ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გურამ აბაშიძე: ამ ბიჭების თამაშის ყურება მსიამოვნებს

გურამ აბაშიძე: ამ ბიჭების თამაშის ყურება მსიამოვნებს

ეს იყო ნამდვილი სასწაული: მოედანზე ხუთი ლატვიელის პირისპირ იდგა... სამი ქართველი კალათბურთელი, რომლებიც დამატებითი დროის ბოლო წამებზე დაწინაურდნენ და ბალტიისპირელებთან მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს...

ეს იყო ნამდვილი სასწაული: მოედანზე ხუთი ლატვიელის პირისპირ იდგა... სამი ქართველი კალათბურთელი, რომლებიც დამატებითი დროის ბოლო წამებზე დაწინაურდნენ და ბალტიისპირელებთან მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს. 1959 წლის საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე. იმ სამი გმირიდან ერთ-ერთი გურამ აბაშიძე გახლდათ გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების თბილისის "დინამოს" ღირსეული წარმომადგენელი.

1953 წლის საკავშირო ჩემპიონატს საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა. დინამოელებმა ქომაგების აქტიური მხარდაჭერით ყველა ორთაბრძოლა უნაკლოდ ჩაატარეს და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. ერთ-ერთი მატჩის შემდეგ სახელოვანი მწვრთნელი შალვა დიასამიძე შეგირდებს მიუახლოვდა და წარმატება მიულოცა. განსაკუთრებით ერთ-ერთი გამოარჩია - ყოჩაღ, გურამ, შენ დღეს მოედანზე აპოლონივით იდექიო, უთხრა. იმ დღიდან თანაგუნდელებმა სიყვარულით "აპალონა" შეარქვეს და დღემდე შემორჩა ეს მეტსახელი საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონსა და სოციალისტური ქვეყნების დინამიადების ხუთგზის გამარჯვებულს.

გურამ აბაშიძეს პოლონელებთან საქართველოს ნაკრების განმეორებითი შეხვედრის შემდეგ შევეხმიანე.

- მართალი გითხრათ, გამარჯვებას ველოდი, მაგრამ, ეტყობა, ბიჭებმა ბულგარელებთან მომქანცველი ორთაბრძოლის შემდეგ ძალების სრულად აღდგენა ვერ მოასწრეს. ცოტა არ იყოს, ფორტუნამაც გვაქცია ზურგი - სასწაულია, მაინც რა ბურთები არ ჩავარდა. ისე, ჩვენც მოგვსვლია მსგავსი რამ: 1959 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე ქვეჯგუფში მოულოდნელად უზბეკებთან დავმარცხდით. თუმცა რა შედარებაა - შუააზიელებმა, ფაქტობრივად, თამაში არ იცოდნენ. მას შემდეგ იყო, სამმა დინამოელმა ბალტიისპირელებს რომ მოვუგეთ ჯგუფიდან გასასვლელი მატჩი. არადა, ლატვიელები ევროპის ჩემპიონათა თასის მფლობელები იყვნენ და მათი სასტარტო ხუთეული საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში შედიოდა. ამ ორთაბრძოლის შემდეგ სახელოვანმა მწვრთნელმა ალექსანდრ გომელსკიმ "სოვეტსკი სპორტში" დაწერა, რომ ასეთი სასწაული მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ მოეხდინათო.

პოლონელებთან მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მთავარი კოზირი - სისწრაფე ვერ გამოვიყენეთ, სამქულიანებსაც მოკრძალებულად ვესროდით. არადა, სწორედ ამ მხრივ ვაჯობეთ სტუმრად ბულგარელებს და ორი ქულაც ავართვით.

- განვლილი თამაშების მიხედვით მთლიანად ნაკრებზე რას იტყვით?

- შესანიშნავი გუნდი გვყავს. ერთ-ერთი მატჩის შემდეგ მე და გურამ მინაშვილმა გავიკვირვეთ კიდეც - ასეთი კოლექტივი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე აქამდე როგორ ვერ უნდა მოხვედრილიყო. ეტყობა, ისეთი დამრიგებელი აკლდათ, როგორიც იგორ კოკოშკოვია.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: შესანიშნავი გუნდი გვყავს. მსიამოვნებს ამ ბიჭების თამაშის ყურება. ჩვენს დროს როგორც "დინამოში", ისე საქართველოს ნაკრებში მატჩის მთელი სიმძიმე 6-7 კალათბურთელზე გადადიოდა, დღეს კი მეტ-ნაკლებად თორმეტივეს შეგიძლია ენდო. გამოკვეთილი ლიდერები მაშინაც გვყავდა. ოთარ ქორქია - კაცი-ლეგენდა, რომელიც თვით რუსებმა გასული საუკუნის მიწურულს ევროპის ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს. 1959 წელს მონტევიდეოში რომ ჩავედით, იქაური მოთამაშეები მოვიდნენ და ქორქიას ქვეყნიდან რომელი ხართო, გვკითხეს. მე და მინაშვილს გვეამაყებოდა, რომ ასეთი პიროვნების გვერდით ვთამაშობდით. დღეს ფაჩულიაა ნამდვილი ლიდერი, რომელსაც მთელი გუნდის აყოლიება შეუძლია. ძალიან მომწონს სანიკიძე. არაჩვეულებრივად გრძნობს ბურთს, სიტაუციებშიც შესანიშნავად ერკვევა. ერთგვარად ჩვენს "პტიცას" მაგონებს, ვლადიმერ უგრეხელიძეს, ჩიტივით აფრენილს ჰაერში შეყოვნება რომ შეეძლო. თუმცა ვიქტორი დაცვაში ვოვაზე ბევრად ძლიერია. ახლა სხვა ბიჭებს არ იკითხავთ?.. მარკოიშვილი, შენგელია, ცქიტიშვილი, შერმადინი... რომელი ერთი ჩამოვთვალო. საერთაშორისო დონეზე თამაშის მეტ გამოცდილებას რომ შეიძენენ, ბებერ კონტინენტს მათთან გამკლავება მართლაც გაუჭირდება. ახლანდელი ბიჭები ქართული კალათბურთის ისეთ ფესვებზე არიან ამოზრდილნი, სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა.

- ცოტას წარსულსაც ხომ არ გაიხსენებდით?

- სიამოვნებით. 1954 წელს საქართველოს ნაკრებმა ლენინგრადში ბულგარეთის ეროვნულ გუნდს სძლია. იმავე წელს ეგვიპტეში ევროპის ჩემპიონ მასპინძლებს ზედიზედ სამჯერ მოვუგეთ, მომდევნო წელს, ასევე, ევროპის ჩემპიონ ჩეხოსლოვაკიელებს ორჯერ ვაჯობეთ სტუმრად.

- თქვენზე ამბობენ, უღიარებელი მსოფლიოს ჩემპიონიაო...

- 1955 წელს საქართველოს ნაკრებმა სხვა რესპუბლიკებთან, მოსკოვისა და ლენინგრადის გუნდებთან ერთად სტალინგრადში საბჭოთა კავშირის პირველობაზე იასპარეზა. მესამე ადგილზე გავედით. მაშინ საბჭოთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტრავინმა მე და გურამ მინაშვილი ნაკრებში მიგვიწვია. ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებოდით, მაგრამ ბუდაპეშტში ვერ გავემგზავრე, რადგან იმ წელიწადს სკოლას ვამთავრებდი და შეჯიბრებაზე არ გამიშვეს. სამაგიეროდ, ცოტა მოგვიანებით ვარშავაში ახალგაზრდების მსოფლიო ფესტივალზე და პირველი ადგილი დავიკავე. მეორედ ნაკრებში 1958 წელს მიხმეს, თუმცა მაირანოს თასის გათამაშებაზე არ წამიყვანეს, რადგან გუნდი უკვე დაკომპლექტებული იყო. მაშინ გურამ მინაშვილმა გამოიჩინა თავი - სპეციალური პრიზი დაიმსახურა, ნაკრებმა კი ყველას აჯობა. სტეპან სპანდარიანმა იმ გუნდში ჩამრთო, 1959 წელს იანვარში ჩილეს მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ იასპარეზა.

მაშინ ნაკრებში თამაშობდნენ კალათბურთის დიდოსტატები - მინაშვილი, ვალდმანისი, კრუმინში, ზუბკოვი, სემიონოვი, ბოჩკარიოვი, ტორბანი, ოზეროვი, კუტუზოვი, მუჟნიეკსი და კორნეევი. მართალია, ქვეჯგუფში არცთუ ისე ძლიერ კანადასთან დავმარცხდით, მაგრამ მომდევნო ეტაპზე მაინც გავედით. იქ ზედიზედ ვძლიეთ პუერტორიკოელებს, ბულგარელებს, მასპინძლებს, ბრაზილიელებს, თვით ამერიკელებსაც და, ფაქტობრივად, ჩემპიონობისთვის ერთი ფორმალური მატჩი გვრჩებოდა ტაივანელებთან, რომლის დამარცხებაც არ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ საქმეში პოლიტიკა ჩაერია - მოსკოვიდან სასწრაფო ბრძანება მივიღეთ - ჩან კაიშის ქვეყნის წარმომადგენლებთან პროტესტის ნიშნად არ გვეთამაშა.

რა უნდა გვექნა, ასეც მოვიქეცით. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციმ დისკვალიფიკაცია მოგვცა და ბოლო ადგილზე გავედით. ჩემპიონობა კი ბრაზილიელებმა მოიპოვეს, რომლებსაც იმ ტურნირზე ორჯერ ვძლიეთ და ორივეჯერ მინაშვილის დამსახურებით, რადგან ქართველმა კალათბურთელმა სამხერთამერიკელთა წარმოშობით ლიტველ მეტოქეს, რომელიც გუნდის ლიდერი იყო, ფაქტობრივად ხელი არ გაანძრევინა. მოსკოვში დაბრუნებულს საკავშირო სპორტკომიტეტის ხელმძღვანელობამ ჩემპიონის ოქროს მედლები დაგვირიგა, რომლებზეც 1959 წელია ამოტვიფრული, მაგრამ ამას რაღა ფასი აქვს, თუკი მსოფლიოში ჩემპიონად არავინ გვთვლის. მაშინდელი პოლიტიკა დღეს არავის ახსოვს, ისტორიას სტატისტიკა შემორჩა.

- 20 აგვისტოს სპორტის სასახლეში ბელგიას ვუმასპინძლებთ...

- ვუმასპინძლებთ და მოვუგებთ კიდეც. ანტვერპენში მარცხი შემთხვევითობის ბრალი იყო, რომლისგან დაზღვეული არავინა. დარწმუნებული ვარ, პარასკევს კვლავ გადაიჭედება ტრიბუნები. გულშემატკივარი დიდი ძალაა. დარწმუნებული ვარ, ქვეჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ და ევროპელებს შევახსენებთ, რომ მაღალ დონეზე კალათბურთის თამაში ჩვენც შეგვიძლია...

ძნელია, ვეტერანი პროფესიონალის სიტყვებს არ ენდო. დღეს ბელგიაა სათვალავში, მერე - პორტუგალია და ბულგარეთი... ბებერო კონტინენტო, ქართველები მოდიან!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია

[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება

ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა

შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა

ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა

Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]

"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა