ბესიკ ლეჟავამ მიმდინარე სეზონის დასაწყისში კვიპროსული "აპოლონიდან" მიიღო მიწვევა და მზადება ახალ კლუბთან გაიარა
2010-11 წლების სუპერლიგის ყველაზე ხმაურიანი მოვლენა ბესიკ ლეჟავასა და მსაჯ მაკა კუპატაძეს შორის მომხდარი ინციდენტი იყო, რასაც კალათბურთელის წელიწადნახევრიანი დისკვალიფიკაცია მოჰყვა.

სანქციის გამოტანისას ითქვა, რომ ბესიკ ლეჟავას არ ჰქონდა მონაწილეობის უფლება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ არც ერთ ტურნირში. 25 წლის სპორტსმენს საზღვარგარეთ უნდა მოეძებნა კლუბი.

მოძებნა კიდეც - მიმდინარე სეზონის დასაწყისში კვიპროსული "აპოლონიდან" მიიღო მიწვევა, კვიპროსის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესი ახალ კლუბთან გაიარა და მწვრთნელის სიმპათიაც დაიმსახურა.

- "აპოლონში" კარგად მიმიღეს, მწვრთნელის ნდობაც მოვიპოვე. გუნდში კარგი ატმოსფეროა და ვფიქრობ, საინტერესო ჩემპიონატი გველის, - გვითხრა ბესიკ ლეჟავამ.

კვიპროსელები სეზონს 21 ოქტომბერს გახსნიან. სადებიუტო ტურში "აპოლონი" შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტ "აელ"-ს ეწვევა.

გასულ ჩემპიონატში ბესოს ახლანდელი გუნდი პლეი ოფში გავიდა, სადაც სწორედ "აელ"-თან 0:2 დამარცხდა. მას მერე "აპოლონის" ხელმძღვანელობამ კლუბის გაძლიერებაზე დაიწყო ზრუნვა და არც მეტი, არც ნაკლები, 12 ლეგიონერი დაიმატა. მათ შორის ერთი ქართველია, ოთხი ამერიკელი, ორი ლატვიელი, თითო შვედი, ბრიტანელი, ჩეხი და რუსი. თუნდაც უცხოელთა სიუხვის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ წლეულს "აპოლონი" კვიპროსის ჩემპიონატში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.

2011-12 წლების სეზონში კვიპროსის პირველობაზე კიდევ ერთი ქართველი იასპარეზებს - ნიკა ჩხატარაშვილი, რომელიც ახალგაზრდულ ასკში ბესიკ ლეჟავას გვერდით 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებში გამოდიოდა. ნიკა შარშანწინ "ენად"-ის ღირსებას იცავდა, თუმცა შარშან საქართველოში დაბრუნდა და მშობლიურ "ბათუმში" თამაშობდა. ახალი სეზონის წინ ჩხატარაშვილმა კვლავ კვიპროსში გამგზავრება გადაწყვიტა და "ენად"-ს დაუბრუნდა.

არც ნიკას გუნდშია ლეგიონერთა სიხალვათე, ქართველის გარდა სამი სერბი და ორი ამერიკელია. პირველ ტურში, 21 ოქტომბერს "ენადი" აპოელს ესტუმრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა