ დავარქმევთ, თუ მანამდე უკრაინული გუნდი მხოლოდ 0:1 აგებდა, 84-ე წუთზე გიგიაძის გამოჩენის შემდეგ კადლეცისგან და ბალაკისგან თითო გოლი კიდევ გაუშვა.

წააგო კიდევ ერთმა უკრაინულმა გუნდმა, სადაც ქართველი თამაშობს - "დნიპრომ" შინ 0:1 დათმო პოლონურ "ლეხთან". უჩა ლობჟანიძემ 90 წუთი ითამაშა, ის ხშირად ერთვებოდა შეტევებში.

აი, მესამე უკრაინულმა კლუბმა, "კარპატიმ" კი მისაღებ შედეგს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ სანდრო გურულის გუნდმა წინა ეტაპზე "ზესტაფონი" გამოთიშა (1:0 და 1:0) გათამაშებიდან. ლვოველები "გალათასარაის" ესტუმრნენ და 2:2 დაუზავდნენ. ქართველი მატჩის განაცხადში არ იყო.

მალხაზ ასათიანის "ლოკომოტივი" "ლოზანას" ესტუმრა და დაუზავდა - 1:1. სამწუხაროდ, მალხაზს არ ენდნენ, ის სათადარიგოთა სკამზე მოხვდა. აზერბაიჯანული "ყარაბახის" გმირული ოდისეა დორტმუნდში დასრულდა, "ბორუსიამ" "ყარაბახს" 4:0 მოუგო. გიორგი ადამიამ სრულად კი ითამაშა, მაგრამ, როგორც სხვა მისმა თანაგუნდელებმა, გერმანელებს ვერაფერი დაუშავა.

უნგრულმა "დიორი ეტომ" შინ 0:2 დათმო ზაგრების "დინამოსთან" და საპასუხო მატჩის წინ თითქმის უშანსოდაა. მასპინძელთა ქართველთაგან მხოლოდ რატი ალექსიძემ ითამაშა.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე