24 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი, ნანი აცხადებს, რომ მანჩესტერულ დერბიში მეზობელს, „მანჩესტერ სიტის“ გასრესს
24 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი, ნანი აცხადებს, რომ კვირას, მანჩესტერულ დერბიში ხმაურიან მეზობელს, „მანჩესტერ სიტის“ გასრესს და თან დაამტკიცებს, რომ თვითონ „მანჩესტერ იუნაიტედის“ იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომლებიც დიდ თამაშებს იგებენ.

ნანის ისტლენდელებთან თამაში მართლაც ძალიან კარგად გამოსდის. ბოლო სამ დერბიში პორტუგალიელმა „სიტის“ სამჯერ გაუტანა. როგორც ჩანს, მეზობლებთან ბრძოლაში ის „იუნაიტედის“ გადამწყვეტ ფაქტორად ჩამოყალიბდა.

„დიდ შეხვედრებში ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაცია გვაქვს. დერბისთვის განსაკუთრებით ვემზადებით ხოლმე. ასეთ მატჩებში ყველა ჩვეთაგანს სურს მონაწილეობა, განსაკუთრებით კი, მე. დიდ მატჩებში ფსიქოლოგიური პრობლემა არ მაქვს. პირიქით, ყოველთვის საბრძოლოდ ვარ განწყობილი. ზეწოლა, რომელსაც ასეთ თამაშებში ფეხბურთელები განიცდიან, მე მსიამოვნებს. რაც შეეხება „სიტისთენ“

შეხვედრებს, ისინი ყოველ წელიწადს უფრო და უფრო რთული ხდება, რაც ძალიან მახარებს და ძალას მმატებს.

ჩვეულებრივ, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ კარგად ვთამაშობთ. იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც იგივე განმეორდება. იმედი მაქვს აგრეთვე, რომ ამჯერადაც შევიტან წვლილს მორიგ გამარჯვებაში. მე ეს შემიძლია. მანჩესტერული დერბისთვის გულმოდგინედ ვემზადებოდი. ვფიქრობ, მწვრთნელი მათამაშებს, რადგან იცის, რომ დიდ მატჩებში თავის გამოჩენა მეხერხება“.

ნანიმ „იუნაიტედს“ გასულ სეზონში „ოლდ ტრეფორდზეც“ გაუტანა, თუმცა ის თამაში მეხსიერებას უფრო უეინ რუნის არნახული სილამაზის მაკრატელა დარტყმით შემორჩა - „იუნაიტედმა“ 2:1 მოიგო. ნანი ამბობს:

„შარშან მეც ძალიან კარგი გოლი გავიტანე, მაგრამ რუნისა უკეთესი იყო. ახლაც ვგრძნობ, რომ გოლის გატანა შემიძლია. მე კიდევ გავუტან „მანჩესტერ სიტის“.

აგვისტოში, ისტლენდელთა კარში პორტუგალიელმა კიდევ ორი გოლი შეაგდო. ეს „ქომუნითი შილდზე“ მოხდა - 3:2, ასე იძია „იუნაიტედმა“ შური აპრილში, ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში წაგებისთვის. თუმცა, ნანიმ კარგად იცის, რომ „მანჩესტერ სიტი“ წლეულს შარშანდელზე ძლიერი გუნდია და მას და მის თანაგუნდელებს გაცილებით დიდი ბრძოლა მოუწევთ.

„ისინი შესანიშნავად თამაშობენ. მათ კარგი გუნდი ჰყავთ, კარგი ფეხბურთელები. რასაკვირველია, მათი დამარცხება სხვა გუნდების დამარცხებაზე უფრო ძნელი იქნება, თუმცა ჩვენ შინ ვთამაშობთ და ეს დიდი უპირატესობაა. „ოლდ ტრეფორდზე“ ჩვენ ხომ შესანიშნავი სტატისტიკა გვაქვს. განსაკუთრებით, დიდ თამაშებზე ვახერხებთ მობილიზაცის.

გასულ სეზონში, ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში რომ დავმარცხდით? ჩვენს გუნდში ეს აღარავის ახსოვს, მითუფრო, რომ მერე „ქომუნითი შილდზე“ მოვუგეთ. გაცილებით მნიშვნელოვანია დაიმახსოვრო მოგებული მატჩი, ვიდრე წაგებული“.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დანიელი მეკარე, 27 წლის ანდერს ლინდეგაარდიBკი ამბობს, რომ ჯერ ძალიან ადრე საიმისოდ, რომ კვირის თამაშს ჩემპიონობის ბედის განმსაზღვრელი ვუწოდოთ.

„ოთხი ტურის წინ რომ გეკითხათ, გიპასუხებდით, რომ ჩემპიონის ვინაობა მანჩესტერული გუნდების დავაში უნდა გადაწყდეს, მაგრამ ბოლო რამდენიმე თამაში „ჩელსიმ“ ისე ჩაატარა, რომ ასე ვეღარ ვიტყვი. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ ამ სეზონში ჩემპიონის ტიტული ძნელი მოსაპოვებელი იქნება“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა