IRB-მ 2011 წლის საუკეთესო მორაგბის ტიტულის მოსაპოვებლად ნომინანტთა სია გააცხადა
IRB-მ 2011 წლის საუკეთესო მორაგბის ტიტულის მოსაპოვებლად ნომინანტთა სია გააცხადა. ექვსი კანდიდატიდან სამი ახალზელანდეილი, ორი ავსტრალიელი და ერთიც ფრანგია. "ლე ბლოს" კაპიტანი ტიერი დუსოტუარი ერთადერთი ევროპელია, რომელსაც შანსი აქვს პლანეტის საუკეთესო მოთამაშედ აღიარონ.

ტიერის კონკურენციას გაუწევენ ახალზელანდიელები პირი ვიპუ, ჯერომ კაინო და მაა ნონუ. ასევე ორი ავსტრალიელი ვილი გენია და დევიდ პოკოქი.

"მსოფლიოს საუკეთესო მორაგბის ტიტული ნებისმიერი მორაგბისთვის საოცნებოა. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ წელიწადს ენიჭება, როცა მსოფლიოს თასის გათამაშება იმართება. საუკეთესოს, ამ შემთხვევაში, მსოფლიოს თასთან ერთად სხვა დიდი საერთაშორისო ტურნირების შედეგების მიხედვითაც არკვევენ. მათ შორისაა ევროპის ექვსი ერისა და სამხრეთ ნახევარსფეროს სამი ერის გათამაშებები" - თქვა IRB-ს პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ.

2011 წლის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეს სპეციალური კომისია გამოავლენს. ამ კომისიის წევრები არიან: ჯონ იილზი, ვილ გრინვუდი, რაფაელ იბანესი, ფრანსუა პინარი, ავგუსტინ პიშო, სკოტ ქუინელი, ტანა უმაგა და პოლ უოლესი.

გამარჯვებულს ჯილდოს 24 ოქტომბერს ოქლენდში, მსოფლიოს თასის ფინალის მეორე დღეს გადასცმენ.

ყველა საუკეთესო

2001 - ქის ვუდი (ირლანდია), 2002 - ფაბიენ გალტიე (საფრანგეთი), 2003 - ჯონი ვილკინსონი (ინგლისი), 2004 - სხალკ ბურხერი (სამხრეთ აფრიკა), 2005 - დენ კარტერი (ახალი ზელანდია), 2006 - რიჩი მაქოა (ახალი ზელანდია), 2007 - ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა), 2008 - შეინ ვილიამსი (უელსი), 2009 - რიჩი მაქოა, 2010 - რიჩი მაქოა (ახალი ზელანდია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა